თედო აბჟანდაძე: თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით - ბოლო მომენტში რაღაც გვაკლდა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "რვა ერის" მეორე ტურში უელსთან 0:18 დამარცხდა, ნამატჩევს კი მოკლე კომენტარი "ბორჯღალოსანმა" თედო აბჟანდაძემ გააკეთა:

"მოედანზე თავს ბევრად უკეთ ვგრძნობდით, ვიდრე ინგლისთან და 75-ე წუთამდე თამაშში დავრჩით, მაგრამ რამდენჯერმე ვერ შევძელით ქულების აღება. ბოლო მომენტში რაღაც გვაკლდა და ბურთს ვკარგავდით. პირველ ტაიმში იყო მომენტი, როდესაც ჯარიმის გატანა შეიძლებოდა, მაგრამ მორკინალები მოლში თავს კარგად გრძნობდნენ და ლელოზე თამაში ვარჩიეთ. სამწუხაროდ, ჩვენი შეცდომის გამო ბურთი აქაც დავკარგეთ.

ჩვენი მიზანი იყო ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაგვეტანა და იქ გვეთამაშა ხელით, მაგრამ
პირველ ტაიმში ეს ვერ შევძელით. ამით იყო განპირობებული ფეხით ბევრი თამაში. შესვენების შემდეგ პოზიციურად უკეთ ვიყავით და გავთამამდით.

თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით და უფრო თამამები ვართ შეტევაში. ვფიქრობ, ეს ტემპი უნდა შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ. დღეს გამოჩნდა, რომ სისტემა მუშაობს, უპირატესობის ხაზსაც ვკვეთდით, მაგრამ მერე შეცდომებს ვუშვებდით. ვფიქრობ, ამ სისტემაში უნდა დავრჩეთ და გავაუმჯობესოთ".

მკითხველის კომენტარები / 8 /
სწრაფად თამაშს ცდილობდნენ და ეს უკვე კარგია,ასეთ მეტოქეებთან ხშირი თამაშებია საჭირო და ნაკრებიც მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ziko
22 ნოემბერი 2020 19:30
2
ეეჰ თედო, როცა პირველად გამოჩნდი ქართულ რაგბში, მე შენ "ვარსკვლავბიჭუნა" გიწოდე, მაგრამ ამჟამად შენც ნაკრების მსგავსად რეგრესი გაქვს (იმედია, დროებითი)
ტყეშელაანთ გიჟი
22 ნოემბერი 2020 16:29
12
წერილი 8 ერის საიტზე: "მეორე კვირაა რაც ქართველები მამცურად იცავენ თავს, მაგრამ მეორეჯერ არ გაუმართლდათ და ქულა ვერ აიღეს. თუმც, გაუმჯობესება სახეზეა ყველა თამაშის შემგეგ". იქნებ რაგბის ბრიტანელ ექსპრტებს მაინც დაუჯეროთ?
გიორგი
22 ნოემბერი 2020 16:28
3
დავიჯეროთ?...
ვითომ?...
buba
22 ნოემბერი 2020 13:52
8
მიბრძანდით მერე ბატონი, ვინ გიშლით? ჩვენ რას გვაძალებთ?
იდალგო
22 ნოემბერი 2020 20:58
4
ვისაც გვჯერა გაგვატარეთ!
mirosan
22 ნოემბერი 2020 15:57
1
თედო,ფეხით დარტყმებში, ძალიან ბევრი შეცდომები გაქვთ.ყველა დამრტყმელს ეხება.ყველას ასე ერთიანად როგორ გაგიფუჭდათ მიზანი.ალბათ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.შენ თვითონაც,20 წლამდელებში უკეთ ურტყამდი,ვიდრე ახლა.წარმატებები,შენც და ნაკრებსაც.
სოსო
22 ნოემბერი 2020 12:13
0
საინტერესოა რა პროგრესზეა ლაპარაკი? შემთხვევით სხვა თამაშს ხომ არ ვუყურეთ?
ჰაჰა
22 ნოემბერი 2020 11:51
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული