ქართველებმა რუსეთის ნაკრებს ორი ლელო გაუტანეს - რუსებს "ბორჯღალოსნების" ძლევის იმედი აქვთ

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრები "ბორჯღალოსნებთან" მატჩისათვის მომზადებას აგრძელებს და რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე ლეგიონერთა ნაკრებთან სოჭში ამხანაგურ მატჩი 18:28 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული გუნდიდან ლელო ტარიელ დონაძემ და გიორგი ჭყოიძემ გაიტანეს, ხოლო დამარცხებულთა რიგებში ნიკოლოზ კაზალიკაშვილის დებიუტი შედგა.

ნამატჩევს კომენტარი კაზალიკაშვილმა გააკეთა: "რა თქმა უნდა, უკეთ თამაშის და უკეთესი შედეგის მიღწევის სურვილი გვქონდა. თუმცა, მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა. დებიუტით გახარებული ვარ".

რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა ლინ ჯონსმა კი შემდეგი განაცხადა:

"ჩვენი ამოცანა თბილისში გამარჯვებაა. ასეთი შესაძლებლობა გვაქვს, უბრალოდ კარგად უნდა მოვემზადოთ. ამისათვის ძალიან კარგად
უნდა ვითამაშოთ, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ეს შეუძლებელია. ვიცით, საქართველო ჩვენს რაგბს განვითარებაში რამდენიმე წლით უსწრებს - მათი ნაკრების წევრების 60% საფრანგეთში თამაშობს და ვარჯიშობს.

მიუხედავად ამისა, წარმატებისა უნდა გვჯეროდეს. საქართველოსთან პირველი გამარჯვება რუსული რაგბისთვის აღმაფრენა იქნება. ამიტომ ჩვენ ეს მოგება ძალიან გვჭირდება. სამწუხაროდ, მარტო მე ამის გაკეთება არ შემიძლია, მიზნის მისაღწევად კარგად მუშაობაა აუცილებელი. რუსეთი მსოფლიოში უდიდესი ქვეყანაა, რუსული რაგბი კი - ერთ-ერთი ყველაზე პატარა".

მკითხველის კომენტარები / 15 /
ვოვამ უთხრას ბიძოს და გაუჩალიჩებს. რა პრობლემაა
1111
20 დეკემბერი 2020 20:54
63
შენ ის ნაცი არ ხარ უკვე ამერიკის და ევროპის ელჩებს რომ აგინებთ დილიდან საღამომდე? ახლა აღარ მოგწონთ ამერიკა ხოოო :-) გაიშიფრეთ ბიძია და სამწუხაროდ ბიძოზე მეტი რუსეთუმე გამოდექით.წადით ვოვას საბანი მიაფარეთ არ გაგიცივდეთ
:-)
21 დეკემბერი 2020 06:19
24
ეს ბანძი ნაციონალები რით ვერ დამთავრდით?
გაგა
21 დეკემბერი 2020 00:56
29
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული