"რვა ერი" - მერაბ შარიქაძის 22 ბოჭვა და ტურის რჩეული სტატისტიკა

AutoSharing Option
"შემოდგომის ერთა თასის" ოფიციალურმა ვებგვერდმა მესამე რაუნდი ციფრებით შეაფასა და ბოჭვებში "ბორჯღალოსანთა" კაპიტანი მერაბ შარიქაძე გამოარჩია:

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ვერ შეძლო ტურნირზე პირველი გამარჯვების მოპოვება, მან ირლანდიას მძლავრი და დაუნდობელი თამაში შესთავაზა, რაშიც დიდი როლი გიორგი კვესელაძის ბრწყინვალე ლელომ შეასრულა.

ლევან მაისაშვილის შეგირდებმა მთელი მატჩის განმავლობაში იბრძოლეს და 219 ბოჭვა შეასრულეს - გაუფუჭდათ მხოლოდ 15. 2018 წლის ექვსი ერის "დიდი სლემით" მომგები გუნდისთვის ისინი კერკეტი კაკლები აღმოჩნდნენ.

მერაბ შარიქაძემ ამ წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა, შეასრულა რა 22 ბოჭვა შთამბეჭდავი,
100%-იანი წარმატებით.

ირლანდიასთან დამაიმედებელი თამაშის შემდეგ, ეჭვგარეშეა, საქართველო თავდაჯერებული გავა ფიჯისთან, რომელსაც მე-7 ადგილისთვის ერკინება".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
გაიხარე მერაბ! წარმატებით გევლოს!
გიორგი
01:07 02-12-2020
0
რომ არ შეეცვალათ,კიდევ დაამატებდა.მართლაც მაგრად ითამაშა
სოსო
14:45 02-12-2020
0

სიახლეები პოპულარული