ედინბურგიდან შინ დაბრუნებული "ბორჯღალოსნები" დიდი 10-ის მე-4 ტურში თავთავიანთი კლუბების შემადგენლობაში ითამაშებენ, რის შემდეგაც „შევარდენზე“ შეიკრიბებიან და კოვიდ-ტესტირების შემდეგ ინგლისში გაემგზავრებიან.

"ბორჯღალოსნებს", 14 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, „შემოდგომის ერთა თასი“ ელით, სადაც „ა“ ჯგუფში ინგლისის (14 ნოემბერს), უელსის (21 ნოემბერს) და ირლანდიის (29 ნოემბერს) ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებენ, 5 დეკემბერს კი, „ბ“ ჯგუფის ერთ-ერთ გუნდს (საფრანგეთი, შოტლანდია, იტალია, ფიჯი) ერკინებიან.

23 ოქტომბერს, 8-თვიანი უთამაშებლობის შემდეგ, საქართველოს ნაკრები „მარიფილდზე“ შოტლანდიას ეწვია (7:48). შედეგით და თამაშის ხარისხით უკმაყოფილოა მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, თუმცა ის ამბობს, რომ რიგი მიზეზების გამო მისთვის შეცდომები მოსალოდნელი იყო:

„გუნდის წევრების 95% 8 თვის უთამაშებელი იყო, დანარჩენ 5%-ში მყოფებს კი 200 წუთზე ნაკლები ჰქონდათ ნათამაშები. იმისათვის, რომ მორაგბე სრულფასოვნად ჩაერთოს მაღალი დონის თამაშში, მოედანზე მინიმუმ 500 წუთი უნდა ჰქონდეს გატარებული. ამ დროს შოტლანდიელებს საკუთარ ჩემპიონატში ხუთი ტური აქვთ ჩატარებული, 3-4 წელია შემადგენლობის 90% უცვლელია, შეთამაშების პრობლემა არ აქვთ და ჩვენი შეცდომები მოსალოდნელი იყო. თუმცა, უფრო მეტს ველოდი მორაგბეებისგან და ამაზე აუცილებლად გვექნება მათთან საუბარი“.

„ანგარიში შეიძლებოდა სხვაგვარი ყოფილიყო, მაგრამ დასკვნით 10 წუთში კაცნაკლულები დავრჩით და სამი ლელო მივიღეთ. არ გამოგვივიდა დომინაცია შეტევაში. დავთმეთ ბურთი და მოედანი. მთლიანობაში, ეს ლოგიკური შედეგი იყო“.

ახალი გუნდი

ბოლო წლებში საქართველოს ნაკრები რამდენიმე ვეტერანმა მორაგბემ დატოვა და მათი ადგილი იმ ახალგაზრდებმა დაიკავეს, რომელთაც "უმცროსი ბორჯღალოსნების" რიგებში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე უთამაშიათ. მაისაშვილის თქმით, დაწყებულია ახალი გუნდის შენება და დროა საჭირო, რათა ამ ახალგაზრდებმა საჭირო გამოცდილება შეიძინონ:

„ჩვენ, ფაქტობრივად, ახალ გუნდს ვაშენებთ, რომელიც ამ შემოდგომაზე, თამაშიდან თამაშამდე გაიზრდება და ბოლო მატჩში იქნება თვისობრივად გაცილებით ძლიერი გუნდი. საკითხის დაყენება, თითქოს მოგვეცა შანსი და უნდა დავამტკიცოთ, რომ ვიმსახურებთ ექვს ერში შესვლას, არასწორია. ამისათვის იტალიის მაგალითი კმარა, რომელიც 20 წელია ექვს ერშია, ვიცით რა შედეგები აქვს, მაგრამ ტურნირიდან არავინ უშვებს. ჩვენ არ ვედრებით იტალიას. 80 ქულით გამარჯვებებს სწორედ ასეთი შეხვედრები გვირჩევნია, რათა გავიზარდოთ და წინ წავიდეთ“.

„შოტლანდიასთან ვერ ვითამაშეთ მოლით, რასაც ორი ძირითადი მიზეზი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში ადრე ჩავედით, მოლში სულ ორი ვარჯიში გვქონდა და აქედან ერთი უკონტაქტო, რადგან ტრავმებისა და დაგვიანებით ჩამოსვლის გამო მეტის საშუალება არ მოგვეცა. გარდა ამისა, ნაკრებიდან წავიდნენ ის გამოცდილი ლიდერები, რომლებიც მეორე ხაზში თამაშობდნენ და ახალ ბიჭებს ამ ტვირთის აღება უწევთ. მე მთელი გუნდისგან მეტ წინააღმდეგობას ველოდი, თუმცა, ყველა წინაპირობის გათვალისწინებით, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ“.

„ახლა გუნდის ბირთვს წარმოადგენენ ის ბიჭები, რომელთაც 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის დიდი სკოლა გამოიარეს, მაგრამ ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრების სპეციფიკა განსხვავებულია. მათ კუნთის მასა და მორფოლოგია არ უწყობთ ხელს, რომ დომინანტები იყვნენ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, სად და როგორ აგრძელებენ ისინი განვითარებას 20-წლამდელთა ნაკრების შემდეგ. შედარებისთვის: თედო აბჟანდაძე "ბრივში" გადავიდა და რამდენიმე თამაში ჩაატარა, მაშინ, როდესაც ნტამაკს საკლუბო დონეზეც ყოველ კვირა უწევს მაღალი დონის შეხვედრის ჩატარება“.

სათამაშო პრაქტიკის მისაღებად

შოტლანდიაში გამგზავრებამდე, საქართველოში მყოფი "ბორჯღალოსნები" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ქართულ კლუბებთან გეგმავდნენ საკონტროლო მატჩების გამართვას, მაგრამ კოვიდ-პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო "ბორჯღალოსნებმა" ამ გეგმის განხორციელება ვერ მოახერხეს. შედეგად, ხანგრძლივი უთამაშებლობის შემდეგ ძლიერ მეტოქესთან გამკლავება გაგვიჭირდა.

პანდემიამ ნაკრებს დამატებითი პრობლემა ცოტა ხნის წინაც შეუქმნა, როდესაც რუსეთთან თამაში გადაიდო და "ბორჯღალოსნებს" კიდევ ერთხელ მოუწიათ გეგმების შეცვლა:

„რადგან პირველ ნოემბერს რუსეთთან გასამართი მატჩი გადაიდო, გვსურდა, რომ დიდი 10-ის მე-4 ტური ერთი კვირით გადმოწეულიყო და ნაკრების მორაგბეებს სათამაშო პრაქტიკა ჰქონოდათ. ჩემთვის გაუგებარი მიზეზის გამო კლუბებისგან ამაზე უარი მივიღეთ. შედეგად, ამ კვირაში მხოლოდ ის მორაგბეები ითამაშებენ, რომელთა გუნდებსაც გადადებული შეხვედრები აქვთ. მოგვიწევს კიდევ ერთი ტური მოვიცადოთ და ამის შემდეგ შევალთ შეკრებაზე, ჩავიტარებთ ტესტებს და თუ ყველაფერი კარგად იქნება, გავემგზავრებით ინგლისში“.

„ჯერ არ ვიცით, რა რეგულაციები დაგვხვდება ადგილზე. ინგლისის ნაკრები შოტლანდიაზე გაცილებით ძლიერი გუნდია, თუმცა ჩვენ უკეთესი თამაშის მოლოდინი გვაქვს“.

ჯერჯერობით უცნობია, რა ცვლილებები მოხდება შემადგენლობაში. ეს დამოკიდებულია კანდიდატების ჯანმრთელობის მდგომარეობასა და რეაბილიტაციის პროცესებზე. მიმდინარეობს მოლაპარაკება "ბაიონთან" კოტე მიქაუტაძესთან დაკავშირებით. დიდი ალბათობით, ის „შემოდგომის ერთა თასზე“ მინიმუმ სამ თამაშს ჩაატარებს.

rugby.ge

სოსო
ლევან,შერკინების ბიჭები,ყვველაზე გვიან შეუერთდნენ ნაკრებს და მოლში,ან შერკინებაში ვის უნდა ევარჯიშა?მისი დალაგება და სინქრონულობის მიღწევა,თანაც შენზე გაცილებით ძლიერი,უკეთეს ფორმაში მყოფი და შეთამაშებული მეტოქის წინააღმდეგ(ისინი ხომ სულ ორ გუნდში თამაშობენ,თან ყოველ კვირა და იდეალურად არიან შეთამაშებულნი),ასე ადვილი გგონია?
მერაბი
შეუთამაშებლობა უნდა გაეთვალისწინებინათ, სად იყო ფედერაცია? შერკინება და მოლი ტრადიციულად ჩვენი კოზირი იყო, ესეც დავკარგეთ. გულის ტკივილით ავღნიშნავ. არ დავკარგოთ შანსი და ვაჩვენოთ მაქსიმუმი 6 ერში. როდის გვეღირსება კიდევ!
გიორგის
არაფერი ახალი დამნახავი უკვე დაინახავდა
ლევანი
გასაგებია ვერ გვექნებოდა შეტამაშება, ფიზმომზადება, ტაქტიკურ-ტენიკური გამართული თამაში, მაგრამ - შერკინება და მოლი რას გავდა? რამდენჯერაც წამოიღეს ბურთი იმდენჯერ ძალისმიწიერად წაგვლეკეს. ხაზით კი არ დაგვჯაბნეს იმდენად, რამდენადაც ძალით. ეს ხომ მაინც ვიცოდით და ეს ხომ ამინც შეიძლებოდა ცოტა ნორმალურად გაგვეკეთებნა? ამაში მაინც ხომ შეიძლებოდა მზად ვყოფილიყავით? აბა რას აკეთებდნენ მთელი მომზადების მანძილზე? ძალისმეირ ვარჯიშს რა ედგა წინ? სხვა აბა რა დაგვრაჩა? და ინგლისთან ნახეთ იგივე ან უარესი შედეგი რომ იქნება შერკინებასა და მოლში. აგერ ვნახავთ ყველანი, სამწუხაროდ. ჰეიგს, რომ ლანძღავდით, დაუნდობლად და უსაფუძვლოდ, ახლა ხომ დუმხართ? რამე გაკეთდა მის მერე? ელემენტარული? ხომ ის დონეც არარ არის? ეს ვარდნის დასაწყისია თუ წესიერი უცხოელი მწვრთელი არ მოვიდა ნაკრებში.
ბათუმი
ახალგაზრდულ ნაკრებში მუშაობის დროს ლევანმა დაამტკიცა: 1) იცის საქმე 2) უყვარს საქმე დღეს ესეთ ურთულეს პერიოდში (ამ სიტუაციაში ბევრი, ყველა თუ არა, უცხოელი სპეციალისტი უარს იტყოდა ჩვენი ნაკრების მწვრთნელობაზე) დაამტკიცა: 1) არ გაურბის პასუხისმგებლობას 2) პატრიოტია დასკვა: მე მჯერა ლევანის!!!
გიორგი
სწორედ ასეთი საუბარია საჭირო.
გიორგი
წაგებას მიზეზი აქვს და ეს მიზეზია განსახილველი. მაისაშვილმა თავისი აზრი მოგვაწოდა, რაც კარგია. ჩვენ ჩვენი აზრი უნდა მივაწოდოთ, იქნებ უკეთ დაინახოს პრობლემა.
გიორგი
მისასალმებელი და დასაფასებელია, რომ მთავარი მწვრთნელი ანგარიშს გვაბარებს. ამის სურვილი არ უნდა ჩავუკლად ადამიანს. საპასუხო კრიტიკაც ასევე აუცილებელია, მაგრამ ეს ლანძღვამ არ უნდა ჩაანაცვლოს. წარმოიდგინეთ, რომ საშუალება მოგეცათ მაისაშვილთან მისულიყავით მოედანზე და ისე ესაუბრეთ. ჯანმრთელი კრიტიკა სასარგებლოა.
იბერიელი68
რთული დროს მოუწია ბიჭებს თამაში ეს კი იმასნწიშნავს მეტი მობილიზაცია საჭირო ჩვენ კი თქვენთან ვართ.წარმატკბები ქართველ ვაშკაცებს
ლუკა
მსოფლიოში საუკეთსო მწვრთნელი რომ გვყოლოდა მაინც წავაგებდით. მაისაშვილს დაანებეთ თავი. სპორტის აზრზე ვინც არის იცის 8 თვე უთამაშებლობას რა დრო და შრომა სჭირდება რომ შედეგს მიაღწიო. ბიჭებიც არ იყვნენ შეთამაშებულები
გიორგი 50
ლევან, გამარჯობა. ჭკუის დარიგებაში ნუ ჩამომართმევთ გთხოვთ... მიქაუტაძის ჩამოყვანას რომ აპირებთ სწორია. ეცადეთ, რომ ასეიშვილი და ჟვანიაც როგორმე გამოაშვებინოთ გუნდებს. ასე მგონია ვიღაცას ,,შტრაფნოიში'' ყავს ეს ბიჭები. არც მსოფლიოზე წაიყვანეთ. არადა, ფიჯისთან როგორ გამოგვადგებოდნენ. ასევე აუცილებელი იქნება, ჩილაჩავას და გიგაშვილის როგორმე ჩამოყვანა. მჭედლიძე აჯობებს ძირითადში ჩასვა თავიდანვე. ლევან, თამაში უნდა ჩაკეტოთ და ტემპი დაუგდოთ ინგლისს. ფეხით ბურთის მოგერიების დროს აჯობებს პირდაპირ აუტში და არა მოწინააღმდეგეს ხელში... გთხოვთ დამიჯეროთ, თორემ, მართლა 80 ქულით წავაგებთ ინგლისთან....
ლევანი
სანამ ყველაფერს თავის სახელს არ დავარქმევთ და თითოეულ საქციელს თუ მოქმედებას გავალამაზებთ და შევფუთავთ ისე რომ თითქოს ესე უნდა იყოს. ამ დღეში ვიქნებით. ცრუ მოლოდინში.
ლევანი
სანამ ყველაფერს თავის სახელს არ დავარქმევთ და თითოეულ საქციელს თუ მოქმედებას გავალამაზებთ და შევფუთავთ ისე რომ თითქოს ესე უნდა იყოს. ამ დღეში ვიქნებით. ცრუ მოლოდინში.
ემიგრანტი ქაქუცა
თქვედალოცვილებო რას გადაეკიდეთ ამ კაცს,უცხო მილიონებანაზღაურებადი მწვრთნელიც ვერ გვიშველის ჯერ-ჯერობით, გუნდს უნდა აშენება, მერე შეთამაშება, ამას კიდევ ჩვენი მხარდაჭერა ჭირდება, რა ქნას ამ კაცმა,ზოგმა პოლიტიკოსობა მოინდომა, ამ პანდემიამაც გაატ@რაკა,ძალიან გთხოვთ ზედმეტად ლანძღვისგან შევიკავოთ თავი
me
რაღას თავდაბლობ შე კაცო? ბარემ წინა ხელისუფლებაც გეხსენებია და მიზეზების მთელი ბუკეთი შეიკვრებოდა,სუფთა ქოცური ლოგიკა ყველაფრის სხვისთვის გადაბრალება და თითიდან გამოწოვილი მიზეზებით გამართლება,ამასთან ერთი სიტყვაც არ დაგცდა მორაგბეებისა და თქვენს კვალიფიკაციაზე,ხართ კი მზად სპორტული პრინციპით ამ დონეზე სათამაშოთ,ხოლო კომერციულ ტურნირზე მონაწილეობის ბავშური სურვილი იმისთვის რომ ოც წელიწადში იტალიის დონეს მიაღწიოთ, არა სერიოზულია.ისე,ხომ არ ჯობია ეროვნული ჩემპიონატის სრულფასოვნათ ჩატარებაზე გეფიქრათ და არა ექვსი ერის უმაღლეს კომერციულ ტურნირში განვითარების მიზნით მონაწილეობაზ. კიდევ, 80 ქულით როდის მოიგეთ ბოლოს? მართლა არ მახსენდება.
შოკირებული გულშემატკივარი
წაგება როგორც არ უნდა გაამართლო მაინც წაგებად დარჩება
Geoachi
ისევ ჩავისვარეთ როგორც ყოველთვის თამაშის მხრივ თორე ანგარიში კიდე კარგია ამის ფონზე! გვაცადეთ და ნახავთ პროგრესს თემა დაახვიეთ და გაიკეთეთ ერთ ადგილას, პროგრესი ვერასდროს გვექნება უპერსპექტივო სპორტის სახეობაში!
zviads
ლევანი კარგი სპეციალისტია, შესაბამისი ცოდნაც აქვს და არც ობიექტურობის გრძნობას კარგავს, მხოლოდ წარმატებები მინდა ვუსურვო!
გია
Gia თავის მართლება კი არა სწორი შეფასება გააკეთა მაისაშვილმა, რა ქნას მეტი? გვერდით დგომა უნდა ახალ გუნდს და არა ლანძღვა და შეურაცხყოფა, აგერ ნახეთ რამოდენიმე წელიწადში რამხელა პროგრესი განიცადოს ნაკრებმა, არ დაგავიწყდეთ ახალგაზრდული ნაკრებები თანაბრად ეთამაშები ექვსი ერის გუნდებს
გიორგი
მწვრთნელს გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვს, თუ ვინ შეძლებს გუნდის გაძლიერებას. მაგრამ პირველი ხაზი რომ გადახალისებელია, ეს კარგად გამოჩნდა. მეორე ხაზში იმედია გავძლიერდებით და მესამეშიც. უკანა ხაზშიც შეიძლება უკეთესი შემადგენლობის შერჩევა. 15 ნომერზე აღარას ვიტყვი, სრული კატასტროფაა.
გივი
არაა თავის მართლება რაც თქვა არგუმენტებით თქვა, ძალიან ცუდად ვითამაშეთ მაგრამ ახსნა კაცმა მიზეზები
gia
ურცხვი და უსუსური თავის მართლება
ირლანდიასთან მატჩში "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება
U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა
"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება
შეუცვლელი კვარაცხელია და დემბელეს დაბრუნება - ალ-ხელაიფის სეზონის ტრიუმფით დაგვირგვინება სურს
"რეალი" ფეხბურთელებს არნახულ თანხას დაჰპირდა - საკლუბო მუნდიალის მოგება სტრატეგიული მნიშვნელობისაა
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა
ოფიციალურად: ნიკო ვილიამსმა "ატლეტიკთან" ხელშეკრულება 2035 წლამდე გაახანგრძლივა
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
რატომ გადაადგილდებოდა მანქანით საბედისწერო ღამეს? - ჟოტას ტრაგედიის ახალი დეტალები
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
ეს მიქაუტაძის ტრანსფერს დააჩქარებს? - "ლიონს" სასწრაფოდ 100+100 მილიონი სჭირდება
ქამბექი არ შედგა - ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა
"რომაში" მიქაუტაძის გადასვლა რეალური ხდება - რა შეიძლება შეიცვალოს 10 ივლისის შემდეგ?
"სენტ-ეტიენის" მწვრთნელი: დავითაშვილს მხოლოდ ამ შემთხვევაში გავყიდით
"იბერია 1999"-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
ირლანდიასთან მატჩში "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"