თუ საქართველოს ნაკრებთან სწორად ვიმუშავებთ, თამაშში დავრჩებით - ამბობს რუსეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელი

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების მწვრთნელის, ლინ ჯონსის თანაშემწემ, კარლ ჰოგმა rugger.info-სთან ინტერვიუში საქართველოს ეროვნულ გუნდთან მომავალ მატჩში თავიანთ შანსებზეც ისაუბრა:

"ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებმა "შემოდგომის ერთა თასზე" ასპარეზობის შედეგად უზარმაზარი გამოცდილება მიიღო. უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეებთან თამაში ყოველთვის სასარგებლოა. თუმცა, მე მომავალ შეხვედრას ქართველების გამოცდილი გუნდის გამოწვევის შესანიშნავ შესაძლებლობად განვიხილავ. ყურადღება იმაზე უნდა გამახვილდეს, რომ რუს მორაგბეებს ამ შეჯიბრში ჩართვა შეუძლიათ.

ჩვენს გუნდში ერთგულებისა და ჟინის მრავალი მაგალითი არის. ამასთან საჭირო ზონებში ჭკვიანურად მოქმედებაა აუცილებელი. თუ სტანდარტებზე და დაცვაში სწორად ვიმუშავებთ და ფეხით დარტყმებშიც,
თამაშში დავრჩებით".

რაგბი ევროპის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს
შორის 7 თებერვალს თბილისში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
იმის გათვალისწინებით, რომ ქართველებს გამარჯვება ერთობ მოგვენატრა, არათუ თამაშში, შესაძლოა, თამაშის მერეც ეგრე დარჩეთ...
მ.ტ.
25 იანვარი 2021 11:40
0
ნეელაა ზვიიადი ხელი არ შეგრშალოს და იგი))))
1111
25 იანვარი 2021 11:11
3
ნეეელაა ზვიადი ხელი არ შეგეშალოს და იგი))))
1111
25 იანვარი 2021 11:10
0
თამაშში დარჩებით აბა რა 80 წუთზე ადრე ვინ გაგიშვებთ სტადიონიდან:))
ზორბეგი
24 იანვარი 2021 21:53
0
ემანდ მარცხი არეფელი მოგივიდეს კარლიტო
აკინ
24 იანვარი 2021 19:33
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული