მაისაშვილი: ამდენ შეცდომას არ ველოდით - უკეთ ვითამაშებთ

AutoSharing Option
შოტლანდიასთან წაგებული ტესტ-მატჩის (7:48) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა:

"რა თქმა უნდა კმაყოფილები ვერ ვიქნებით. დიდი ხანია არ გვითამაშია და ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. ამდენს არ ველოდით. დებიუტშივე დავუშვით შეცდომები, რომლებმაც თამაშის მართვის სადავეები ხელიდან გამოგვაცალა. მეორე ტაიმის დასაწყისში, მცირე ხნით შევძელით ის, რომ თამაში ჩვენი კარნახით წასულიყო, თუმცა ეს ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა. ბევრჯერ დავჯარიმდით, ბურთს და ტერიტორიას თითქმის ვერ ვაკონტროლებდით და ეს ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა.

მეტოქე აშკარად დომინირებდა მოლში, რასაც ორი მიზეზი აქვს.
მოსამზადებელ ეტაპზე სრული შემადგენლობით სულ ორჯერ ვივარჯიშეთ და ამ კომპონენტს სათანადო ყურადღება ვერ დავუთმეთ. გარდა ამისა, შემადგენლობაში ცვლილებებია, ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, განსაკუთრებით მეორე ხაზში და ამ ეტაპზე ეს მოსალოდნელი იყო. მიუხედავად ამისა, არ ვთვლი, რომ მოლი ჩვენი სუსტი მხარეა. სამუშაო ნამდვილად გვაქვს და მიმაჩნია, რომ მომავალ მატჩებში ბევრად უკეთ ვითამაშებთ.

ასეთი თამაშები კარგია, რათა დავინახოთ სხვაობა რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და უმაღლესი დონის გუნდებს შორის".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 33 /
რაგბის დიდი სპეციალისტი არ ვარ მაგრამ ასე მომეჩვენა რომ ისე წარმატება და წინსვლა რაც გვქონდა გაქრა თითქოს სადღაც, წინ კი არა უკან წავედით. რაგბისტებს დეპუტატობა რომ უნდათ და არა მწვრთნელობა ან რაგბის კავშირში მუშაობა ეგეც ძალიან არ მომწონს, ახალგაზრდა თაობები აღზარდეთ ან ახალგაზრდა თაობების აღზრდის პროცესის დახვეწაზე იმუშავეთ, რა პარლამნენტი და მაჟორიტარი თუ ძმა ხარ !!!!
Solo
12:31 24-10-2020
1
არავინ არ ითხოვს ჩადი ეხლა შოტლანდიაში და მოიგეო!!! პროგრესი კიარა რეგრესი დაიწყო და დავადექით რუმინეთის გზას!!! რისი ბრალია? უვარგისი მართველობის, მოშლილია ფედერაცია ყველა აქსპექტში!!! დაიყო ორ კლანად ერთი მეორეს აბრალებს კორუფციას, ისე ჩაეფლენს წუმპეში უკვე იარაღს ესვრიან ერთმანეთს!!!! ეგ რაგბის ოჯახი კიარა ცხვრის ფარავს გავს გარშემორტყმული მგლებით, სადაც ყველა ცდილობს რაცშეიძლება მეტი ცხვარი მოიპაროს!!!! ბოლო 5 წელია არც შერკინებაში ვარგივართ, არც მოლში და აუტის მოწოდება ხო საერთოდ ცალკე თემაა!!! ასე თუ გაგრძელდა მსოფლიოიზე 1 თანაშსაც ვერ მოვიგებთ აი აგერ მე და აგერ თქვენ!!! გვერდიგვერდ რომ დაუდგეს შოტლანდიას ჩვენი ბიჭები გინდ სიმაღლეში გინდ ჯანში არ ჩამოუვარდებიან მაგრამ თამასში რას ვხედავთ? ფაქტს!! ფაქტი კი ის არის გვჩაგრავენ ყველა ასპექტში და კომპონენტში! რაქში გადაყრაზე არ მირბიან, ერთი თუ მოწყდა მიმყოლი არავინ არის,ბურთს რომ მიიღებს კაცი მერე კიარუნდა გაიქცეს არამედ დინამიკაში უნდა ირებდეს ბურთს და ისე ეჯახებოდეს მოწინააღმდეგეს.დღეს ეს სამი მნიშვნელოვანი კომპონენტი რაგბში ქმნის ამინდს!!!! მოგვყავს 3 თვით ხან ხაზის მწვრთნელი, ხან შერკინების ხან ფიზიოს და ფაქტი რა არის? მათი მოსვლის მერე ყველაფერი უკანუკან მიდის. არაპროფესიონალები არიანთქო იმას კიარვიძახი უბრალოდ 3 თვეში ან 6 თვეში ვერცერთი მწვრთნელი ვერაფერს იზამს. რა გახდა ამის დედავატირე 10 კაცი შეირჩეს მწვრთნელი რომელსაც დავაფინანსებთ და მივავლინოთ სადმე ტოპ კლუბებში თანაშემწეებად სადაც დააგროვებენ გამოცდილებას ყველაფერში.შემდეგ ჩამოვლენ და თავის განათლებას გადასცემენ იმ ბავშვების მწვრთნელებს რომლებიც ავარჯიშებენ ეხლა მოზარდებს! ეხლა მოგმართავთ ფედერაციას!!!! რაგბი ყოველთვის იყო ღირსეული და თვალსაჩინო სპორტი საქართველოში, მაშინაც კი როცა ასეთი პოპულარული არ იყო!!! კეთილი ინებეთ გააგრძელეთ ის ღირსეული გზა თუარადა წაბრძანდით მაქედან!!! თქვენი ოჯახი არარის ეგ თქვენ ჯკუაზე რომ იფაროთ საბანი!!!! ხალხის და ქვეყნის ფული მოდის თქვენს ბიუჯეტში და ამაზე პასუხის გრძნობა უნდა გქონდეთ!!! ხოლო ვინც პარლამენტში შეხვედით კეთილი ინებეთ და ბრძანდებოდეთ თქვენს ადგილას ჩამოშორდით რაგბს სანამ პოლიტიკაშიხ ხართ!!! იმიტომ რომ არც ჭიდაობის ფედერაციაში,არც ფეხბურთის ფედერაციაში,არც რაგბში და კიდევ რამოდენიმე სპორტის სახეობაში თქვენმა სინთეზმა არ გაამართლა!!!! ორ საქმეს კიარა 1 ვერ აკეთებთ ნორმალურად!!
ლერი
13:38 24-10-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული