ბორჯღალოსნების მთავარ მწვრთნელ ლევან მაისაშვილს სურდა, რომ ნაკრების კანდიდატებს 1, 2 და 6 ნოემბერს კლუბების შემადგენლობაში ეთამაშათ, რათა სათამაშო პრაქტიკა მიეღოთ. TOG-მა ჩათვალა, რომ ეს დაკავშირებული იქნებოდა Covid-19-ის ინფიცირების გაუმართლებელ რისკთან, რის გამოც ჩვენს გუნდს რეკომენდაციის ოფიციალური წერილით მიმართა.
მის თანახმად, მორაგბეები უნდა დარჩნენ იზოლაციაში და 11 ნოემბრამდე ჩაიტარონ ორი ტესტი.
ამ რეკომენდაციამ
„სამწუხაროდ, რაც დაგეგმილი გვქონდა არ გამოდის და მორაგბეებს სათამაშო პრაქტიკის მიღების საშუალება არ ექნებათ. ვერანაირი ვარჯიში ვერ ცვლის თამაშს, რისი დეფიციტიც გვაქვს. შეგუებული ვართ, რომ „საველე პირობებში“ გვიწევს ყოფნა და ნებისმიერი რეგულაციისა თუ წინაღობისთვის მზად უნდა ვიყოთ. ბიჭები უკვე „შევარდენზე“ არიან და ემზადებიან „შემოდგომის ერთა თასისთვის“ – განაცხადა მაისაშვილმა.
საქართველოს ნაკრები ინგლისში 8 ნოემბერს მიემგზავრება, სადაც 14 ნოემბერს, საქართველოს დროით 19 საათზე მასპინძელთა გუნდს, მსოფლიო თასის ფინალისტს „თიქენჰემზე“ ეთამაშებიან.
rugby.ge