საქართველოს ნაკრები "ავივაზე" ირლანდიასთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რვა ერის" მესამე ტურში საქართველოს ნაკრები დუბლინის "ავივას" სტადიონზე ირლანდიასთან 10:23 დამარცხდა.

დებიუტი თითქმის ისეთივე იყო, როგორც ინგლისთან და უელსთან. ბურთი მთლიანად მეტოქეს ჰქონდა და თავგამოდებით ვიცავდით თავს, მაგრამ ლელო მაინც მივიღეთ, რასაც მალე ჯარიმა მიაყოლეს აირიშებმა. ჯარიმებს რაც შეეხება, ამ მხრივ სამწუხარო შეცდომებს ვუშვებდით. მე-15 წუთზე როგორც იქნა პირველი იერიში მოვახერხეთ, რასაც სულ მალე კვესელაძემ დიდებული რეიდი მიაყოლა და ამ ტურნირის პირველი ლელოც დაიდო.

ირლანდიელები გაბრაზდნენ და მთელი ძალით შემოგვიტიეს, მაგრამ თავდაცვას მაინც ვახერხებდით. მოლებში მეტოქეს უპირატესობა არ ჰქონდა,
აი, შერკინებასა და დერეფანში აშკარად გვჯობდნენ და ჯერ ჯარიმა გაგვიტანეს, შემდეგ კარგი კომბინაციის შემდეგ ლელოც დაგვიდეს. პირველი ტაიმის ბოლო წუთებში მასპინძელთა გააფთრებული იერიშები ქართველებმა ქულამიუღებლად მოიგერიეს და ანგარიში 20:7 დაფიქსირდა.

შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსნები" ბევრად თავისუფლად ათამაშდნენ, აბჟანდაძემ ჯარიმიდან სხვაობა შეამცირა. ირლანდიელები მიხვდნენ, რომ მოწინააღმდეგისაგან წნეხში მოექცნენ და უფრო მობილიზებულად დაიწყეს მოქმედება, განსაკუთრებით დაცვაში. 58-ე წუთზე ირლანდიელებმა ჯარიმიდან ისევ 13-ქულიანი სხვაობა აღადგინეს. აქედან ცოტა ხანში ტრავმა მიიღო ჩვენს გუნდში ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ ბექა გორგაძემ, რაც სერიოზული დანაკლისი გახლდათ.

მიუხედავად ამისა, ჩვენმა ბიჭებმა დარჩენილ დროში არაფერი დაუთმეს მეტოქეს, უკვე ტოლ-სწორად ეთამაშნენ და ასე ვთქვათ ღირსეულად დამარცხდნენ, მაგრამ ჩვენ მეტი გვინდა, რადგან ამ გუნდს საამისო პოტენციალი აქვს.

საქართველო
ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ბექა საღინაძე, 7. თორნიკე ჯალაღონია, 8. ბექა გორგაძე;
მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. ლექსო ყაულაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. მიხეილ გაჩეჩილაძე; 21. მიხეილ ალანია, 22. დემურ თაფლაძე, 23. დავით ნინიაშვილი.
1 ლელო: კვესელაძე
1 გარდასახვა: აბჟანდაძე
1 ჯარიმა: აბჟანდაძე

მკითხველის კომენტარები / 59 /
კარგია ბიჭებო ასე გააგრძელეთ! გვემაყებით!!
iექსპერტი
29 ნოემბერი 2020 20:22
3
ორი ფანტასტიკური მომენტი გამორჩა ყველას რასაც მხოლოდ დიდი გუნდები აკეთებენ ეს იყო ორჯერ ლელოში შული ირლანდიელის ხელში ბურთის გაჭედვა და ლელოს ვერ დადება ესაა ზუსტად რასაც ამ გუნდებთან დახვეწ. ლელო იყო კვესელაძის ისეთ ნებისმიერი ვარსვკვლავი რო მოაწერდა ხელს ლელო ჩვენ ზელანდიისთვისაც დაგვიდია მარა ასეთი არა სართო ჯამში ყოჩაღ ბიჭებს და თუ ამ გუნდებტან მომავალ წელსაც ვითამაშებთ და ასე გაგრზელდება 3 წელში პირობას ვდებ ერთ თამაშს მოვიგებთ გადახედეთ იტალიის მაჩვენებლებს და მიხვდებით რატო ვამბობ ამას.
zurabi
30 ნოემბერი 2020 12:20
1
მაღალი კლასის გუნდების შეხვედრაში,ხშირად ვხედავ,როცა ბურთი ჩათვლის მოედანზე შეაქვთ,მაგრამ მეტოქის მცველები,ქვეშიდან უწვებიან,ან ხელებს უკავებენ,ან კიდევ ხელს უყოფენ ბურთის ქვეშიდან და ბურთის დამიწების საშუალებას, არ აძლევენ.ეს ქართველების შესრულებით,ძალიან იშვიათად თუ მინახავს,ამ თამაშში კი,ორჯერ გადავირჩინეთ თავი ლელოსაგან ამ გზით.მე მგონი, ესეც აღსანიშნავი მოვლენაა.
სოსო
30 ნოემბერი 2020 00:18
0
ბიჭებს მადლობა თავგანწირვისთვის და რაც შეეხება ლევანს არაა შესაცვლელი ვინც უყურებს ნაკრების თამაშს მიხვდება რომ პროგრესი არის და ჯერ ავიდეთ იმ დონემდე სადამდეც შეუძლია რომ ლევანს აგვიყვანოს და მერე ვილაპარაკოდ შეცვლაზე. და კიდევ უცხო მწვრთნელი კარიერაზე ფიქრობ. ლევანს კარიერასთან ერთად სამშობლოს სიყვარული აქვს და უფრო მონდომებული იმუშავებს დამიჯერეთ.
გურო
30 ნოემბერი 2020 08:22
4
მე მგონია, რომ ახალი, მაგრამ მაღალი დონის მწვრთნელი აუცილებელია. პირველ რიგში ახალი მწვრთნელი თავიდან შეარჩევს ძირითად მოთამაშეებს. ანუ, შანსია რომ დაბრუნდნენ ჩილაჩავა, ჟვანია და დაემატონ სხვებიც. მეორე ისაა, რომ ახალ მწვრთნელს დრო დასჭირდება და სჯობს მალევე შეუდგეს საქმეს.
გიორგი
30 ნოემბერი 2020 16:43
0
აუტები არის სამუშაო ბავრად უფრო მეტად. ამგდებს აქვს უმეტესედ პრობლემა. აგდებს ბურტს მაგრამ სად თვითონ არ იცის და დანარჩენი როგორ მიხვდება? 5 მეტრიანში სად შეაგდო. სხვას მოვცემდი მაგის მაგივრად შანსს. პირველ ხაზი ბევრჯერ დაჯარიმდა კიდევ და ჯერ ვერ დადგნენ სათანადოდ. მეორე ხაზმა უკეთ იმუშავა და მესამემაც. ძალიან ბევრი პირველ ხაზელი თამაშობს საფრანგეთში. ბურთი ხაზზე უნდა გავიდეს, და ფაზები აეწყოს . სხვანაერად ამ გუნდებთან სულ ასე წავაგებთ> ამისათვის ყველამ 7კაცა უნდა ივარჯიშოს შრკინების ჩათვლით. ვარჯიშზე მინიმუმ პირველი ნახევარი გასახურებლად 7კაცა უნდა ითამაშონ ერთI საათი. უკეთეს სარაგბოო ქვეყნებში ბავშვები 7კაციდან იწყებენ და სკილის დამთავრებამდე თითქმის ყველ შაბათ კვირა 7კაცას ტურნირებია. Aმიტომ არის რომ ხელით ყველა ჩვენზე კარგად თამაშობს, სისწრაფეში იღებენ ბურთს, დაცავაშიც ჩQარა ეწყობიან და ფლანგები მოშიშვლებული არ რჩებათ, ამას გარდა შერკინების მოთამაშეებიც კარგად ბურთობენ. ასე რომ ბევრი რამ გადასახედია ბავშვთა რაგბის დონიდან. იმათ 22-ში აბჟანდაძემ ფეხი რატომ დაარტყა ფლანგზე? როდესაც ზედმეტნი იყვნენ შეტევაში და ჯარიმაზეც არ ჰქონდა ხელი გაშვერილი მსაჯს, აი იასეთი შეცდომები არ შეიძლება. რაქები გამოასწორეს მაგრამ 3-4 ჯარიმა მაინც მიიღეს მეორე კაცზე ჩასვლაზე. გეგიას ხელები უდგანან ამათ და დიდ გუნდებს პირველ ხაზში ჩვენ კიდევ 176 სანტიმეტრიანები საშუალოდ. ეგ 80-იანი წლებში არაუშავდა მაგ სიმაღლეებს. მაგრამ დღეს უფრო ბევრად მასიურები არიან. Mოკლედ შერჩევა, ბავშვების რაგბიდან უნდა იწყებოდეს და სწორი მიდგომა ბურთთან; კიდევ მეტ ახალგაზრდას უნდა მისცენ შანსი. იაშაღაშვილი ზალინ მაგარი ბიჭია და გორგაძის ადგილას უნდ ამისცენ თამაშის შანსი თუ ის დროზე ვერ დაბრუნდა. მე მიკვირს რატომ არ წაიყვანა აქ. ყველაფერს სწორად აკეთებს ეგ ბიჭი. 20იანებიდან ბევრია კიდევ რომელთათვის შანსი უნდა მიეცათ. იმედია ნინიაშვილს ცოტა მეტ დროს დაუთმობს. მოკლედ უკეთესი თამაში იყო მაგრამ ისევ უმეტესად დაცვაში ვიდექით და მართო დაცვით თამაშის მოგება არ შეიძლება.
niko
30 ნოემბერი 2020 03:29
0
ყველაფერს ფიჯისთან თამაში გვიჩვენებს. რა დონეზე ვართ
giorgi 3
29 ნოემბერი 2020 21:14
3
Თქვეს და ასრულებენ, ტურნირის მიმდინარეობაში აშკარად უკეთესად გამოიყურებიან.
Ლუკა
29 ნოემბერი 2020 23:23
1
საუკეთესო თამაში გვქონდა 8 ერზე, ბარაქალა ბიჭებს! 14 კაცით ვეთამაშეთ ირლანდიას, რადგან მათიაშვილს კვლავ ეშინია შესაბოჭად მისვლაც კი. არადა, 15 ნომერია. იმედია მალე ნინიაშვილი გვეყოლება ძირითად ფულბექად.
გიორგი
29 ნოემბერი 2020 21:07
6
ამ გუდებთან 2-3 წელი გადაბმული თამაში გვჭირდება და შემდეგ მოვუგებთ.
გიორგი
29 ნოემბერი 2020 23:33
2
ეს მეოთხე თამაშია,ელიტის გუნდებთან და ამ თამაშში,უკვე გამოჩნდა,რომ მეტ ნაკლებად,უკვე კონკურენციასაც ვუწევთ.აუტებში ასე რომ არ დავჩაგრულიყავით,ალბათ პირველ ქულასაც მოვიპოვებდით ტურნირზე.არ ვიცი,ვითამაშებთ თუ არა ბოლო მატჩს,მაგრამ უკვე აშკარად გამოჩნდა,რამხელა პროგრესის საშუალებას გვაძლევს, ასეთი დონის გუნდებთან თამაშები.ეს უკვე თამაში იყო, პირველიდან ბოლო წუთამდე რომ ვეძებდით ჩვენს შანსს და მიუხედავად წაგებისა,მიუხედავად მრავალი შეცდომისა,მაინც მადლიერი ვარ მთელი გუნდის და სამწვრთნელო შტაბის.ვფიქრობ ვერც რაგბის მსოფლიო ფედერაციის მამები დახუჭავენ თვალს და უფრო მეტ ტესტებს მოგვცემენ,ელიტის გუნდებთან სათამაშოდ.წესით,არც ფრანჩაიზზე უნდა გვითხრან უარი და 6 ერზე არაფერს ვიტყვი,მაგრამ მგონი მათთანაც, უკვე ამოგვეღება ხმა.რაც შეეხება მატჩს,მთელმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და თავი არ დაიზოგა,მაგრამ განსაკუთრებით გამახარა ვასკა ლობჟანიძის და სოსო მათიაშვილის თამაშმა,რომლებთანაც,საკმაოდ დიდი პრეტენზიები გვქონდა ბოლო ხანებში.ამ თამაშში მათ თავი უკეთესი მხრიდან წარმოაჩინეს და გვიჩვენეს,რომ გაცილებით მეტი შეუძლიათ.ახალბედებმაც ძალიან კარგად ითამაშეს და მათი გამოსვლით,ნაკრებს,არაფერი დაჰკლებია.მეორე და რეგიონალ ლიგიდან წამოსული ბიჭისათვის,ირლანდიასთან თამაში,ლომის ხახაში თავის ჩაყოფის ტოლფასი იყო,მაგრამ მანაც და სხვა ახალგაზრდებმაც დაამტკიცეს,რომ ესტაფეტა,ღირსეულ ხელში გადავა და ნაკრებს, საიმედო ზურგი ეზრდება.ამ ნაკრებს,ნამდვილად კარგი მომავალი აქვს.
სოსო
29 ნოემბერი 2020 22:40
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული