ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ბორჯღალოსნები" შოტლანდიასთან 7:48 დამარცხდა [VIDEO]

"ბორჯღალოსნები" შოტლანდიასთან 7:48 დამარცხდა [VIDEO]

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "მარიფილდზე" ტესტ-მატჩში შოტლანდიასთან 7:48 დამარცხდა.

მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, ლელოთი და გარდასახვით დებიუტშივე შეძლეს დაწინაურება, შემდეგ კიდევ ორი ლელო გაიტანეს, ორი გარდასახვა გააცუდეს და პირველი ტაიმი 17:0 მოიგეს. გაწითლებული დროში შოტლანდიელებს ვიდეორეფერიმ ლელო გაუუქმა."ბორჯღალოსნები" ბურთს ვერ იჩერებდნენ და იერიშების მიტანას ვერ ახერხებდნენ.

შესვენების შემდეგ აკაკი ტაბუცაძემ ლელო დადო (ეს მესამე შეხვედრაში მისი მეექვსე ლელოა), გარდასახვა თედო აბჟანდაძემ გამოიყენა, თუმცა შემდეგ მასპინძლები ისევ დაეუფლნენ ინიციატივას და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

გუნდებს შორის კლასში სხვაობა უზარმაზარი გახლდათ, საქართველოს ნაკრებს თამაშში უამრავი წუნი ჰონდა და შეხვედრაც ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს 14 ნოემბერს, რვა ერზე ინგლისთან გამართავს.

საქართველო

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლექსო ყაულაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. გიორგი კვესელაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

1 ლელო: ტაბუცაძე

1 გარდასახვა: აბჟანდაძე

1 სინბინი: აფრასიძე

• fani

მოთამაშეთა ამპლუების მიხედვით, დღესდღეობით ჩვენს ნაკრებს ჰყავს: - საშუალო დონის წინა ხაზი (1,2,3 ნომრები); - სუსტი მეორე ხაზი (4,5 ნომრები); - არა უშავს რა მესამე ხაზი (6,7,8 ნომრები); - ნორმალური 9 და 10 ნომრები უკანა ხაზში; - სუსტი შუამარბები და გარემარბები უკანა ხაზში (11,12,13,14 ნომრები). ამასთან, ნაკრებს საერთოდ არ ჰყავს ფულბექი (15 ნომერი)

• salome

ჩიტმა დაგასკლინტოს მაგ გამხმარ პირზე

• zuka

როგორ? 2 ვარიანტია. ერთი ქართველი წინაპარი უნდა ჰყავდეს, მეორე აქ 5 წელი უნდა თამაშობდეს. დიდი 10 ში 5 წელი რო ზელანდიელი ითამაშებს, ან ჩვენზე უარესი იქნება ან დონე უნდა ამაღლდეს სასწაულად

• რას გევხარ შე ჩემა

მათიაშვილს ერჩივნა იმიჯის შეცვლას, კლასი აემაღლებინა, რაგბი ისეთი სპორტია, რომ სუსტი ადგილი არ უნდა გქონდეს, ჩვენ სუსტი კი არა, უსუსტესი გვყავს 2-3 მორაგბე, მათიაშვილის სახელი ვერ მოვიფიქრე.

• სოსო

და უკეთესი ჩემპიონატი.

• სოსო

სხვათა შორის,ჩვენი ლეგენდარული მორაგბეები,მსოფლიოს ნაკრებში ნათამაშები ბიჭები ჰყვებიან,რომ ბრიტანელებთან სმაში, ახლოს ვერ მივდიოდითო.შეუძლიათ მთელი ღამე ლუდის ბარში გაატარონ და დილით,ჩვეულებრივად ივარჯიშონ,ჩვენ ამის თავი არა გვაქვს,"პახმელიაზე" და უძილობით მკვდრებივითა ვართ ხოლმეო,მეორე დილით.ჩვენთან ხომ ქეიფის განსხვავებული კულტურაა,საკვებთან ერთად ვსვავთ,ისინი კი,სხვანაირად,ცარიელზე სვამენ და ამასაც მიჩვევა სჭირდება.

• Valderrama

ფეხბურთს შეეშვი რა და ნაკრებს, როცა ისინი წააგებენ უშანსოდ, იქ აკრიტიკე. საფრანგეთთან ფრეც გვაქვს ნათამაშები ოფიციალურ თამაშში, მოგება რიცა ჭირდებოდათ..

• დავით 67

უკეთესი შედეგი როგორი გაწყობს? 12-48 თუ 14-48? აბა სხვა შედეგი ხომ ფანტასტიკაა

• დავით 67

ყოფილიყვნენ იქ სადაც იყვნენ. რად გვინდოდა 6 ერი? ახლა ისევე როგორც ფეხბურთში სანატრებელი უნდა გაგვიხდეს ძლიერ გუნდებთან დიდი ანგარიშებით არ წაგება. მოგებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ისევ მწვრთნელები მათიაშვილი ვაისი უისი და ა.შ. გუნდი არ ვარგა ვერა ხედავთ? რა მწვრთნელი და რა ფედერაცია?

• გიგლია

ძმურად, გადაირქვი რა ფსევდონიმი

• შოკირებული გულშემატკივარი

უკეთეს შედეგს უკეთესი მწვრთნელი ჭირდება

• არტ

მოსეხონელს. მე მგონი არ წაგიკითხავს, ჯიგარო, მე რა დავწერე. სუსტებს კი არ უნდა ეთამაშო, უნდა ეთამაშო შენზე ძლიერებს, მაგრამ ძირითადად იმდენად ძლიერებს, ვისტანაც შანსი მაინც გაქვს. ასე შეიძლება განვითარდე, თორემ არის იტალია შვიდ ერში ამდენი ხანია, მაგრამ მერე რა? როგორც უშანსოდ იყო ისევე არის. არ არის ექვს ერში იაპონია და ვერ მოუმატა თუ რა? ტესტ მატჩებს და სპარინგებს სწორი შერჩევა და დაგეგმვა უნდა, ქართულ სარაგბო კლუბებს მიხედვა და ახლა აქ რომ ჩამოვწერო, ერთი გვერდი არ ეყოფა. მოკლედ შეიძლება თქმა. შესაცვლელია რაგბის ხელმძღვანელობა. მცოდნე, ენერგიული და იდეური ხალხია მოსაყვანი. და მარტო რაგბში კი არა, სპორტში საერთოდ.

• სოსო

თითო ჯარიმა მაინც გეჩუქებინა შე კაცო.ასე ნულებზე როგორ გაგვწირე.

• sar

მათიაშვილი -1 დანარჩენები ნოლი

• ჩემი აზრით

უბრალოდ აღარა გვყავს ისეთი ნიჭიერი შერკინების მორაგბეები რაც ჩვენთვის ყველაზი დიდი კოზირი იყო.ერთადერთი ვინც გამოირჩევა და მაღალ დონეზე თამაშობს ლობჯანიძეა.

• civi

ვინმეს ეგონა რომ ანგარიში ჩვენსკენ იქნებოდა? აქ სათამაშო დისციპლინა და ბევრი სხვა რამ გამოჩნდა რაც ჩვენებს აშკარად სამუშაო აქვთ 8 ერი თუ იმიტომ დაამატეს რომ ჰა ერთ წელიწადს ვერაფერი გააკეთედ და წადით აქედანი მაშინ აზრი არა აქვს ან უნდა გვაცალონ მინიმუმ სამი ან ოთხი სეზონი და ვანახოთ რომ იტალიას მაინც უგებთ რაშიც დარწმუნებული ვარ და მერე ბიჭებიც შეხედავენ იქ რა ხდება და შეეცდებიან გაიზარდონ რამდენი წელია იტალია 6 ერშია ? გაიზარდა ? ისევ ჩვენთან მოგებით ცდილობენ იქ იყონ გამომდინარე აქედან დანარჩენი თქვენ განსაჯეთ.

მოულოდნელი არაფერი მომხდარა. უბრალოდ ჩვენ ყოველთვის ველოდებით უკეთესს, რომელიც ჯერჯერობით ვერ იქნება. სამწუხარო ის არის, რომ არც ამაზე უკეთესი მოთამაშეები გვყავს და მწვრთნელიც, ვინც არ უნდა იყოს დიდ პროგრესს ვერ მოახდენს. გასაკვირი ის უფრო იქნებოდა, ნაკლები ანგარიშით რომ წამოეგო. იმედია, დროთა განმავლობაში ჩვენი მოთამაშეები უკეთეს კლუბებში ითამაშებენ, თორემ დიდი ათის მოთამაშეებით ამაზე უკეთეს შედეგს ტყუილად ველოდებით

• ალეკო

ბოლოს და ბოლოს მოაწესრიგეთ სიტუაცია ფედერაციაში, კარგი მწვრთნელია მოსაყვანი რომელიც თავის გუნდთან ერთად ხანგრძლივად იმუშავებს და არა ეს ერთ- ორთვიანი კონტრაქტები, აშკარა რეგრესი სახეზეა, ეს ჯერ კიდევ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატამდე დაიწყო და უფრო ღრმავდებადიდი ალბათობით ამ ტურნირზე შევრცხვებით და კარგას ხანი ხმა აღარ გვექნება ამოსაღები

• მახო

ჩვენმა ახალგაზრდა მორაგბეებმა გააგრძელონ გარჩევებში და ჩხუბებში აქტიური მონაწილეობა და შედეგი არ დააყოვნებს.

• Valderrama

ვეთანხმები სოსოს, ვისაც თამაში არ ესმის და მარტო მოგება უყვარს, ყველაზე მეტს და რადიკალურად ის ლაპარაკკობს და ილანძღება. ასეა ფეხბურთზეც და საერთოდ ყველფერში. ჯობია ვილაპარაკოთ რეალურ მიზნებზე და პრობლემებზე, ცუდთან ერთად კარგიც დავინახოთ და ესე. რაგბის კავშირი რიმ გასალანძღია ფაქტია მაგრამ აქ სხვა რამეზეა საუბარი. გულშემატკივარიც უნდა განვითარდეს

• Maximus

მეგობრებო რატომ გიკვირთ ასეთი წაგება, ჯერ კიდევ მსოფლიო თასამდე ეტყობოდა ნაკრებს სერიოზული რეგრესი. ჰეიგის კონცეფცია ხელით თამაშის გაუმჯობესებაზე არ გამოვიდა, შერკინება დასუსტდა სერიოზულად, ნუ დერეფანი ხომ საერთოდ არ გვივარგოდა არასოდეს, პლიუს რაქი ამას დაემატა მოლის უსუსურობა, ნუ მეტი რაგბიში მე მგონი არ დარჩა არაფერი და მივიღეთ ის რაც მივიღეთ...ცუდი ისაა რომ მივექანებით უფსკრულისაკენ ისე როგორც ერთ დროს საკმაოდ ძლიერი რუმინეთი და იქვე გველოდბა დანარჩენი რაგბის ფარჩაკი ნაკრები გუნდები რუსეთის თამადობით.რაც შეეხება ექვს ერზე ფიქრს, მგონი ჩვენ თვითონ გავეცით პასუხი ამ მუდმივ კითხვას. სამწუხაროა ეს ყველაფერი და არავის არ უხარია ეს, არც პოზიციას და არც ნორმალურ ოპოზიციას.

• aburjga

ვუყურე თამაშს. წაგება არ გამკვირვბია, მაგრამ წაგებაც არის და წაგებაც, ძალიან უსუსურად გამოვიყურებოდით ყველა კომპონენტში! არავითარი შანსი არ გვქონდა. ასეთი უსუსურობის მიზეზი სხვა ყველაფერთან ერთად მგონი უფრო ის არის, რომ ჩვენი რაგბისტებიდან არავინ ფორმაში არ არის ძალიან დიდი ხნის უთამაშებლობის გამო! ამას გარდა შერკინებაში და რაქში სიმძლავრე (ღონე) დაკარგული გვაქვს. ეტყობა უფრო ჯანიანი ბიჭები უნდა მოვძებნოთ!

• kopala

ინგლისი საქათველო 80-0, უელსი საქართველო 70-0. ირლანდია საქართველო 60-0

• სოსო

უკანა ხაზს ძალიან ეტყობოდა სათამაშო პრაქტიკის 8 თვიანი არ ქონა.შეთამაშებაშიც დიდი პრობლემები იყო და დაძაბულობამაც თავისი დაღი დაგვასვა.დაბალ სისწრაფეებს მიჩვეულებს,სკოტებმა თავიდანვე უმაღლესი ტემპი შემოგვთავაზეს და თამაში დაწყებული არ გვქონდა,რომ უკვე ვაგებდით.ზუსტი ფსიქოლოგიური გათვლა ჰქონდათ,სწრაფ ლელოზე.ჩვენ კი პირველივე ბურთთან შეხებაზე გამოჩნდა,რამდენად დაძაბულები ვიყავით და ელემენტარულმა შეცდომებმა,მეტოქეს კიდევ უფრო გაუადვილა ამოცანა.წავაგეთ ჩვენზე ძლიერ და უკეტეს ფორმაში მყოფ ნაკრებთან და ახლა ინგლისი გველოდება,კიდევ უფრო ძლიერი მეტოქე.მათთან ალბათ კიდევ უფრო გაგვიჭირდება უშუალოდ თამაშში,მაგრამ ეს ის აუცილებელი თამაშებია,რომლებშიც ჩვენმა ბიჭებმა უნდა აღიდგინონ სათამაშო კავშირები,შეეგუონ მაღალ სისწრაფეებს,გამოასწორონ შეცდომები.კარგი იქნებოდა რუსეთთან თამაში არ გაუქმებულიყო,მათთან თამაშშიც კიდევ უფრო მივუახლოვდებოდით სასურველ ფორმას,ახლა კი,პირიქით,მომზადებაში წყვეტა გვექნება,მაშინ როცა დანარჩენი გუნდები,6 ერის გადადებულ მატჩებს ჩაატარებენ და კიდევ უფრო შეთამაშდებიან.ჯერჯერობით ყველაფერი ჩვენს წინაააღმდეგაა,მაგრამ ხელების ჩამოშვებით არაფერი გამოვა.არც ამ თამაშის დავიწყებაა საჭირო,პირიქით,გულდასმით უნდა გაანალიზდეს და უფრო მომზადებულები შევხვდეთ მომავალ თამაშებს.ზედიზედ 5 ასეთი დონის თამაში ხომ არასოდეს გვქონია და კიდევ დიდხანს აღარ მოგვიწევს,სავარაუდოდ.ფიჯელებს,რადრადრა გამოაკლდათ და ბოლო თამაში თუ მათთან მოგვიწევს,ეს ჩვენთვის დამატებითი შანსია,მაგრამ იმ დროისათვის ჩვენ უნდა ვიყოთ ოპტიმალურ ფორმაში როგორც ტექნიკურ ფიზიკურად,ისე ფსიქოლოგიურადაც.ისე რომ ვუყურებ,ნაკრებს ფსიქოლოგის დახმარება,ნამდვილად არ აწყენდა.რამდენიმე ბიჭს,ეს აშკარად სჭირდება და არც სხვებისათვის იქნება ზედმეტი.და კიდევ,რაც უნდა ასტრონომიული ანგარიშებით წავაგოთ ეს თამაშები(დიდი იმედი მაქვს,რომ ეს ასე არ მოხდება),ჩვენთვის მაინც სასიცოცხლოდ აუცილებელია ეს ტურნირი და ის უნდა გახდეს ჩვენი პროგრესის ამამოძრავებელი ძალა.ფსიქოლოგიურ სიმტკიცეს და საღ ანალიზს ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს,მერე კი,კიდევურო მძიმე თამაშები გველის და იქ უნდა ვივარგოთ.დაღირებას დარტყმა სჯობიაო.ჩვენ უკვე ძალიან მაგრად დაგვარტყეს და ტკივილით,უკვე ვეღარ შეგვაშინებენ.იმედი მაქვს,ბიჭები ნოკაუტში არ არიან და შეძლებენ მობილიზებას.ჩვენ გაცილებით უკეთესად შეგვიძლია თამაში და ვითამაშებთ კიდეც.

• გულშემატკივარი

ვფიქრობ არაფერი სასწაული არ მომხდარა. რაც შეეხება მოლს და შერკინებას ძალიან დავიჩაგრეთ, თუმცა რომ ვიძახით ამ კომპონენტებში ვერავინ გვჯობდაო გახსოვთ მაშინ ვინები გვყავდა თუნდაც შერკინების ხაზში? წავიდა ის ხალხი, ნაკრებში მიდის ცვლილებები, ხომ ხედავთ რამდენი ახალი სახე გვყავს? ასე რომ ამ ბიჭებს რაღაც დრო ჭირდებათ, რომ ისე ჩაჯდნენ და შეკრან ნაკრები, როგორც წინა თაობა იყო. ამას დრო ჭირდება, ეს ასეა ზოგადად. ვაცადოთ ბიჭებს და აუცილებლად გაიზრდება ჩვენი ნაკრები თამაშიდან თამაშამდე. რა თქმა უნდა ამისთვის მარტო ბიჭების მონდომება არ იქნება საკმარისი, ხელშეწყობა უნდა რაგბის კავშირიდან, სახელმწიფოდან და არა ისეთი დომხალი, რაც ახლა ხდება.

• alex

მადლობა ბიჭებს!!!!!!! არაფერია!!!!! აქ უნდა ვისწავლოთ თამაში!!! რაც მეტი თამაში გვექნება ამნაირ გიჟებთან მით უკეთესი!!!! ესენი სხვა დონეა!!! რუმინეთი რუსეთი ესპანეთი პორტუგალია სხვა....... ჩვენ შუაში გავიჭედეთ!!!! რაც მეტი ასეთი თამაში იქნება მით მალე დავცემთ ბნედას იტალიას!!!!!!! მადლობა ბიჭებო.... ყველაფერი წინაააააააააა!!!!!!!!!

• არდილეს

რაქსა და მოლში გვერდიდან რომ არ უნდა შეხვიდე,დერეფნის მოწოდებისას ბურთზე რომ უნდა იბრძოლო-ამას მაინც და მაინც 6 ერში თამაშის "გამოცდილება" უნდა?! ან კომენტატორების გაუთავებელი : საწყისი წუთების ნერვიულობა, ჩვენები ნერვიულობენ!!! რა უბედურებაა?! რა განერვიულებთ თქვე კაი ხალხო?! გადი და ეცადე ლამაზი შემტევი თამაში აჩვენო

• სოსო

ტყეშელაანთ გიჟს.წავედი გიჟო და ვცადე დაძინება,მაგრამ ძალიან გამიჭირდა.შენ გგონია,მე არ მტკივა?აბა რამ დამაწერინა ამხელა ტირადა,ღამის 3 საათზე?რასაც შენ ამბობ,ფულს გამოკიდებულებზე,მაგაში მეც გეთანხმები.იმდენი ქნეს,სანამ გია ნიჟარაძე ჩამოიშორეს,მაგრამ მეორე მხრივ ვისი ფინანსებით და გვერდზე დგომით გაძლიერდა და მასობრივი გახდა ქართული რაგბი,ეგეც გაიხსენე.მთავარი მეოცნების,ბიძინა ივანიშვილის ფულით აშენდა მთელი ინფრასტრუქტურა,სტადიონები,სავარჯიშო ბაზები,სამედიცინო ცენტრი,აკადემიები და ამისი არ დანახვა,იმის ფონზე,რომ წინა მთავრობა პირიქით,სტადიონებს და ბაზებს ანგრევდა,უმადურობაა.თაფლი იყოს და ბუზი ბაღდადიდან მოვაო,ნათქვამია.სახრავი გამოჩნდა რაგბიში და ვირთხებიც გამრავლდნენ,სახრავად.ეს ბუნებრივი პროცესია,მაგრამ თუ დროულად არ დაიწყე მის წინაღმდეგ ბრძოლა,ყველაფერს გაანადგურებენ და ივანიშვილსაც მართებს ამაზე დაფიქრება.ჯერ ადრეა და საკმაოდ ბევრი დაწუნებაა(დისლაიქი,ქართულად დაწუნებაა) უკვე ჩემ პოსტზე,გაიღვიძებენ,წაიკითხავენ და კიდევ ურფო გამრავლდება,მათი რიცხვი,მაგრამ არა უშავს,რაკი არ მოეწონათ და ეწყინათ,ესე იგი ეტკინათ კიდეც.ნაწილი მაინც დაფიქრდება,ამის შესახებ და მათი ნაწილი,მისახვედრსაც მიხვდება.მეც სწორედ ეს მინდა.იქნებ მიხვდეს.ბრიტანეთში,თამაშის დროს,სტადიონები მუდამ სავსეა და მიუხედავად ანგარიშისა,ბოლომდე გულშემატკივრობენ თავის გუნდს,გვერდში უდგანან ჭირში თუ ლხინში.იქნებ ესეც გადავიღოთ მათგან და მხოლოდ ცუდი არ გადმოვიტანით ევროპიდან?

• ბათუმის ფანი

დასაწყისში კომენტატორი ქართულად გვესალმება გამარჯობათო და ბატონმა ნიაზმა რით ვერ ისწავლა რომ ნიჩია ქართულად ფრეს ნიშნავს?!)

• შოკირებული გულშემატკივარი

არაუშავს შეცდომები ხო გამოჩდა და ეხლა მათ გასწორებაზე იმუშავეთ

• ჟორა

კლასში სხვაობა უდიდესი იყო. იმაზე მეტი, რომ უნდა ყოფილიყო, რადგან ჩვენებიც ხომ ევროპულ გუნდებში თამაშობენ და იქ მათი კლასი, არ ჩანს ასე დაბალი ევროპელებთან შედარებით. გამოდის, რომ შეთამაშება აკლია და მწვრთნელის დონეც არაა 8 ერის დონის.

• მოსეხონელი

ჯიგარო რაგბი ფეხბურთი არაა.თუ არ ეთანშე ძლიერს ვერ განვითარდები.ზუსტაგ თავის დროზე რო არ გვათამშეს 6ერში მაგიტო ვერ წავედითწინ პორიქით უკან უკან დავიწყეთ სვლა.ჩვენზე დაბლი დონის გუნდები ჩვენთან თანში გაიზარდნენ ხოლო ჩვენ არ გყვდა კონკურენტი ვისთანც გავიზრდებოდით ესა ლოგიკა თანც მარტივი.ჭადრაკივითა უნდა ეთამშო ძლიერს თუ გინდა გაიზარდო

• 111

რაც ნიჟარაძე წავიდა რეგრესი აშკარაა, კაცი იძულებული გახადეს რო წასულიყო.

• Semi

ეჰ ჩემო რაგბის გულშემატკივრებო, ერთ სიმართლეს გეტყვით, თავს ნუ იტყუებთ რომ დიდ გუნდებთან ნაკრების თამაშით რამეს ოსწავლით ან რამე გამოცდილებას დააგროვებთ. სანამ უფრო მდიდარ ქვეყანად არ ვიქცევით, სანამ იმდენი სტადიონი არ გვექნება რამდენიც შოტლანდიაშია, სანამ იმდენი პროფეაიონალი მოთამაშე არ გვეყოლება რამდენიც შოტლანდიაშია, ანუ სანამ ეკონომიკურად გვერდში არ ამოვუდგებით ტოპ ქვეყნებს მანამდე რაგბსაც ვერ ვეთამაშებით ტოპ სწორად. და ვერცერთ სპორტს, ესაა ჩემი კომენტარი.

• Gio

სოსო მათიაშვილო რომ გამოგიძახებენ ნაკრებში უთხარი რომ ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით ნახავ. ასე კარიერის დასრულების შემდეგ...

• ტოტტი

ფეხბურთში არც ჩვენი ნაკრები აგებს ერთა ლიგაზე და თავისნაირ გუნდებთან . და ტოპ გუნდთან მაგ: საფრანგეთთან რომ ფეხბურთელებს 8:1 წაეგო გადაუვლიდენ ფეხბურთელებს ისე გამოლანძღავდენ

• ინოკენტი

“ბორჯღალოსნები“ დამარცხდა კი არა, “ბორჯღალოსნები“ დამარცხდნენ...

• საქართველო

ჩემი მხარდაჭერა რაგბისტებს.ის ორმაგი სტანდარტების ტიპები სად ხართ აბა, ფეხბურთელები რომ დანიელებთან ან შვეიცარიელებთან წააგებენ მიწასთან,რომ ასწორებთ და რაგბისტების ირლანდია-შოტლანდიასთან იძახით თავს ზემოთ ძალა არ არისო. ერთმანეთის გვერდში დგომით მივაღწევთ მხოლოდ წარმატებას. რაც შეეხება შეცდომებს გუნდის სტაფმა უნდა გაარჩიონ და გამოასწორონ,ჩვენ გულშემატკივრებმა მხარი უნდა დავუჭიროთ სპორტსმენებს, იმის გამო რომ 10 ლარი წააგეთ ტოტალიზატორში ნაკრების თამაშზე, არ უნდა ლანძღოთ ბიჭები.წარმატებები ქართულ სპორტს

• გოგი

საჭიროა ნატურალიზაცია რამოდენიმე პოზიციაზე ძლიერი მოთამაშეების: ზელანდიიდან, ავსტრალიიდან... რომლებიც თავიანთ ნაკრებში ვერ ხვდებიან. უკეთესი ფედერაცია და მწვრთნელი!

• niko

საშინლად დაგვსაჯეს შოტლანდიელებმა. არც ერთ რგოლში გუ ნდი მზად არ არის. შოტლანდიელებსაც არ ჰქონიათ მთლიანი სეზონი და არი დიდი განსხვავება მათ სიდა ჩწემპიონატსა და ჩვენს შორის. თან ავტრალიელი და სამხრეთ აფრიკელებიც ჰყავთ ნაკრებში. შამაგიეროდ ჩვენ გვყავს არშემდგარი მოთხილამურე 15 ნომერზე და ბევრჯერ გასრილად გამოსრიალდა. შერიკინება ყველა ქვეყნის ბოლო 3-4 წელიწადში კიდევ უფრო მოძლიერდა და დამძიმდა, ჩვენი შერკინება, დასუსტდა და შემსუბუქდა. Uკანა ხაზი სულ სტატიკაში იღებს ბურთს და ვერსად ვერ გარბიან იქვე იჭედებიან ამის გამო, ხაზი არასწორად დგას შეტწევისას რადგან შიშით თამაშობენ და უფრო დაცვისთვის არიან მომზადებული და ბრტყლად დგანან. რაქში ვერ იმუშავეს, ფეხი ვერ დაარტყეს, ბურთი დროზე ვერ გამოიტანეს ხაზზე, აუტი რაც მოიგეს ვერც მოლი დააყენეს და უმეტესად ბურთი ჩააბარეს უკან. მოკლედ ცუდად ნუ გამიგებთ მაგრამ ვერ მოემზადნენ კარგად ვერანაერად ამ შეხვედრისათვის. 15 ნომერი საერთოდ მოედანზე არ უნდა იყოს გასაშვები. დაიწყო კარგად პირველად რომ გამოჩნდა და გაუმჯობესების მაგივრად უკან წავიდა. შოტლანდია ყველაფერს ბევრად უფრო სწრაფად აკეთებდა და ეწყობოდა. Pირველი ხაზის მოთამაშეები დაგვიჩეგრეს და ამიტომაც შერკინება ვეერ მიაწვა. მოკლედ დიდი 10 რაგბის დონით ვეთამაშეთ მაღალი კლასის გუნდს, მარამ რას იზამთ ეს არის სინამდვილე და თვალი უნდა გავუსწოროპთ და ბაქი ბუქის მაგივრად ბევრი მუშაობაა საჭირო და ერთად დგომა, რაც ქართველებს გვიწირს ისტორიულად. არ მინდოდა ასე ნეგატიურად დამეწერა, მაგრამ 81 წლიდან ვთამაშობდი და 2000-ში დავანებე თავი და შეიძლება დიდი რაგბი არ მითამაშია მაგრამ რასაც ის დრო გვაძლევდა ის ვითამაშე და ყველაფერს ვდილობ რომ ვუყურო როდესაც დრო მაქვს. არიან ნიწიერი მონაცემების მოთამაშეები, 18-20 წლიანებში ბევრს დიდი იმედის მომცემი გამოსვლები ჰქონდა მაგრამ სამწუხაროდ დიდებში გადასვლისას ბევრი ვერ ვერ ქაჩავს და იკარგება და ბევრიც ზარმაცდება და ნაადრევად ალბათ ქართულად ჭამა სმას მიჰყოფს ხელს მამაპაპურად ... ეეჰ იმედია გამეიღვიძებენ

• ბაჩი

დიდ გუნდებთან წვალობენ ბიჭები,სხარტი მეგრული სისწრაფე და აზროვნება აკლია ამ გუნდს

• არტ

რეგრესია, ეს აშკარაა. არ არსებობს რაგბის განვითარების მწყობრი გეგმა, არც სტრატეგია. ექვსი ერის ამოჩემება არის სრული სისულელე, საერთოდ დავღუპავთ ყველაფერს, დღეს რომ იქ მიგვიღონ. ამ ანგარიშებიტ რომ წააგებენ ყველა მატჩს საერთოდ დაკარგავს რაგბი მაყურებელს და გულშემატკივარს, რაგბისტები კი სტიმულს. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით წინ და ეს სწორი იყო. გინდა შედეგი? ბევრი ეთამაშე შენზე ცოტათი ძლიერებს და ჯერ იმათთან მოგება ისწავლე, მერე უფრო ძლიერებთან და ასე შემდეგ. რა აზრი აქვს იქ შეეტენო, სადაც ჯერ არაფრის შანსი არ გაქვს. ნუ ზოგჯერ ტოპ გუნდებსაც უნდა შეხვდე რომ შეამოწმო სად ხარ. მაგრამ ძირითადად უნდა ეთამაშო იმათ, ვინც შენზე ძლიერი კია, მაგრამ ვისთანაც მოგების შანსი გაქვს. და კიდევ, სორელმა გვირჩია, თუ გახსოვთ, შვიდკაცა რაგბის განვითარება ხელდახელ მოთამაშე და კომბინაციური რაგბისტების გასაზრდელად, ვინმემ შეიბერტყა ყური? შესაცვლელია რაგბის ხელმძღვანელობა, აშკარაა.

• ტყეშელაანთ გიჟი

წადი სოსო, დაიძინე ბიძიკო! შენ რეალობის აღქმა დაკარგული გაქვს და მარტო ქომაგის ლანძღვა გგონია ნაკრების მხარდაჭერა, ჩვენ კი ნაღდად გული შეგვტკივა, რას დაამსგავსეს რაგბი ათასი ჯურის ფუნქციონერ-ჩინოვნიკ-გაუმაძღარმა მეოცნებეებმა და მათნაირმა ფულის მოყვარულებმა

• ქალის სიმართლე

თამაში მთლიანად გუნდმა ჩააგდო, მაგრამ მე მაინც მაწუხებს ეს ორი კითხვა: 1. მათიაშვილი ნაკრების 15 ნომერი უნდა იყოს? (ან საერთოდ უნდა იყოს თუ არა ნაკრებში)?! 2. მაისაშვილი მზადაა სანაკრებო გამოწვევებისთვის?!

• fani

გუშინ დავწერე ამ საიტზე დაახლოებით ასეთი რამ: "ქართული რაგბის მხურვალე ქომაგი ვარ, მაგრამ ამ და სხვა კარსმომდგარ თამაშებს შიშით ველი. ძალიან ბევრი მიზეზია საიმისოდ რათა პესიმიზმით ვიყო განწყობილი (რაგბის კავშირში არსებული არეულობები, ბევრი ცნობილი ვეტერანის წასვლა ნაკრებიდან, ჩაშლილი გასული პირველობა და ძლივს დაწყებული ახალი ჩემპიონატი, ლეგიონერთა რიცხვის კლება და ფორმაში არყოფნა, პანდემიის ფონზე არსებული პრობლემები და სხვ.). აქედან გამომდინარე, მე პირადად კარგს არაფერს ველი, თანახმა ვიქნები თუკი 20-25 ქულაზე მეტს არ წავაგებთ". დასკვნები თქვენთვის მომინდვია!

• სოსო

ბა,ბა,ბა,ბა!ვკითხულობ კომენტარებს და აიშალა ყვავ-ყორნების ჯარი.იცით რას გეტყვით?თქვენ რაგბი,ან სხვა რომელიმე სპორტის სახეობა და მასში საქართველოს ნაკრები კი არ გიყვართ,არამედ გამარჯვება და შემდეგ ჭყლოპინი.მართლაც ვერასოდეს დავამარცხებთ შოტლანდიას,ან სხვა გრანდებს,როცა აქ პოსტების დამდებთა მსგავსი "გულშემატკივარი"გყავს.არც რამე იცით,არც რამე გესმით,არც გინდათ გაიგოთ,ჩასაფრებულები ხართ და როცა თქვენ სისხლსა და ხორცს უჭირს,დაეხვევით და ცოცხლად ფლეთავთ,გინებით უტრიალებთ ოჯახებს.ვინ ხართ,საიდან მოდიხართ ასეთები,ტვინ გაყინულები და ბოროტები,თანაც ამდენი,ეს ვერ გამიგია.ვიცი ,რომ ბევრს არ გესმით რაგბი და მხოლოდ იმის გამო დაიწყეთ მისი გულშემატკივრობა,რომ ხშირად იმარჯვებდა,მაგრამ დრო გადის და მაინც ვერაფერი გაუგეთ ამ სპორტს,წადით რა!შეეშვით სპორტის ამ სახეობას,ნუ უყურებთ,ნუ შემოდიხართ მის განხილვაზე.თქვენისთანა გულშემატკივრის ყოლას,სულ არ ჰყავდეს ის სჯობია.ფეხბურთშიც და აქაც ასეა,წააგებს გუნდი და გამოიშლება ერთი და იგივე სახელები,ყველას და ყველაფრის გაბიაბრუებით,გინებით,მიწასთან გასწორებით...აშკარად ჩანს,რომ ვიღაცის,თავისიანის,ან მოწინააღმდეგის გინებით იღებთ სიამოვნებას.რა ძნელი მისახვედრი იყო,რომ ძალიან გაგვიჭირდებოდა სკოტებთან თამაში?ჯერ ისედაც ჩვენზე ძლიერები არიან და ამ,სანახევროდ განახლებულ ნაკრებს რომ კიდევ უფრო გაუჭირდებოდა,ძნელი მისახვედრი იყო?ჩვენი ნაკრების უკანა ხაზი,ყოველთვის ჩამორჩება შერკინებას,რადგან უკანახაზელების უმრავლესობა,საქართველოს სუსტ ჩემპიონატში თამაშობს.ამას კი ისიც დაემატა,რომთებერვალში შეწყდა და მას შემდეგ საქართველოში მოთამაშეებს,ოფიციალური თამაში,ნათამაშები არ ჰქონდათ.ვარჯიში,ვერასოდეს შეცვლის ნამდვილ თამაშს და ეს უთამაშებლობა,აშკარად ჩანდა ჩვენ თამაშში.ძალიან დიდი შესვენება გამოვიდა.ახლა რუსეთთან თამაშიც გამოირიცხა და 8 ერსაც ასე უპრაქტიკოდ ვხვდებით.იქნებ ბოლო თამაშისათვის მაინც ავკრიფოთ ფორმა.ჩემი აზრით კაჭარავამაც ძალიან ცუდ დროს მოიწადინა პოლიტიკაში წასვლა.ის ხომ საკვანძი ფიგურა იყო ჩვენ ნაკრებში და თან წასვლას არც აპირებდა.კარგი მორაგბე დავკარგეთ და საწყისი წერტილიდანვე,ცუდი პოლიტიკოსი მივიღეთ.პოლიტიკოსისათვის,მთავარ დროის შეგრძნებაა.მან კი ძალიან ცუდი დრო შეარჩია წასასვლელად.იმედი მაქვს,პარლამენტში ვერ მოხვდება.ჩვენ ნაკრებს მოვუწოდებდით,დაბლიდან მაღლა ნუ დაუწყებთ მეტოქეს ყურებას და თქვენი თამაში ითამაშეთო.სამწუხაროდ ფეხების კანკალით გავიდნენ ზოგიერთები და თან ჩვენი თამაში კი არა,საერთოდ ვერ ვითამაშეთ რაგბი.სათამაშო დისციპლინა,ჩვენი აქილევსის ქუსლი გახდა და 2018 წლიდან მოყოლებული,ვერც ახალ სტილს ვითვისებთ და ვეღარც ძველს ვინარჩუნებთ.უცხოელი მწვრთნელები ალბათ ჩვენებზე კვალიფიციურები არიან,მაგრამ ფაქტია,რომ მათ ხელში ჩვენი შერკინება და მოლი,უკვე აღარაფრად ვარგა,ვერც ახალს ასწავლიან რამეს და რაშიც მაგრები ვიყავით,ისიც დაგვიკარგეს,ან კიდევ პირიქით,ჩვენგან ისწავლეს და თავისიანები გააძლიერეს.ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა იმანაც,რომ ადრე ევროპის ჩემპიონატში,ასაკობრივ ნაკრებებში,ჩვენთან ერთდ,6 ერის გუნდებიც თამაშობდნენ,აქ მიღებულ გამოცდილებას კი ჩვენი ხალგაზრდები მსოფლიოს ასაკობეივ ჩემპიონატებში წარმატებით იყენებდნენ და სწრაფად პროგრესირებდნენ.ბოლო წლებია,6 ერმა,ეს გზა გადაგვიკეტა,რადგან უარი თქვეს აქ თამაშზე.ეს უკვე შეგვეტყო ჯერ 20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე,ახლკა დიდ ნაკრებზე და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო აშლარად გამოჩნდება მისი უარყოფითი შედეგები.გახსოვთ როგორ თამაშობდა მათიაშვილი 20 წლამდელთა ნაკრებში,შემდეგ კი,უკვე როგორი დებიუტი ჰქონდა დიდ ნაკრებში?ბრწყინვალე,მაგრამ არავინ წაიყვანა ევროპაში სათამაშოდ და ახლა აქ,საქართველოს ჩემპიონატში იფერფლება მისი ტალანტი.მსოფლიოს თასის წინა პერიოდში ტრავმაც მიიღო და მას შემდეგ ვერაფრით აღიდგინა ვერც ფიზიკური და უფრო საგრძნობლად კი,ფსიქოლოგიური მდგომარეობა.ლანდიღაა ძველი მათიაშვილის.ფრანჩიზი გვჭირდება აუცილებლად,სხვა გზა არ ჩანს და ეს ამ თამაშშიც გამოჩნდა.სხვანაირად ჩავიძირებით.აქ ზოგიერთები წერენ,ამათთან თამაშს,დაბალ ლიგებში თამაში და გამარჯვება მირჩევნიაო.სწორედ დაბალ ლიგაში დიდხანს დარჩენამ გაოიწვია ჩვენი რეგრესი და კიდევ უარესი გველის,რაღაცა თუ არ შევცვალეთ.რადგან გაჩერება უკან სვლას ნიშნავს,ჩვენ კი ევროპა ლიგაზე ვერაფერს ვსწავლობდით,მხოლოდ სხვებს ვასწავლიდით და მიზნის გარეშე,უკუსვლა გარდაუვალია.მალე იქაც სხვები მოგვიგებენ,მოტივაციის ხარჯზე,თუ არაფერი შეიცვალა.ძალიან მძიმეა ეს მარცხი,ინგლისთან კიდევ უფრო გაგვიჭირდება,მაგრამ სულით არ უნდა დავეცეთ,გზადაგზა ფორმასაც და სათამაშო პრაქტიკასაც ავკრეფთ და თუ კარგად ვიმუშავებთ,გავაანალიზებთ და სულის სიმტკიცეს არ დავკარგავთ,8 ერის ბოლო მატჩებისთვის უკვე იქაურ სისწრაფეებსაც შევეგუებით და შესაძლოა ბოლო თამაშში მოგებაც შევძლოთ.უძლიერეს მეტოქეებთან თამაშის შემდეგ,მათთან თამაში ჩვენთვის გაცილებით უფრო ადვილი იქნება.მთავარია სულით არ დავეცეთ და ეს მიზანი გვახსოვდეს.ბოლო თამაში.დანარჩენი კი,მისთვის მომზადებაა.იქ,ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ.

• სააკაძე

რაგბი ჩვენი თამაშია

• qomagi

am ragbze ras iklavs eg xalxi tavs ver gavige, vitom ragbistebis gundi gvkavs,xalxs martla rom goniat, rom amat ragbis tamashi sheuzliat,vai sirzxvilo)))

• გიგა

ეგ კი მართალი ხარ, წავაგეთ მაღალ კლასთან, მარა შერკინებაში და მოლში ვერასდროს გვჯობდნენ ასე შოტლანდიაზე ძლიერი გუნდები, და ესაა გულის სატკენი,

• სიმართლე

როგორ გგონია, 2-3 წლის წინ/ჰეიგის დროს შოტლანდიასთან და მისნაირ გრანდებთან ასე უიმედოდ ვაგებდით? შერკინებაში ასე გვათრევდნენ?

• კახა

რა გჭირთ ხალხო ესაა თქვენი მხარდაჭერა!? მთავარი აქ სხვა რამეა მაისაშვილმა და ნებისმიერმა ვინც უნდა მოვიდეს ამ ეტაპზე კარგად უნდა გააცნობიეროს რომ ჩვენი გუნდი ვერ გაუწევს კონკურენციას თუ აყვება 6 ერის გუნდებს და შეეცდება ხელდახელ და სწრაფი რაგბის თამაშს,ჩვენ ძირითადად უნდა ვეომოთ ვეჯაჯგუროთ პირველი რიგში აქცენტი სულ შერკინებაზე უნდა გვქონდეს რაც შეიძლება ქანცი გავაძროთ,არაფერია დასაძრიხი თუ ჯაჯგურს და ჩხუბჩხუბით(სწორი გაგებით) დავღლით, მაგათ სირბილში ვინ დაეწევა ცხენებით დაშლიგინებენ, მაგათ სხვა მომზადება აქვს გავლილი ბავშვობიდან სხვანაირად ამზადებენ ჩვენთან შეხედავენ ცალი ჯანიანი და მორჩა იქ კიდე პირველი რიგში სწრაფია ჯანს ვარჯიშით და სწორი მომზადებით გამოიმუშავებენ კიდე ერთხელ მთავარი ა შერკინება მიწოლა დავამუშაოთ მაქსიმალურად სულ მთელი თამაშები მზად უნდა ვიყოთ რომ ვეჭიდაოთ ვეომოთ შევისწავლოთ მაგათი სუსტი მხარეები სად უნდა მივაწვეთ მაქსიმალურად რომ დაიღალნონ მუხლი გვექნება ზედმეტი მოლოდინები მე რაგბი მიტომ შემიყვარდა და ჩვენ ბიჭებსაც მაგიტომ ვაფასებ რომ თავისუფალი არ ზოგავენ და ბოლომდე იხარჯებიან ნელნელა კლასიც ამაღლდება პ.ს. ვიძახდი ნატურალიზებას და ვერავის გავაგონე როგორ წაგვადგებოდა ფლანგებზე კარგი მორბენალი ფიჯელი...

• გიორგი-ბათუმი 97

არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა,ჩვენმა ნაკრებმა მასზე კლასით და გამოცდილებით მაღლა მყოფ ნაკრებთან წააგო...აი როგორც პორტუგალია-რუსეთი აგებს ჩვენთან ისე. არაუშავს გამოცდილებას მივიღებთ ამ ტურნირით,წარმატებები ბორჯღალოსნებს.

• იასონ კვირკველია

აბა ულააა!

• nikolozi

გაგიჭირდებოდათ ვაჯკაცებო... აბა დალევაში და მოწევაში შეაჯიბრონ ბადალი არეყოლებათ რაგბი ძალიან დაბალ დონეზეეა საქართველოში

• buxrika

ყველაზე დიდი ღადაობა ისაა რო მათიაშვილი ითვლებოდა ნაკრების ამომავალ ვარსკვლავად

• qari

ჩემი მოსაზრება: საქარტველოს ნაკრების ადგილი პარაშასტანაა...თუმცა. არ ინაღვლოთ,ერთმა ქარტველმა ტერორისტმა, უქნა მთელ საქარტველოს სახემწიფოს, თავისი არაფორმალური და ფორმალური მმარტველებით და თხუთმეტი შოტლანდიელი რას გვიზავდა....

• ადოლფი

Georgian rugby kaput

• ბანდა

პატარა ჩაიკუკეს ბიჭებმა. რით ვერ შეეგუეთ რომ ბანდაა ჩვენი ნაკრები რაგბიშიც და ფეხბურთშიც. მორაგბეები კი არა მუზიკანტები არიან. რა გჭირთ ხალხო. რეალობას თვალებში ჩახედეთ და უადგილი ამბიციებს მოეშვით.

• გულშემატკივარი

მათიაშვილს მორაგბე რატომ ჰქვია???ან მაისაშვილს მთავარ მწვრთნელად რა უნდა? მგონი სპეციალურად გვაფარჩაკებენ ქართველებს ყველაფერში რო საერთოდ გავქრეთ! მსურველი კი ბევრი ჰყავს ჩვენი სისხლით მორწყულ მიწა-წყალს.... სვანიძემ ყველაფერი გააკეთა!

• შოთა

დიდი რეგრესი ქართულ რაგბში... გასაგებია ძნელია დიდ გუნდებთან თამაში და გამოცდილებაც გვაკლია მაგრამ ბოლო თამაშების შემყურე ძაან უიმედოდ ვარ, ხელით თამაში კი არა მიწოლაშიც ვეღარ ვვარგივართ უკვე

• მოქალაქე

მილტონ ჰეიგის დროს, ყველაზე ცუდ ფორმაში მყოფი საქართველოს ნაკრებიც, ესე არ ითამაშბდა. კაცმა რა ნაკრები დატოვა და რას დაემსგავსა. რამე მოიფიქრეთ, არ გაუშვათ ესეთი ნაკრები 6 ერზე. კატასტროფაა. გუნდი გუნდს არ გავს. პ.ს. ბოლოს, მათიაშვილი ოქროს თილისმად მაგრად შეინახეთ ნაკრებში, მაგას ბებერი მეკო სჯობია.

• კოტე

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მირჩევნია, რომ ჩვენი დონის გუნდებს მოვუგოთ, ვიდრე ამ ვეშაპებმა გადაგვიარონ. ესეც არ მესმის, რატომ არ გავიზრდებით, ვეშაპებს რომ არ ვეთმაშოთ. ნებისმიერ სპორტში ძლიერდები მაშინ, როცა იბრძვი შენს თანატოლებთან. დიდებს რომ ეთამაშები და სისტემატიურად ნადგურდები, ხალისსაც კარგავ, გელშემატკივრებსაც, და ზრდის საშუალებასაც.

• გიგა

ამ ქვეყანაში ყველაფერში რეგრესია, ახალი სისხლი და საქმის მკეთებელი ხალხია მოსასვლელი ქვეყნის სათავეში. ესეთი შედეგი მოაქვს პერესტრელკეს ფედერაციაში და განუკითხაობას ქვეყანაში.

• შალვა ჯიღაური

კითხვა მაქვს ნაკრების მესაჭესთან: რა უნდა სოსო მათიაშვილს ნაკრებში? ამ პიროვნებამ ჩააგდო ყველა მნიშვნელოვანი თამაში- მთავარი თამაშები იაპონიაში, დღეს კი, არანაკლები - შოტლანდიასთან.

• გიგა

ოცნების ზონდერობას მიაწექით, მინდორზე არაფერი გამოგდით და იქ კიდე მერე შეიძლება პარლამენტში მოხვდეთ.

• Beeq.777

ეს იეთი თამაში იყო მალე რომ უნდა დაივიყო)) ეს ხუმრობით და ისე ყველაფერი გამოსასწორებელი გვაქვს. სოსო ძაან სუსტი იყო თუმცა ძლიერადაც არავინ გამოიყურებოდა რავიციი. მოკლედ ბევრი მონდომება და შრომაა საჭირო რომ 8 ერში ასე არვითამაშოთ. წარმატებები უკეთესია მოლოდინში....

• ალიკა

მიგვიჩინეს ჩვენი ადგილი,სრული უსუსურობა,არანაირი ექვსი ერი და ასეთები მორჩით ზღაპრებს,დილეტანტებივით იდგნენ

• Nukri

Ra unda vtgva, magrad chamoovrchebit pirveli eshelonebis gundebs

სოსო მათიაშვილთან დიდი მოკრძალებით - არ არის ეს ბიჭი ნაკრების დონე უკვე 2 წელზე მეტია და იმ ლელოსაც ხაზს უსვამს ზღაპრულ ნახტომში რომ დადო სადებიუტო თამაშში. ასეთი ფულბექით ინგლისი წააგებს ყველა მატჩს 6 ერში არათუ ჩვენსავით მეორე ნომრად მოთამაშე გუნდი.

• მაისაშვილი სახლში

მაისაშვილო წადი სოფელში ბაღი დაამუშავე!!! მათიაშვილზე უკეთესი კაცი დიდ 10ში თუ არ გვყავს დავყუპულვართ და ეგ არის ძალა ამას არ აქვს სისწრაფე ამას არ აქვს ჰაერში ბურთის ეშინია რისთვის გყავთ გუნდში? იმენა გაგვაფარჩაკეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ჩვენი ადგილი იქ არის სადაც ვართ 6 ერი არა ის! ჭკვიანი ხალხია ევროპელები არ ვართ მზად და ამიტომაც არ გვიშვებენ! უკან მიდის ჩვენი რაგბი დიდი რეგრესია

• buxrika

სამწუხაროდ ფსკერია.თუ 8 ერის ახალ ტურნირზე ას ითამაშესს ეგრევე გამოგვაგდებენ.არც შერკინება არაფერი საერთოდ.ძაან ცუდი სიტუაციაა დღეს ქართულ რაგბში

• ბათუმის ფანი

რაგბი სქოთების თამაში ყოფილა...

• სამართალი

ექვსი ერი არა ექვსი მძ@ნერი

"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ

"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა

კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა

18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო

დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის

"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

კეინის დუბლი - 1/4-ფინალში "ბაიერნი" პსჟ-ს დაუპირისპირდება [VIDEO]

გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

[VIDEO] საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა

[VIDEO] "კვარას" პსჟ-მ "ინტერ მაიამი" გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერ მაიამის" 4:0 ამარცხებს

"ინტერ მაიამისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"ლიონი" მიქაუტაძეს ამ თანხაზე ნაკლებად ვერ შეელევა - გიორგის შეძენის სურვილი კიდევ სამმა კლუბმა გამოთქვა

"ცუდია, რომ ნიკო იქ მიდის, სადაც არ დააფასებენ, "ბარსელონა" შორს არის იმ ღირებულებებისგან, რომელსაც ოდესღაც წარმოადგენდა" - "ატლეტიკის" ყოფილი პრეზიდენტი

"მიყვარხართ, ჩემო ქართველებო, თქვენთვის მოვკვდები" - ლაშა ბექაურის ემოციური პოსტი

"შემდეგ მეტოქედ პიმბლეტი მსურს, ესპანეთში მისი დანოკაუტება მართლა ძალიან მინდა" - რა თქვა თოფურიამ გამარჯვების შემდეგ?

სოლიდური ციფრებია - ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა თოფურიამ ოლივეირას დამარცხებით

"მაგ პატარა ბო*ს თავის ადგილს მივუჩენ" - პიმბლეტის ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

"ვინ ჯანდაბამ უთხრა, რომ ოქტაგონზე ასულიყო? თოფურიას ცოლ-შვილიც იქ იმყოფებოდა" - UFC-ის პრეზიდენტი პიმბლეტის საქციელმა გააბრაზა

"ილიას გავთიშავ და ეს თავადაც იცის, ამიტომ გაექცა ჩემთან ბრძოლას" - არმან ცარუკიანი

კვარაცხელიას მესისთან დაპირისპირების დღე!

"დიდი მატჩი და გამოცდა "მარიფილდზე", რათა ვნახოთ, სად ვართ" - მაისაშვილის და შარიქაძის კომენტარები

რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო

მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]

"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა

"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ამარცხებს

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ამარცხებს

ჩინებული პირველი და ჩაგდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან დამარცხდა

რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია

შოტლანდიელთა მწვრთნელი: საქართველოსთან ჩვენმა მოლმა და შერკინებამაც სერიოზულ გამოწვევას გაუძლო

საქართველო შოტლანდიას მეორედ უმასპინძლებს

"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"