საქართველოს ნაკრები ფიჯისთანაც დამარცხდა

AutoSharing Option
"რვა ერის" მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები ედინბურგში "მარიფილდზე" ფიჯისთან 24:38 დამარცხდა.

მატჩი "ბორჯღალოსნებისთვის" შოკისმომგვრელად დაიწყო. თავსხმა წვიმაში სწრაფი მეტოქის მოძალებას ვერ გავუძელით და დებიუტშივე ლელო მივიღეთ, რომელიც ვერ გარდასახეს, მაგრამ სულ ცოტა ხანში ისეთივე სიტუაციაში ფიჯელებმა მეორე ლელო დაგვიდეს, გარდასახეს კიდეც და მე-6 წუთისათვის ანგარიში 0:12 გახდა. ხუთიოდე წუთში აბჟანდაძემ ჯარიმით სხვაობა ოდნავ კი შეამცირა, მაგრამ ამჯერად მეტოქემ ჩვენების დაცვა გაარღვია და მთელი 16 ქულით დაწინაურდა. ამ მომენტამდე გიგაშვილმა ტრავმა მიიღო და მელიქიძემ შეცვალა.

ტაიმის შუიდან "ბორჯღალოსნებმა" თამაში ასე თუ
ისე დაალაგა, ბურთსაც იოლად აღარ თმობდა, მოწინააღმდეგე საკუთარ ნახევარზე "ჩაკეტა" და მელიქიძემ ლელო დადო, რომელიც აბჟანდაძემ გარდასახა, სხვაობა 10 ქულამდე შემცირდა და აქედან მოყოლებული უპირატესობა, რომელიც უპირატესად შერკინების და კარგი დაზღვევების ხარჯზე მოვიპოვეთ, შესამჩნევი გახდა. შესვენებამდე დარჩენილი დრო მთლიანად ფიჯელთა ნახევარზე გავატარეთ, ერთხელ ლელოსთანაც ახლოს ვიყავით, მაგრამ ვერ ვიხეირეთ და ტაიმი 19:10 დასრულდა.

მეორე ნახევარი ფიჯელებმა ორგანიზებულად დაიწყეს, შერკინებაც მოგვიგეს და ლელოსთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ მოგერიება შევძელით. თუმცა, არ დადგნენ და დამუშავებული კომბინაციებით დაძლიეს ქართველთა დაცვა და 55-ე და მე-60 წუთებზე ორჯერ დაგვალელოვეს, რითაც ანგარიში 31:10 გახადეს, რის შემდეგ სამ წუთში აუტიდან მოგებული ბურთით მშვენიერი გარღვევა ისევ ლელოთი დაასრულეს და სხვაობა 28 ქულამდე გაზარდეს. დამშვიდებულ ფიჯელებს საღინაძე დაუძვრა და ინდივიდუალური ლელოთი და გარდასახვით ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში ჩვენმა მორაგბეებმა ხელები არ ჩამოყარეს და მამაპაპური მიეძალეთი საღინაძემ ბოლო წუთზე მეორე ლელო მიითვალა და მატჩიც დასრულდა.

ამრიგად საქართველოს ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ტურნირზე ყველა მატჩი წააგო, თუმცა უძლიერეს გუნდებთან მიღებულმა კარგმა გამოცდილებამ შედეგი მომავალში უნდა მოიტანოს.

მკითხველის კომენტარები / 141 /
ვინ გაუშვეს და ვინ მოათრიეს...წადი მაისაშვილი წადიიი...რა სასჯელივით მოგვევლინე ვინ ხარ კაცო შენ...წადი წადი...
მართა ლი
05 დეკემბერი 2020 19:20
15
Რაგბშიც ფარჩაკეი გუნდი გვყავს და ფეხბურთშიიც.და სანამ ფული არ ჩაიდება სპორტში სანამ კერძო პირი კლუბს არ შეიძენს და ფულს არ დახარჯავს მანამდე არც რაგბში და არც ფეხბურთში არაფერი გვეშველებაა.
buxrika
06 დეკემბერი 2020 01:56
5
ადრეც დავწერე რაც ერთიბლივი ვარჯიში ჩაატარეს ინგლისელებ5ან თუ გახსოვთ სერკინების...მის მერე კარგად დააკვირდით როგორ აირია ჩვენი შერკინება.ძველები აშკარად ვე4არ წაჩავენ.ფიჯელები ფიზიკურად 3/4 თავით მაღლა იდგნენ..მადლობა ბიჭებს მაინც.ჰო კიფევ ერთი ადრეც ვთქვი მათიაშვილი სანაკრებო დონის ვაფშე არაა..საქარ5ველოს ჩემპიონატის დინის ისაც საშუალო
Gio
06 დეკემბერი 2020 00:36
0
Ეს ნაკრები ახლოსაც არაა ჩვენს 2015 წლის ნაკრებთან! Იმათი ყურება ერთი სიამოვნება იყო, ამათ ყურება კი ნამდვილად ტანჯვაა.. Ძალიან დიდი სხვაობაა! Ბევრი ითქვა მიზეზებზე, ამის ბრალი, იმის ბრალი, მაგრამ ფაქტია რომ დიდი რეგრესია და უკან მივდივართ, ერთ გადაცემაში ლელა კაკულიამ თქვა: ვხედავ საქართველოს რაგბის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდებაო.. Რა საინტერესოა რომელ საუკუნენეში მოხდება ეს?! Ბობოლა გუნდებთან მოგება მანახეთ ოღონდ და მსოფლიო ჩემპიონობას ვინ ჩივის.. Მე ეხლა მიხარია სპორტი, ეხლა მინდა ვიხილო წარმატებები საქართველოს სპორტში სხვადასხვა სახეობებში, თორემ ოდესმე ამერიკას ქალი პრეზიდენტი ეყოლება, მანქანები იფრენენ ცაში, ოკეანის სიღრმესაც გამოიკვლევენ და მარსზეც დასახლდება კაცობრიობა, ოდესმე..
ლაშა
05 დეკემბერი 2020 19:22
4
კომპიუტერულ თამაშში,ალბათ.
სოსო
05 დეკემბერი 2020 20:37
1
რაგბი ისეთი სპორტია, რომ ძნელია პირველი კატეგორიის გუნდებს გაუტოლდეს ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყანა, აგერ იტალია ამდენი წელია წვალობს და მაინც ვერაა იმათ დონეზე, არა ისე არ გამიგოთ თითქოს რაგბის განვითარების შეწყვეტას ვითხოვდე არა უბრალოდ მთავარი აქცენთი სათამაშო სახეობებიდან ჯობია კალათბურთზე და ფეხბურთზე(არ ჩამქოლოთ) გაკეთდეს რადგან მანდ გაცილებით ადვილია გრანდებთან უფსკრულის ამოვსება ვიდრა რაგბში(ფაქტიურად შეუძლებელია), თუნდაც ხელბურთი და ფრენბურთის განვითარება ავიღოთ გაცილებით იოლია თან ჩვენ მხოლოდ საკუთარი ძალებით ვცდილობთ წინსვლა და შეხედეთ სხვა გრანდებს რამდენი ფიჯელი, სამოელი ზელანდიელი ყავთ ნატურალიზებული ჩვენ კი ამის საშუალება არ გვაქვს.
hhh
05 დეკემბერი 2020 19:09
28
რაგბში მსოფლიოს მე-12 გუნდი გვყავს, ფეხბურთში ალბათ 112-ე. კალათბურში რაგბის შემდეგ საუკეთესო რეიტინგი და შანსები გვაქვს. ჰოდა ფეხბურთში გადაყრილი მილიონების ნახევარი რაგბს რომ მოიახმარონ ის აჯობებს.
გიორგი
05 დეკემბერი 2020 19:44
9
ფეხბურთში გრანდებთან კი არადა ნაჩანჩალებთან ვაგებთ
გიორგი
05 დეკემბერი 2020 19:47
2
ეს თამაში მოგვიგო ნადოლომ და ტუისოვამ. ჯამში 5 ლელო მიითვალეს იმ ოფლოუდის ჩათვლით. ამ ფორმაციის ფიჯის ნაკრებს ბევრი გრანდის მოგება შეუძლია და რომარა კორონა მოუგებდნენ კიდეც ვინმეს ქვეჯგუფში. ნინიაშვიკისთვის მეტი დრო უნდა მიეცა განსაკუთრებით სოსოს სუსტი ტამაშების ფონზე. ჯალაღონია მესიმპატიურება ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა.
Beeq777
05 დეკემბერი 2020 18:46
1
ადმინ რატომ არ მიქვეყნებ კომენტარს რა არ მოგეწონა?
გულშემატკივარი
05 დეკემბერი 2020 18:25
1
არც მე მიქვეყნებს. არ მოსწონს მაისაშვილი კრიტიკა.
გიორგი
05 დეკემბერი 2020 18:59
1
ფეხბურთელებზე უკეთესები არც თქვენ ხართ მერანდენედ წაგეტ ნოლით
reali
05 დეკემბერი 2020 18:34
19
მე ვისურვებდი კარგ ახალგაზრდა მწვრთვნელს.. ჩვენთან ერთად გაიზრდებოდა.
დღეს ეს თამაში რასაც ვაჩვენებთ არაა პროგრესირებადი.
დაღლილი გუნდი ვართ.
გვჭირდება გამძლეობა და ჭკვიანი თამაში.
დავით
06 დეკემბერი 2020 18:28
3
რაგბს სულ 30 თუ 35 ქვეყანა თამაშობს და აქედან შუაზე ცოტა წინ რომ იქნები ესაა წარმატება? ბევრს კიდევ ჰგონია ძლიერ გუნდებთან სპარინგი რამის მომტანი იქნება. ეჰ
დავით 67
06 დეკემბერი 2020 01:01
10
რაგბს 105 ქვეყანა თამაშობს.
გიორგი
07 დეკემბერი 2020 18:53
0
ოცმა გუნდმაც კი არ იცის წესიერად ᲗამაᲨი მსოფლიოზე Რუსეთიც იყო 20 Ქვეყანაში და Რუსეთის რაგბი
Mima
06 დეკემბერი 2020 08:50
1

სიახლეები პოპულარული