"ბორჯღალოსნები" შოტლანდიასთან 7:48 დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "მარიფილდზე" ტესტ-მატჩში შოტლანდიასთან 7:48 დამარცხდა.

მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, ლელოთი და გარდასახვით დებიუტშივე შეძლეს დაწინაურება, შემდეგ კიდევ ორი ლელო გაიტანეს, ორი გარდასახვა გააცუდეს და პირველი ტაიმი 17:0 მოიგეს. გაწითლებული დროში შოტლანდიელებს ვიდეორეფერიმ ლელო გაუუქმა."ბორჯღალოსნები" ბურთს ვერ იჩერებდნენ და იერიშების მიტანას ვერ ახერხებდნენ.

შესვენების შემდეგ აკაკი ტაბუცაძემ ლელო დადო (ეს მესამე შეხვედრაში მისი მეექვსე ლელოა), გარდასახვა თედო აბჟანდაძემ გამოიყენა, თუმცა შემდეგ მასპინძლები ისევ დაეუფლნენ ინიციატივას და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

გუნდებს შორის კლასში სხვაობა უზარმაზარი გახლდათ, საქართველოს ნაკრებს თამაშში უამრავი
წუნი ჰონდა და შეხვედრაც ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს 14 ნოემბერს, რვა ერზე ინგლისთან გამართავს.

საქართველო

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლექსო ყაულაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. გიორგი კვესელაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

1 ლელო: ტაბუცაძე

1 გარდასახვა: აბჟანდაძე

1 სინბინი: აფრასიძე

მკითხველის კომენტარები / 73 /
მაისაშვილო წადი სოფელში ბაღი დაამუშავე!!! მათიაშვილზე უკეთესი კაცი დიდ 10ში თუ არ გვყავს დავყუპულვართ და ეგ არის ძალა ამას არ აქვს სისწრაფე ამას არ აქვს ჰაერში ბურთის ეშინია რისთვის გყავთ გუნდში? იმენა გაგვაფარჩაკეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ჩვენი ადგილი იქ არის სადაც ვართ 6 ერი არა ის! ჭკვიანი ხალხია ევროპელები არ ვართ მზად და ამიტომაც არ გვიშვებენ! უკან მიდის ჩვენი რაგბი დიდი რეგრესია
მაისაშვილი სახლში
00:43 24-10-2020
4
რეგრესია, ეს აშკარაა. არ არსებობს რაგბის განვითარების მწყობრი გეგმა, არც სტრატეგია. ექვსი ერის ამოჩემება არის სრული სისულელე, საერთოდ დავღუპავთ ყველაფერს, დღეს რომ იქ მიგვიღონ. ამ ანგარიშებიტ რომ წააგებენ ყველა მატჩს საერთოდ დაკარგავს რაგბი მაყურებელს და გულშემატკივარს, რაგბისტები კი სტიმულს. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით წინ და ეს სწორი იყო. გინდა შედეგი? ბევრი ეთამაშე შენზე ცოტათი ძლიერებს და ჯერ იმათთან მოგება ისწავლე, მერე უფრო ძლიერებთან და ასე შემდეგ. რა აზრი აქვს იქ შეეტენო, სადაც ჯერ არაფრის შანსი არ გაქვს. ნუ ზოგჯერ ტოპ გუნდებსაც უნდა შეხვდე რომ შეამოწმო სად ხარ. მაგრამ ძირითადად უნდა ეთამაშო იმათ, ვინც შენზე ძლიერი კია, მაგრამ ვისთანაც მოგების შანსი გაქვს. და კიდევ, სორელმა გვირჩია, თუ გახსოვთ, შვიდკაცა რაგბის განვითარება ხელდახელ მოთამაშე და კომბინაციური რაგბისტების გასაზრდელად, ვინმემ შეიბერტყა ყური? შესაცვლელია რაგბის ხელმძღვანელობა, აშკარაა.
არტ
03:33 24-10-2020
8

სიახლეები პოპულარული