რუსეთის ნაკრებს "ბორჯღალოსნების" დამარცხებისათვის ძალიან დიდ პრემიალურებს დაჰპირდნენ

AutoSharing Option
1-ელ ნოემბერს რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები რუსეთს თბილისში უმასპინძლებს. რუსეთის რაგბის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იგორ არტემევი "ბორჯღალოსნების" დამარცხების შემთხვევაში მოთამაშეებს დიდ პრემიალურებს დაჰპირდა.

"ხუმრობითაც და სერიოზულადაც, რომ საქართველოს დასამარცხებლად ჩვენს მოთამაშეებს ძალიან დიდ პრემიალურებს ვთავაზობთ. როგორც გახსოვთ, პრინციპული მეტოქის ძლევას 25 წელზე მეტია ვერ ვახერხებთ.

წელს კორონავირუსთან დაკავშირებით ისტორია იყო, მაგრამ რუსეთის საინტერესო ჩემპიონატი ჩავატარეთ, საქართველოში კი შეჯიბრებებთან დაკავშირებით ცოტა სხვაგვარი სიტუაცია იყო. ეს შეიძლება დაგვეხმაროს", - ციტირებს არტემევს Sport24.

საქართველოს ნაკრები რუსეთს 23-ჯერ შეხვდა და 21
მატჩში სძლია, უკანასკნელად კი რუსებმა 1993 წელს იმარჯვეს (15:9). ერთადერთი ფრე 2002 წელს დაფიქსირდა (12:12). საერთო ანგარიში 579:260 საქართველოს სასარგებლოდ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
იმაზე რას იტყვით ხალხო, ქართველმა მორაგბეებმა რუსეთის მოქალაქეობა რომ მიიღეს და ჩვენს დასაპირისპირებლად ამზადებენ?
გიო
10:58 23-10-2020
0
რა ენაღვლება დაპირდება , იცის მაინც არ მოუწევს გადახდა
ალეკო
21:56 03-10-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული