საქართველოს ნაკრები ფიჯისთანაც დამარცხდა

AutoSharing Option
"რვა ერის" მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები ედინბურგში "მარიფილდზე" ფიჯისთან 24:38 დამარცხდა.

მატჩი "ბორჯღალოსნებისთვის" შოკისმომგვრელად დაიწყო. თავსხმა წვიმაში სწრაფი მეტოქის მოძალებას ვერ გავუძელით და დებიუტშივე ლელო მივიღეთ, რომელიც ვერ გარდასახეს, მაგრამ სულ ცოტა ხანში ისეთივე სიტუაციაში ფიჯელებმა მეორე ლელო დაგვიდეს, გარდასახეს კიდეც და მე-6 წუთისათვის ანგარიში 0:12 გახდა. ხუთიოდე წუთში აბჟანდაძემ ჯარიმით სხვაობა ოდნავ კი შეამცირა, მაგრამ ამჯერად მეტოქემ ჩვენების დაცვა გაარღვია და მთელი 16 ქულით დაწინაურდა. ამ მომენტამდე გიგაშვილმა ტრავმა მიიღო და მელიქიძემ შეცვალა.

ტაიმის შუიდან "ბორჯღალოსნებმა" თამაში ასე თუ
ისე დაალაგა, ბურთსაც იოლად აღარ თმობდა, მოწინააღმდეგე საკუთარ ნახევარზე "ჩაკეტა" და მელიქიძემ ლელო დადო, რომელიც აბჟანდაძემ გარდასახა, სხვაობა 10 ქულამდე შემცირდა და აქედან მოყოლებული უპირატესობა, რომელიც უპირატესად შერკინების და კარგი დაზღვევების ხარჯზე მოვიპოვეთ, შესამჩნევი გახდა. შესვენებამდე დარჩენილი დრო მთლიანად ფიჯელთა ნახევარზე გავატარეთ, ერთხელ ლელოსთანაც ახლოს ვიყავით, მაგრამ ვერ ვიხეირეთ და ტაიმი 19:10 დასრულდა.

მეორე ნახევარი ფიჯელებმა ორგანიზებულად დაიწყეს, შერკინებაც მოგვიგეს და ლელოსთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ მოგერიება შევძელით. თუმცა, არ დადგნენ და დამუშავებული კომბინაციებით დაძლიეს ქართველთა დაცვა და 55-ე და მე-60 წუთებზე ორჯერ დაგვალელოვეს, რითაც ანგარიში 31:10 გახადეს, რის შემდეგ სამ წუთში აუტიდან მოგებული ბურთით მშვენიერი გარღვევა ისევ ლელოთი დაასრულეს და სხვაობა 28 ქულამდე გაზარდეს. დამშვიდებულ ფიჯელებს საღინაძე დაუძვრა და ინდივიდუალური ლელოთი და გარდასახვით ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში ჩვენმა მორაგბეებმა ხელები არ ჩამოყარეს და მამაპაპური მიეძალეთი საღინაძემ ბოლო წუთზე მეორე ლელო მიითვალა და მატჩიც დასრულდა.

ამრიგად საქართველოს ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ტურნირზე ყველა მატჩი წააგო, თუმცა უძლიერეს გუნდებთან მიღებულმა კარგმა გამოცდილებამ შედეგი მომავალში უნდა მოიტანოს.

მკითხველის კომენტარები / 141 /
რატო არ აქვეყნებ? რა დავწერე ასეთი მიუღებელი. თუ აძლევ ადამიანებს აზრის გამოხატვის საშვალებას გამოაქვეყნე რასაც დავწერთ. თუ ვინმეს არ ესიამოვნება მაგი ბუნებრივია, მოიქცენ კარგად და არ იქნება კომენტარების დაბლოკვა საჭირო, არ წეიღეს ტვინი, ვინ არიან ესენი.!!!
გიორგი
05 დეკემბერი 2020 23:19
2
2011 წლის მსოფლიო თასზე ტონგამ საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა19-14. 2015 წლის მსოფლიო თასზე კი საქართველოს სარაგბო ნაკრებთან წააგეს??? ვერასდროს დავიჯერებ,რომ საქართველოს ნაკრები ბოლო წლებია სისტემატურად ამარცხებს ტონგასა და სამოას ნაკრებებს.არა მჯერა ჩვენი კუნძულებზე პირველი ვიზიტი დიდად წარმატებული რომ გამოვიდა საქართველოს სარაგბო ნაკრებისთვის.ფიჯი და ტონგა დავამარცხეთ,სამოასასთან კი დავზავდით??? კუნძულელები მათთვის უმნიშვნელოო მატჩებში მაიმუნობენ ხოლმე, მთელი ძალით არ თამაშობენ.ამის მაგალითია 2019 წლის მსოფლიო თასზე ფიჯის დამარცხება ურუგვაისთან??? ბოლო დროს იტალიის ნაკრებთან ჩვენი მარცხის შემდეგ,თბილისში სამოასთან და ტონგასთან ერთი და იგივე სცენარით წარმართული ორი მატჩი - ამ ორივე დაპირისპირებაში პირველი ტაიმები დავთმეთ, საბოლაოდ კი ვიმძლავრეთ და ორივე თამაშში გავიმარჯვეთ.:))) ნუთუ არავის გაგიჩდათ ეჭვი ორრ მატჩში ერთმანეთის მსგავსი მოგების შემდეგ?
ღრმად ვარ დარწმუნებული,საქართველოს ნაკრებს ყველა დაპირისპირებას მოგვიგებენ: ფიჯი,ტონგა და სამოა! მცდარია აზრი,რომ საქართველოს ნაკრებს ბოლო ხუთი წელია რეგრესი აქვს!!! P.S მილტონ ჰეიგს კუნძულებზე მრავალი წელი აქვს ნამუშევარი...
გაუმარჯოს ბანკი "ქართუს"- ბატონ ბიძინა ივანიშვილს...! ))
....
06 დეკემბერი 2020 00:48
4
და კიდევ - ს ა ჭ ი რ ო ა რაგბის ფედერაციამ სერიოზულად ი მ უ შ ა ო ს - ამ ახალგაზრდა პერსპექტიული ბიჭების ბ რ ი ტ ა ნ ე თ შ ი-ც -ბრიტანულ ლიგებში სათამაშოდ ორგანიზებას- იქ ფიზიკური მომზადება და დ ი ს ც ი პ ლ ი ნ ა სერიოზულად განამტკიცებს- განავითარებს ქართველ ბიჭებს- მორაგბეებს ...
გლახუნა
05 დეკემბერი 2020 21:19
3
ნიᲟარაᲫე დააბრუნეᲗ პრეზიდენტაᲗ და მაისაᲨვილი არ არის სანაკრებო დონის პრეზიდენტი!!! რაგბის მტრებო !!!
ზურა
05 დეკემბერი 2020 19:59
14
მაისაშვილი პრეზიდენტი? ზურა, შენც პრეზიდენტი, თუ ნაპოლეონი? :))))
Dato
05 დეკემბერი 2020 20:28
2
კრირტიკოსებს არ გესმით საგანი. წაით ბიძია წაიმეცადინეთ და მერე პოსტეთ.
მთელი თავთ გაზრდილია ნაკრები, დრო უნდა რომ გამოჩნდეს. ერთ დღეში გინდათ 6 ერის მოგება?
mirosan
05 დეკემბერი 2020 19:16
12
გეთანხმები, რომ ნაკრები იზრდება, რადგან ტიერ-1 გუნდებთან გვერგო თამაში. მაგრამ მაისაშვილზე გაცილებით უკეთესი მწვრთნელი გვჭირდება, რომ ზრდა გაგრძელდეს.
გიორგი
05 დეკემბერი 2020 22:02
5
გაჩერდი ბიჯო, იზრდება არა კვახი:) რაშიც დასახვეწია იმაში ვერ იხვეწება და რაშიც დახვეწილი იყო ისიც დავიწყებული აქვს. ფსკერზე ვართ, ცუდად ვითამაშებთ ვისვრით, შედარებით კარგად ვითამაშებთ და მაინც ვისვრით. ესაა ფაქტი.
ანესთეზეოლოგი
06 დეკემბერი 2020 09:59
1
ეს თამაში მოგვიგო ნადოლომ და ტუისოვამ ჯამში 5 ლელო მოითვალეს, ის ოფლოუდიც ტუისოვას ლელოა. ამ ფორმაციის და შემადგენლობის ფიჯის ნაკრები ჩვენკიარა ბევრ წამყვან უნდს მოუგებს და რომარა კორონა ვნახავდით. შეცვლებმა გაამართლა, ნინიაშვილი კარგი ბიჭი ჩანს და შეიძლებოდა მეტი დროის მიცემა მისთვის. ჯალაღონიაც ძალიან მესიმპატიურება ჭკვიანი მოთამაშეა.
Beeq777
05 დეკემბერი 2020 18:27
2
გასაგებია რომ მათიაშვილი სუსტი 15ია მაგრამ სხვა პრობლემებს მათიაშვილის გარდა ვერ ხედავთ თუ მარტო მე მეჩვენება? ხელით თამაში არ ვიცით.ხაზს ვერ ვშლით.რაქი საშინელებაა.სისწრაფეში გვჯობნიან.საერთოდ რა პრინციპით იძახებენ ნაკრებში?დაგინებულია ეს ერთიდაიგივე ხალხი?რომ ხედავ სპორცმენი ფორმაში არარის გამოიძახეს სხვა.1 აუტი ვერ მიაწოდეს წესიერად 4 თამაშში.მოლს ვიყენებდით და მაგასაც ვეღარ ვაკეთებთ.2 ნომერი პრობლემაა.ზირაქა კიბატონო ლეგენდაა და მსოფლიო კლასის 1 ნომერი იყო მარა არ ნიშნავს რომ სულ ესე იქნება.შერკინებაში სულ პრობლემა აქვს.აშკარაა რომ არარის ფორმაში.მიძალებაში ფაქტიურად უპირატესობას ვერ ვქმნით საერთოდ.ესე წინ წასვლა კი არა ისე არ ვქნათ რუმინეთს და ესპანეთს გავუთანაბრდეთ.
ირაკლი
06 დეკემბერი 2020 01:53
0
რაც შეეეხება თამაშს: 1) ფიჯის რო თამაშის შესაძლებლობა მიცემოდა იტალიას და შოტლანდიას გადაირტყამდა ულაპარაკოდ, საფრანგეთს თუ იმ შემადგენლობით იქნება, რაც ბოლოს ყავდა და ფინალში ეყოლება, ასევე. ეგეთი უკანა აზი არცერთ გუნდს არ ყავს საერთოდ ამ ტურნირზე! ამიტომ მათთან წაგება, თუნდაც უთამაშებლებთან, გასაკვირი არაა 2) დასანანი ისაა, რომ მაისაშვილს აქვს არასწორი, არათანმიმდევრული და სუბიექტური საკადრო პოლიტიკა, ისევე , როგორც ჰეიგს: ნადოლოს, რადრადას და ბოტიას თოდუას რო უყენებ რა გონია? ეთმაშა თაზოს, რომელიც ფიზიკურად უფრო ძლერია, ან თაფლაძეს? იმატ ვგულისხმობ, ვინც წაიყვანა მხოლოდ. სოსო ალბათ თვითონ დაანებებს თავს. კომენტარს არ გავაკეთებ. მაზოლზე ფეხის დაჭერა არ მოსულა. ნინიასვილს უნდა ეთმაშა თავიდანვე. ეს ბიჭი დიდი ტალანტი ჩანს. 3) როგორც დანა კარაქში არ გაევლოთ 2-3 ჯერ ჩვენ დაცვაში, შანსი იყო. 1 ტაიმის ბოლოს ლელო უნდა დაგვედო. ლელოს დადების მომენტში კიდე ფიჯელი უნდა გაეგდო კისრით ჭერისთის/ მცირე ეპიზოდებში აშკარად არასაჩვენოს სტვენდა. 