მაისაშვილი ინგლისთან მატჩზე: ახალ გუნდს ვაშენებთ - თამაშიდან თამაშამდე გავიზრდებით

AutoSharing Option
"შემოდგომის ერთა თასის" პირველ ტურში ინგლისთან 0:40 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა:

"მეტოქეს სიურპრიზი არ შემოუთავაზებია. ეპიზოდებში გუნდურად და ინდივიდუალურად დავალებები ვერ შევასრულეთ და ამით მეტოქემ იხეირა. ასეთ თამაშებში უფრო მნიშვნელოვანია ჩვენ რას გავაკეთებთ, ვიდრე მეტოქე რას შემოგვთავაზებს, რადგან ისინი ხეირობენ ჩვენი შეცდომებით. მთავარი ამოცანაა, რომ პირველი დონის გუნდებთან ვისწავლოთ თამაშის მართვა და შეტევა.

შოტლანდიის თამაშის შემდეგ, დღეს გარკვეულ მომენტებში უკეთესად გამოვიყურებოდით და რაც მთავარია, უფრო ბრძოლისუნარიანები ვიყავით. სამწუხაროდ, ვერ შევძელით თამაშის მართვა, რაც, ალბათ, ინგლისთან
და მისი დონის გუნდთან ბუნებრივიცაა. პირველ ტაიმში 90% დაცვაში ვიყავით და ლელოები მივიღეთ. მეორე ტაიმში გარკვეულწილად შევძელით შეტევასა და დაცვაში ბალანსის დაჭერა, მაგრამ საბოლოოდ მაინც შეცდომები დავუშვით.

მთლიანობაში უკეთესები ვიყავით ვიდრე ერთი კვირის წინ, მაგრამ ეს ის არ არის, რაც გვინდა.

იმისათვის, რომ პირველი დონის გუნდებს ტოლ-სწორად ვეთამაშოთ, საჭიროა გამოცდილება, კონკურენცია კონკრეტულ პოზიციებზე, მეტი ჯანი და შეთამაშება. კონკრეტულად ამ თამაშიდან ბევრი კარგი რამ ვისწავლეთ და ეს წინგადადგმული ნაბიჯია. მე მჯერა, რომ თამაშიდან თამაშამდე აუცილებლად გავიზრდებით.

სამწუხაროდ, ლიმიტირებული გვყავს მოთამაშეები. გვაქვს პრობლემები მოლში, მაგრამ ფაქტობრივად ახალ გუნდს ვაშენებთ და ეს ნაწილობრივ ამის ბრალიაცაა. მომავალი თამაშისთვის დაგვემატება კოტე მიქაუტაძე, რომელიც ნებისმიერი გუნდისთვის დიდი ძალაა. გარდა ამისა, ორი მეორეხაზელი ტრავმირებული გვყავდა და მთელი კვირის განმავლობაში სათანადოდ ვერ ვივარჯიშეთ. ჯავახიას თამაში მხოლოდ ბოლო მომენტში გადაწყდა, უელსთან მატჩის წინ კი, მის გარდა ნოდარ ჭეიშვილიც დაგვემატება".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 13 /
შეუმცდარი არავინაა, მათ შორის მაისაშვილიც, მაგრამ რომ იძახით უნდა შეიცვალოსო, რომელი მოგვცემს შედეგზე გარანტიას? ნებისმიერ მწვრთნელს, თუგინდ ედი ჯონსი მოვიდეს, მძიმე ამოცანა დახვდება - ჩვენი მოთამაშეების (მითუმეტეს ამ პერიოდში) დიდი ნაწილი უთამაშებელია, უკანა ხაზში კვალიფიკაციის პრობლემაა, ძირითადად დიდი ათის ბიჭები არიან და ეს მწვრთნელი დიდი ათის დონეს აამაღლებს? ხაზით თამაშს რომ ითხოვს გულშემატკივარი, სამწუხაროდ დიდი ათის სისტემა ისეთია, ამაზე მეტს ვერ მოუმატებენ. ამიტომ საჭიროა ბიჭები ბევრად მაღალი დონის ჩემპიონატებში წავიდნენ სათამაშოდ.ამას დრო სჭირდება და გამოცდილება, რაშიც ეს ტურნირიც უნდა გამოვიყენოთ.
: )))))))
19:25 15-11-2020
0
ძლიერ გუნდებთან როცა ლელო ვერ გაგაქვს და მითუმეტეს ჯარიმებს აქეთ იღებ,აზრი აქვს არეკნებს, დაფიქრდით არეკნებზე და დაამეტეთ არსენალში
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული