მიმართეთ საქართველოს რაგბის ნაკრებს შოტლანდიასთან პრინციპულ მატჩამდე

AutoSharing Option
მიმართეთ საქართველოს ნაკრებს შოტლანდიასთან პრინციპულ მატჩამდე.

საუკეთესო 15 კომენტარი ამოირჩევა და 16:00-ზე გამოვაქვეყნებთ.

შეგახსენებთ, 22:30-ზე საქართველოს რაგბის ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 84 /
ლექსით მოგმართავთ ბიჭებო და ეხება არა მარტო ახლანდელ შემართებას, არამედ მომავალ შეხვედრებსაც. -წინ გამარჯვება გველის/ უკან მხნეობა ჩვენი/ ქართველნო, ღვთის მადიდებელნო/ უჩვენეთ ქართველი კაცის ღირსება ჩვენი...
daviti
23 ოქტომბერი 2020 15:03
0
დღეს კიდევ ერთხელ დაგვივლის ჟრუანტელი სხეულში! დღეს კიდევ ერთხელ ავივსებით სიამაყით, მამაც გულებთან ტოლსწორად დგომის გამო! ჩვენც გვეტკინება, მაგრამ თავს კიარ დავუხრით, პირიქით უფრო მეტი ბრძოლითა და ჟინით დავანახებთ მსოფლიოს, რომ მამაცი გულების პირისპირ მამაცი კაცები დგანან!!!
გულ_შემატკივარი
23 ოქტომბერი 2020 15:01
1
ბიჭებო იცოდეთ რომ მოგებას არავინ ითხოვს,უბრალოდ ისე ითამაშეთ რომ თავაწეულები გამოხვიდეთ მოედნიდან და ჩვენ მთელმა საქართველომ სიამაყით დაგიკრათ გულიანი ტაში....
მებრძოლი
23 ოქტომბერი 2020 14:59
0
უბრალოდ მინდა იცოდეთ როცა თქვენ მოედანზე გადიხართ სისხლი მიდუღდება ვიყინები 80წუთი .. მინდა იცოდეთ ყოველი შეჯახება ყოცელი დარტყმა მესმის და ვგრძნობ.. მინდა იცოდეთ ვლოცულობ გამარჯვებისთვის ...გამძლეობისთვის და ვლოცულობ საქართველოსთვის...უფალი იყოს ჩვენი მფარველი წინ გმირებო ერთად გამარჯვებისკენ
შიო კესარელი
23 ოქტომბერი 2020 14:58
0
პატივს ვცემთ მამაც გულებს, მაგრამ თამაშის მერე მათ უფრო მეტი ყინული უნდა დასჭირდეთ!
გულშემატკივარი
23 ოქტომბერი 2020 14:58
0
მსოფლიო დიდი ხანია იცნობს მამაც გულებს, ახლა დროა გავაცნოთ ქართველი ლეგენდები!
k.k.
23 ოქტომბერი 2020 14:54
0
ითამაშეთ მშვიდად, თავისუფლად და ლაღად, თქვენ ეს შეგიძლიათ,მე თქვენი მჯერავს
gogia
23 ოქტომბერი 2020 14:49
0

მაგრად დაჰკარი, მაგრად დაჰკარი,
დადგეს ყიჟინის კორიანტელი,
რომ საქართველოს რწმენის აკვანი
კვლავ იდგეს ტურფა და სანატრელი.

მამულისათვის, მამულისათვის
ტყვია მიზანში მოსახვედრია.
თავისუფლება ისე არ მოდის,
თავისუფლება ლომთა ხვედრია.
პავლე
23 ოქტომბერი 2020 14:49
0
ჩვენ რომ მორაგბის სახელი გვერქვას,
ყველა როდი ვართ ღირსი,
დაფერილია ეს სიტყვა ყველგან
სისხლით, გმირული სისხლით.


ვერ დაიცავდა მაღალ ღირსებას,
მართალი რომ თქვას კაცმა, –
ვერ ივარგებდა მორაგბეებად
ხერხეულიძე ცხრა ძმა?

ან არაგველნი, ან გმირი ცოტნე,
ანდა დემეტრე თავდადებული...
ცოდვა კი არის, ღმერთმანი, ცოდვა, –
ადრე არიან დაბადებულნი.
კახა_ბერი
23 ოქტომბერი 2020 14:41
2
შემთხვევით დამეჭირა დისლაიქზე- ბოდიში.
პავლე
23 ოქტომბერი 2020 19:35
0
ჩვენო ლომებო, ჩემი შეხსენება არ გჭირდებათ, მაგრამ მაინც მინდა გითხრათ ჯანსუღ ჩარკვიანის სიტყვებით: „თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია“! დღეს თქვენს წინაშე არიან შოტლანდიელი ლომები, მაგრამ არ შედრკეთ, არ დაგავიწყდეთ, ვისი გორისა ხართ! გფარავდეთ წმინდა გიორგი!
ამირან ბუთურიშვილი
23 ოქტომბერი 2020 14:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული