"რვა ერის" პირველ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები "თვიქენჰემზე" ინგლისს დაუპირისპირდა და როგორც მოსალოდნელი იყო, უშანსოდ დამარცხდა - 0:40.
ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა ედი ჯონსმა "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ, პრაქტიკულად, უძლიერესი შემადგენლობა გამოიყვანა და მისმა გუნდმა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა პირველივე წუთებში მოიპოვა. უნდა ითქვას, რომ პირველი მეოთხედის განმავლობაში, სტუმრებმა დაცვაში საკმაოდ ორგანიზებულად იასპარეზეს და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებს კომბინირებულად თამაშის შესაძლებლობა არ მისცეს.
მიუხედავად ამისა, "ვარდებმა" მე-14 წუთზე უილისის ლელოს შემდეგ, დომინაცია ქულებშიც ასახეს და პირველ ტაიმში ქართველები 4-ჯერ დაალელოვეს. მატჩის ბოლომდე, ინგლისელთა საფირმო "მოძრავი მოლის" შეჩერება, "ბორჯღალოსნებისთვის" გადაუჭრელ პრობლემად იქცა. ამ სტრატეგიის ფონზე, ჯეიმი ჯორჯმა 3 ლელო გაიფორმა.
მეორე ნახევარში მასპინძლებმა შეტევები წარმატებით კიდევ 2-ჯერ დაასრულეს და საბოლოო ჯამში, 40 ქულას მოუყარეს თავი. ამ გამარჯვებით ედი ჯონსის გუნდი ჯგუფში გალიდერდა.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრას "ბორჯღალოსნები" 21 ნოემბერს უელსის წინააღმდეგ ჩაატარებენ.
ინგლისი
ხაზი: 15. დეილი, 14. ჯოზეფი, 13. ლოურენსი, 12. სლეიდი, 11. მეი, 10. ფარელი, 9. იანგსი.
შერკინება: 1. ჯენჯი, 2.ჯორჯი, 3.სტიუარტი, 4. ეველსი, 5. ლონჩბერი, 6. იტოჯე, 7. უილისი, 8. ვუნიპოლა.
მარქაფა: 16. დუნი, 17. ვუნიპოლა მ, 18. სინკლერი, 19. ერლი, 20. ქერი, 21. რობსონი, 22. მალინსი, 23. მერჩანტი.
საქართველო
ხაზი: 15. ხმალაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. კვესელაძე, 12. შარიქაძე (კაპ.), 11. სვანიძე, 10. აბჟანდაძე, 9. აფრასიძე;
შერკინება: 1. ნარიაშვილი, 2. მამუკაშვილი, 3. გიგაშვილი, 4. ჯაიანი, 5. ქერდიყოშვილი, 6. საღინაძე, 7. თხილაიშვილი, 8. გორგაძე.
მარქაფა: 16. ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ყაულაშვილი, 19. გიორგაძე, 20. ჯალაღონია, 21. ლობჟანიძე, 22. თოდუა, 23. ჯავახია.
იტალიას , არგენტინას და იაპონიას, ტოლიტოლზე მაინც ვეთამაშებით, თუ მათზე უკეთესად არა.
სამუშაოც ბევრია - მოლში რო გადაგვიარეს მაგას ჩემი კომენტარი არ ჭირდება, რაქის გასუფთავება და ბურთის სწრაფად გამოტანაც საჭიროა და კიდე ბევრი რამ - მაგრამ მოდი ამინდიც და მოწინააღმდეგეც გავითვალისწინოთ. გვაქვს უპრეცედენტო შანსი რო გავაგრძელოთ ერთად ვარჯიში, მინუსებზე მუშაობა და კვირიდან კვირამდე ასეთივე მაღალი დონის მოწინააღმდეგეებთან გამოვცადოთ თავი. ხოდა ვნახოთ... მე ვხედავ პროგრესს და მჯერა რო კიდევ მოვუმატებთ!
მწვრთნელს რაც შეეხება შეიძლება მართალი ხარ, მაგრამ მე მას უფრო ტურნირის განმავლობაში პროგრესიდან (ან უპროგრესობიდან) გამომდინარე შევაფასებდი და არა ემოციურ ფონზე მსოფლიოს საუკეთესო (ჰა-ჰა მე-2) გუნდთან უშანსოდ წაგების შემდეგ.
მე ქართული რაგბის მომავლის მჯერა! მჯერა იმიტომ რომ ვხედავ რაგბისტების, რაგბში ჩართული ადამიანების და ნამდვილი გულშემატკივრების პროგრესის წყურვილს! მჯერა იმიტომ რომ ქართველი რაგბისტების ყოველი თაობა თავის თავზე მაღლა გადახტომას ახერხებს და წინაზე უკეთესია! მჯერა იმიტომ რომ საქართველოში საქმისადმი ყველაზე სწორ და პროფესიონალურ მიდგომას სწორედ რაგბში ვხედავ! (მიუხედავად იმისა რომ "არასწორი" ერთეულები აქაც არიან). განვითარება და წარმატება კიდე შენზე უკეთესთან ბრძოლის გარეშე არ მოდის - ამ ბრძოლას კი ხშირად მოაქვს მარცხი.
ნიკზე გეტყობა კალათბურთის გულშემატკივარი ხარ, ხოდა ერთი უცნობი კალათბურთელის ციტატით დავასრულებ აზრს: "მე ავაცილე 9000-ზე მეტი სროლა კარიერაში. წავაგე თითქმის 300 თამაში. 26-ჯერ მენდო გუნდი რომ გადამწყვეტი ბურთი მესროლა და მე ავაცილე. მე ვმარცხდებოდი ცხოვრებაში ისევ და ისევ. და სწორედ ამიტომ ვაღწევ წარმატებას" - მაიკლ ჯორდანი.