მათ დღეს საფრანგეთიდან ლეგიონერები შეუერთდებიან, ჩაუტარდებათ კოვიდ-ტესტები და კონტაქტური ვარჯიშების გამართვის უფლება მხოლოდ ოთხშაბათიდან ექნებათ.
ჯგუფები და განრიგი
COVID19-ის მსოფლიო პანდემიის გამო, წელს სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს შორის ტესტ-მატჩების გამართვა შეუძლებელი გახდა. ექვსი ერისა და მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, ალტერნატივის სახით „შემოდგომის ერთა თასი“ გაიმართება, რომელშიც ექვსი ერის (ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია), საქართველოს და ფიჯის ნაკრებები ითამაშებენ.
ბორჯღალოსნები „ა“ ჯგუფში ინგლისის,
ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვებული გუნდი 4 სატურნირო ქულას მიიღებს, ფრე ორი ქულაა და იმოქმედებს ბონუს-სისტემა – მეოთხე ლელოს გატანა, ან 7 და ნაკლები ქულით მარცხი 1 ქულად ფასობს.
ტურნირი 13 ნოემბერს, ირლანდიისა და უელსის ნაკრებების შეხვედრით იხსნება, ბორჯღალოსნები კი პირველ მატჩს 14 ნოემბერს, „თვიქენჰემზე“ 2020 წლის ექვსი ერის გამარჯვებულ და 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალისტ ინგლისთან გამართავენ.
21 ნოემბერს უელსის ნაკრებს ჰლანეჰლიში ვერკინებით, ხოლო 29-ში ირლანდიას დუბლინში ვეთამაშებით. დასკვნითი შეხვედრა 5 დეკემბერსაა ჩანიშნული და მეტოქის ვინაობა ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვევა, ტურნირის ფინალი კი 6 დეკემბერსაა ჩანიშნული.
სატურნირო რაზმი შემოდგომის ერთა თასისთვის
შერკინება
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (62 კეპი, 10 ქულა), გურამ გოგიჩაშვილი (15 კეპი, 5 ქულა), ლექსო ყაულაშვილი (1), შალვა მამუკაშვილი (75 კეპი, 50 ქულა), ჯაბა ბრეგვაძე (59 კეპი, 20 ქულა), გიორგი ჭყოიძე (11 კეპი, 5 ქულა), გიორგი მელიქიძე (20 კეპი, 5 ქულა), ბექა გიგაშვილი (14 კეპი, 5 ქულა);
მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი (26 კეპი), გრიგორ ქერდიყოშვილი (2 კეპი, 5 ქულა), ლაშა ჯაიანი (2 კეპი), გიორგი ჯავახია (2 კეპი), კოტე მიქაუტაძე (64 კეპი, 10 ქულა);
მესამე ხაზი: მიხეილ გაჩეჩილაძე (10 კეპი, 10 ქულა), ბექა გორგაძე (28 კეპი, 40 ქულა), ბექა საღინაძე (13 კეპი, 5 ქულა), ოთარ გიორგაძე (26 კეპი, 25 ქულა), გიორგი თხილაიშვილი (58 კეპი, 60 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (1 კეპი);
ხაზი
9: ვასილ ლობჟანიძე (52 კეპი, 40 ქულა), გელა აფრასიძე (26 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია;
10: თედო აბჟანდაძე (16 კეპი, 104 ქულა), ლაშა ხმალაძე (83 კეპი, 53 ქულა), ლუკა მატკავა;
12-13: მერაბ შარიქაძე (67 კეპი, 62 ქულა), გიორგი კვესელაძე (25 კეპი, 20 ქულა), დემე თაფლაძე (3 კეპი, 5 ქულა), მირიან მოდებაძე (13 კეპი, 30 ქულა);
11-14: აკაკი ტაბუცაძე (3 კეპი, 30 ქულა), სანდრო თოდუა (86 კეპი, 70 ქულა), თამაზ მჭედლიძე (58 კეპი, 35 ქულა), სანდრო სვანიძე;
15: სოსო მათიაშვილი (28 კეპი, 152 ქულა), დავით ნინიაშვილი.
rugby.ge