ასეთი რამ პირველად საქართველოში ვნახე - გრეემ როუნთრი "ბორჯღალოსნებზე" საუბრობს

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილი მორაგბე და საქართველოს ნაკრების წინა ხაზის ექსდამრიგებელი გრეემ როუნთრი, რომელიც ახლა პრემიერშიფის "მანსტერის" ფორვარდებს წვრთნის, Rugbypass-ს "ბორჯღალოსნების" შესახებ ესაუბრა.

"მე ბევრ ძლიერ ბიჭთან ვიმუშავე საქართველოში და ისინი კვლავ ნაკრებში თამაშობენ. ქართველები ძალიან დიდი კაცები გახლავთ და შერკინების სიყვარული ლოგიკიდან ამოვარდნილი არაა. ისინი ბუნებრივად ძლიერები არიან და ერთი რამ მახსოვს, როცა მათ საწვრთნელ კემპზე პირველად შევუერთდი მონპელიეში.

ცხოვრებაში პირველად ვნახე, ვარჯიშისას მოთამაშეს ზურგზე 130-კილოგრამიანი გუნდელი რომ ეჯდა. მათ წარმოუდგენელი ძალა აქვთ და ყველა მოთამაშეს შეუძლია ჭიდაობა. არ აქვს
მნიშვნელობა, 130 კგ წონის შერკინების მოთამაშეა და თუ 70-კილოგრამიანი უკანახაზელი, ძირს მაინც ადვილად დაგაგდებს. ყველაფერს ძალიან ადვილად სწავლობენ და იციან, რთული სიტუაციიდან როგორ გამოძვრნენ.

ინგლისი შერკინებაში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ახალგაზრდა იმედისმომცემ ბიჭებსაც პოულობენ. საქართველო კი მათ რთულ ვითარებაში ჩააყენებს და იქნება შერკინებები, როცა ქართველები ინგლისელებს გადაუვლიან, რადგან ისინი ძალიან ამაყი და ემოციური ხალხია.

საქართველოს ნაკრებს ინგლისის წინააღმდეგ რამდენიმეფაზიანი თავდაცვა დასჭირდება. ძალიან რთული დაპირისპირება ელით, თუმცა "ბორჯღალოსნები" გაცილებით უკეთ ითამაშებს, ვიდრე ეს შოტლანდიის წინააღმდეგ გააკეთა და ინგლისი მათ ძალას თამაშის დროს იგრძნობს."

ინგლისისა და საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდები ერთმანეთს 14 ნოემბერს, ლონდონში, "თვიქენჰემზე" შეხვდებიან. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
შენს პირს შაქარი
1
იმედია, თავს არ შევირცხვენთ!!! ღირსეულ თამაშს ველით, ჩვენო უსაყვარლესო ბიჭებო!!! სრულიად საქართველო თქვენთანაა!!!
tngh
18:57 10-11-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული