ოფიციალურად: საქართველოს ნაკრები "8 ერში" ითამაშებს!

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში გასამართ "შემოდგომის თასზე" ითამაშებს, რომელსაც არაოფიციალურად "8 ერი" ეწოდება. 

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება საქართველოს რაგბის კავშირმა გააკეთა, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სიხარულით გვინდა ვაუწყოთ ქართული რაგბისა და სპორტის მოყვარულებს, ფართო საზოგადოებას – დატვირთული მოლაპარაკებების შედეგად საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენი მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდი წელს, ნოემბრის მეორე ნახევრიდან მონაწილეობას მიიღებს „შემოდგომის ერთა თასი 2020“-ის გათამაშებაში, სადაც პატივი ექნება ეთამაშოს მსოფლიო რაგბის ისეთ გრანდებს, როგორებიცაა ინგლისი, ირლანდია, უელსი და სხვ.

მაშინ, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო,
რომელმაც უამრავი პრობლემა შეუქმნა მთელ მსოფლიოს, მათ შორის, სპორტს და, კერძოდ, რაგბის, გაუქმებულია თითქმის ყველა საერთაშორისო ტურნირი და ტესტ-მატჩი, ქვეყნების უმრავლესობაში შიდა ჩემპიონატებიც კი ვერ დაუწყიათ, ამ დონის ტურნირზე მოწვევა ქართული რაგბისთვის უდავოდ დიდი აღიარებაა. დღეს ასრულდა ქართული სარაგბო თემის მრავალი თაობის და გულშემატკივრების ოცნება, დაფასდა ყველა თაობის მოთამაშეების, მწვრთნელების და სპეციალისტების თავდაუზოგავი შრომა და თავდადება.

ამ ტურნირში მონაწილეობის შანსი საქართველოს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც იაპონიამ კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემების გამო უარი თქვა ევროპაში ჩამოსვლაზე. გაჩენილ ვაკანსიაზე „6 ერის“ მესვეურებს საკმაო არჩევანი ჰქონდათ. გავიხსენოთ თუნდაც ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციები. საბედნიეროდ, საბოლოო არჩევანი საქართველოზე გაკეთდა, რისთვისაც „6 ერს“ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ. მადლობა ეკუთვნის „მსოფლიო რაგბისაც“ საქართველოს მხარდაჭერისთვის. სიტყვამ მოიტანა და გვინდა აღვნიშნოთ, რომ „მსოფლიო რაგბის“ არაერთ ფორუმზე გაჟღერებულა, რომ საქართველოს რაგბის კავშირის, მთავრობის, კერძო სექტორის და „მსოფლიო რაგბის“ თანამშრომლობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ცალკე აღებულ ქვეყანაში რაგბის წარმატებული განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. ამ ჯერზეც ასე მოხდა. საქართველოს რაგბის კავშირი „6 ერთან“ მოლაპარაკებებს მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციით აწარმოებდა, რაშიც „მსოფლიო რაგბი“ გვეხმარებოდა. რასაკვირველია, გადამწყვეტი „6 ერის“ სიტყვა იყო და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ სრულფასოვანი მოსამზადებელი პერიოდისა და სათამაშო პრაქტიკის არქონის პირობებში, ძალიან რთული იქნება მსოფლიოს გრანდებთან პაექრობა და მაღალი ხარისხის თამაშის ჩვენება. თუმცა ერთ რამეზე ყველა ვთანხმდებით – ჩვენი საამაყო "ბორჯღალოსნები" მოედანზე ყოველთვის საბრძოლველად გადიან და თავი არასოდეს არ დაუზოგავთ. ეჭვი არ გვეპარება, რომ ახლაც ასე იქნება.

ასეთ ტურნირში მონაწილეობა თავისთავად უდიდესი პატივი და ქართული რაგბის აღიარებაა. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მოგვცემს შანსს, მივუახლოვდეთ „6 ერს“ და ერთ დღეს შევუერთდეთ მსოფლიოში ამ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს. ამ შეჯიბრებაში მონაწილეობით, მივიღებთ ფასდაუდებელ გამოცდილებას, როგორც სპორტული, ასევე სატურნირო მენეჯმენტის თვალსაზრისით. „შემოდგომის ერთა თასი 2020“ უამრავ ბავშვს მოიყვანს საქართველოში სარაგბო მოედნებზე და სერიოზულ ზეგავლენას იქონიებს ჩვენს ქვეყანაში რაგბის განვითარებაზე მომავალში.

დასასრულ, გვინდა ქართული რაგბისთვის ამ ღირსშესანიშნავ დღეს გამოვხატოთ ჩვენი დიდი მადლიერება ყველა იმ ორგანიზაციისა თუ პიროვნების მიმართ, ვინც შეძლებისდაგვარად, ფინანსურად თუ სხვა ფორმით, გვერდში ედგა ქართულ რაგბის. წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის მზარდი ფინანსური დახმარების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა სპორტის ჩვენი სახეობის წარმატებები, რისთვისაც გულწრფელ მადლობას ვიხდით. ცალკე აღნიშვნის ღირსია საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და მისი დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ღვაწლი ქართული რაგბის განვითარებასა და წინსვლაში. მისი მრავალმილიონიანი ინვესტიციები სარაგბო ინფრასტრუქტურასა და სხვა მრავალ პროექტში მსოფლიოს მასშტაბით აღმოჩნდა უნიკალური, რაც შეუმჩნეველი არც „მსოფლიო რაგბისთვის“ დარჩენილა და 2014 წელს, ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე, ბატონ ბიძინას გადაეცა სპეციალური პრიზი რაგბის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. რასაკვირველია, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს საყვარელ გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის, ერთგულებისა და მოთმინებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ ქართულ რაგბის."
მკითხველის კომენტარები / 66 /
კარგია! გამოსაყენებელია ეს შანსი.
დამატებაა საჭირო ორ სამ პოზიციაზე ახალ ზელანდიელის და გუნდი ითამაშებს მიგების დიდი შანსებით.
გოგი
11 სექტემბერი 2020 08:06
2
ძალიან კარგია მაგრამ იქ მაყურებლად არ უნდა ჩავიდეს გუნდი და იბრძოლოს მიწის ყოველ გოჯზე და ყველა ბურთზე, რაც გამოიღებს შედეგს. უყველაშტან შიძლება თამაში და წაებაზე არც უნდა იოფიქრონ. ღოგორ გავბაკვირვოთ ისენი და შევთავაზოთ სიურპრიზები. ბევრად უკეთეწსი ახალგაზრდები არიან უკანახაზშიდა შერკინებაც კარგად არის დაბალანსებული. იმედია ყველა მოთამაშე ვისაც ნაკრებში თამაშის იმედი აქვს, თავს არ დაზოგავს დაამდენი გაცდენილი დროის შემდეგ შევლენ კარგ ფორმაში და თვითონ იმუშავებენ თავიანთ თავზე და ფიზიკურ მდგომარეობაში.
niko
11 სექტემბერი 2020 02:35
2
ძალიან კარგია და ყველას გილოცავთ, თუმცა ერთ რიტორიკულ შეკითხვას დავსვამ და მიხვდებით, რაც ვიგულისხმე: "ხვალ რაღა ვქნათ?"
ქალის სიმართლე
11 სექტემბერი 2020 01:15
13

ინგლისელი ვინ არისო გაინტერესებდათ 13:20 20-01-2020 პიტერ დრუიტი რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების მენეჯერად დაინიშნა
შოკირებული გულშემატკივარი
11 სექტემბერი 2020 12:36
0
ინგლისელი ვინ არის?
კითხვა
11 სექტემბერი 2020 11:24
0
ყველა გამოხმაურება
"ავშენდით!" (ყოველგვარი ირონიის გარეშე) - პირველი ეს ფრაზა გამახსენდა კინოფილმ "შერეკილებიდან" და ყველას გილოცავთ ამ შესანიშნავ შესაძლებლობას. იმედია, დიდი სკოლა იქნება ჩვენი ახალი თაობის მორაგბეებისთვის და ბიჭები თავს დადებენ ბოლომდე. ისე კი, იტალიის გასრესვა მწადია, უფ უფ უფ იფ იფ იფ
fani
11 სექტემბერი 2020 01:12
2
ისე გამეხარდა, რო ამხანაგ გლახუნას კომენტარი ბოლომდე წავიკითხე და მოვიწონე. გილოცავთ ქართველებო და აბა თქვენ იცით, თქვენი ჭირიმეთ, ქუდზე კაცი სტადიონზე!
გიგლია
10 სექტემბერი 2020 23:54
0
კორონა უძახე შენ და ჩვენ კი მოვხვდით სადაც გვინდოდა
77ბ
10 სექტემბერი 2020 23:08
0
კი, შეიძლება შევხვდეთ. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ 1 ადგილი 1 ადგილს შეხვდება, 2-2, 3-3, და 4-4.
https://en.wikipedia.org/wiki/Autumn_Nations_Cup
goga-ს
10 სექტემბერი 2020 22:04
0
ვისაც საკუთარი თავის ჯერა შესანიშნავი შანსია დაამტკიცოს რო იმსახურებდა ელიტაში გადასვლას მწვრთნელიან მოთამაშიანა
შოკირებული გულშემატკივარი
10 სექტემბერი 2020 21:54
0
აᲦიარება კი არა ფედერაციას პრეზიდენტი უნდა და ნაკრებს გამოცდილი მწვრᲗნელი! ისეᲗი კი არა ვინც უᲨოვეᲗ გამოუცდელი...
ზურა
10 სექტემბერი 2020 21:38
5
ლევან მაისაშვილი ადრეც იყო ბორჯღალის მწვრთნელი და ნაკრები მსოფლიოს თასზეც ათამაშა.ასე რომ გამოუცდელს, მასზე ნამდვილად ვერ ვიტყვით.ვფიქრობ,უკვე საკმაოდ კვალიფიციურიცაა
სოსო
11 სექტემბერი 2020 10:41
1
თავს რომ ვერ გადავახტებით ეგ ფაქტია მაგრამ უდიდესი გამოცდილების მიღება და სტიმული მომავალი თაობებისთვის გარანტირებულია. ასე რომ ვულოცავ საქართველოს ამ წინ გადადგმულ ნაბიჯს. ვუნდოდით თუ არა, ფაქტია რომ იქ ვართ და დროებით მსოფლიო ელიტაში მიგვიღეს. უაღრესად მაგარი შანსი წინსვლისთვის და თუ მომავლისთვის კიდევ გვინდა რომ ასეთი შანსი მოგვცენ რაღაც პოტენციალი უნდა ვაჩვენოთ.
გუჯი
10 სექტემბერი 2020 21:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული