რუსეთის მორაგბეთა ნაკრები 12-23 ოქტომბერს თურქეთის კურორტ ბელეკში შეკრებას გაივლის, შემდეგ მოსკოვში დაბრუნდება და 24 ოქტომბერს ცსკა-ს, ხოლო 25 ოქტომბერს რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. 1-ელ ნოემბერს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებულ შეხვედრაში რუსეთი თბილისში საქართველოს ნაკრებს შეხვდება.
უელსელმა მწვრთნელმა ლი ჯონსმა გაფართოებული შემადგენლობა გამოაცხადა, რომელშიც 4 ქართველია: ნიკოლოზ კაზალიკაშვილი (სტრელა, რუსეთი), საბა გაბუნია (ბაგრატი, საქართველო), გიორგი როყვა (სტად ბაგნერე, საფრანგეთი) და შაკო ოდიშარია (ავენირ კასტანე, საფრანგეთი).
"პირველ, მეორეეეე, მე-მე-სასა-მ, მეოთხეეე-ბეე"...