4) ჩვენი შერკინება --- ნარიაშვილი როგორც ჩანს ვეღარასდროს იქნება ის, რაც იყო. ჩილაჩავაც დავკარგეთ? არ ვიცი. ვითომ ყველაზე უპრობლემო 1 ხაზშ ყველაზე მეტი პრობლემა გამოგვიჩნდა. ვითომ ბევრი გვყავდ და აბა, სად არიან? ისე, რატო არ იყო ყაულაშვილი განაცხადში? რითი ჯობია გოგიჩაშვილი? ან გინდა მელიქიძე 3ზე? 2ხაზმა სასიამოვნოდ გამაკვირვა. როგორც ჩანს ჯაიანისგანაც დადგება მოთამაშე, ეგაა ჯავახიას რატო არ ენდო? სიმაღლის გამო? გიროგაძე უსუსტესია. ამ ეტაპზე მისი ადგილი ნაკრებში არ არის. თუ მათიასვილი სირცხვილია ხაზში, გიროგაზე რითი ჯობია შერკინებაში? გაჩეჩილაზ აუცილებლად . ჯალაღონიამ 100 პროცენტით გაამართლა! საღინაძ ყოჩაღ! ცუცქირიძე იმედია გვეღირსება და ნუ გორგაძე-ჩვენი საუკეთესო მოთამაშ((( არ გვიმართლებს- გორგაძის, ცუცქირიძის, შარიქაძის ტრავმები. მგონია ალანია ისეტი ბიჭი დგება, ლობჟანიძესაც აჯობებს და გელასაც. მთავარი ერთია: არჩევნები მალე! კარგი გუნდი და აქხალი სამწვრთნელო შტაბი! აუცილებლად ა კატეგორიის მსაჯი, კოტერის დონე, არანაკლები და თანაშმწეები. სხვანაირად შნსი არაა
ანალიზი
06 დეკემბერი 2020 00:37
0
არ ვართ რაგბში ძლიერი ქვეყანა, ვერ მოვახერხეთ ვერცერთი პრინციპული თამაშის მოგება.
ჩვენი ყველაზე დიდი შედეგი იყო 2015 წელს მსოფლიოზე ტონგასთან გამარჯვება.
უხადეთ ეხლა მადლობა წაგებისთვის, რამეზე პრეტენზია თუ გვაქვს რაქში ესე საცოდავად არ უნდა გამოვიყურებოდეთ!
Zerozerozero
05 დეკემბერი 2020 23:16
12
ძალიან არაპროფესიონალური კომენტარია)
ზუკა
06 დეკემბერი 2020 00:22
0
იძახეთ ახლა თაობათა ცვლა და კიდევ 1000 მიზეზი, ვითომ ფიჯის არ აკლდა დღეს მორაგბეები, ამასთან გუნდს მთელი წელი საერთოდ არ უთამაშია,ხოლო უელსმა სულაც ახალგაზრდები დაგვიყენა,ასე რომ სულ ეს არის, რაც ბოლო 5 შეხვედრაში ვნახეთ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები,მეტს რას თხოვთ საქართველოს ჩემპიონატში და საფრანგეთის ჭე ლიგებში მოასპარაზე მორაგბეებით გუნდს,სპეციალისტებმა რა დაინახეს არ ვიცი,მაგრამ ბოლო 20 წელია მაგათგან სულ ეთი და იგივეს ვისმენთ.
me
05 დეკემბერი 2020 23:09
7
Ძალიან დაგვწყვიტა გული ასეთმა მარცხმა, მაგრამ მგონია არ არის საჭირო ზედმეტად დრამატიზირება, ფიჯი მაღალი დონის გუნდია და ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება მასთან თამაში, შეცდომები იყო და მათიაშვილის საუკეთესო თამაშიც არ იყო, მაგრამ მარტო ეს არ არის მარცხის მიზეზი. Წინსვლა უნდა განვაგრძოთ, ახლა ასე ვართ, ხვალ უკეთესად ვიქნებით, შრომით და იმედით!
Irakli
05 დეკემბერი 2020 19:26
2

სიახლეები პოპულარული