მერაბ შარიქაძე: დღეს ბევრად უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე შოტლანდიასთან

AutoSharing Option
"შემოდგომის ერთა თასის" პირველ ტურში ინგლისთან 0:40 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთა:

"დღეს ბევრად უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე შოტლანდიასთან, თუმცა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვხვდებოდით, საუკეთესოს მეტოქის წნეხში მოქცევის კუთხით. როდესაც მათ ბურთი ჰქონდათ, უდიდეს წნეხში ვექცეოდით. ამ თამაშით ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინეთ, რაც შემდგომში წნეხთან გამკლავებაში დაგვეხმარება.

თუ გვსურს რომ გავხდეთ უკეთესები და მეტს მივაღწიოთ, აუცილებელია ინგლისის და სხვა წამყვანი ნაკრებების წინააღმდეგ ხშირი თამაში. არ აქვს მნიშვნელობა რამდენს ვივარჯიშებთ და რას გავაკეთებ, აუცილებელია ამათთან თამაში!".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 15 /
კი, ძალიან მაგრები ხართ, მაგრად ითამაშეთ, ბრავო - ბრავო. აპლოდისმენტები, ბიიის.
Me ar var Roboti
12:16 16-11-2020
3
შერკინებაში კარგი ვიყავით, ხოლო მოლში გვათრიეს უკვიტანციო ბაგაჟივით. როგორც ნიაზ მამრიკიშვილი იტყოდა...... დაგვკეცეს ლეჟანკასავით
kopala
11:35 16-11-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული