საქართველოს თუ მოვუგე, პუტინმა გმირის წოდება მიბოძოს - რუსეთის მწვრთნელი

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა ლინ ჯონსმა rugger.info-სთან ინტერვიუში "ბორჯღალოსნებთან" მომავალ მატჩზე ისაუბრა.

- შეგიძლიათ დაასახელოთ სამი ელემენტი, რომლებითაც საქართველო უდავოდ სჯაბნის რუსეთს?
- პირველი - ფიზიკური მომზადება, მეორე - გამოცდილება. იმავე "შემოდგომის ერთა თასმა" ქართველებს ტოპ-ნაკრებებთან თამაშის საშუალება მისცა. ამ შეხვედრებში ძალიან ბევრი რამ ისწავლეს; და მესამე - თვითრწმენა, რადგან რუსეთთან არასოდეს წაუგიათ. ფსიქოლოგია მათ მხარეზეა. აი, აქ ჩემი მუშაობა კი იმაში მდგომარეობს, შთავუნერგო ჩემს მორაგბეებს აზრი, რომ მათაც შეუძლიათ გამარჯვება.

- ასეთ შემთხვევაში ამ თამაშში რა კოზირი გექნებათ?
- აი, ამას კი
არ გეტყვით. ეს მატჩზე ჩვენი დიდი გეგმის ნაწილია. გამიგეთ, ჩვენთან აქ სულელები კი არ არიან: ყველას ესმის, თუ რამდენად რთული ბრძოლა იქნება ქართველებთან. თუმცა, თუ კარგად ვითამაშებთ, ყველა შანსს გამოვიყენებთ და გაგვიმართლებს კიდეც, მაშინ ხომ მოგებაც შეგვიძლია. ასე არ არის?

- მოდით, სანაძლეო დავდოთ. თუ საქართველო დაამარცხეთ, თავს გადაიპარსავთ?
- არა, ამას არ გავაკეთებ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში პუტინთან შეხვედრა მინდა. დაე, გმირის წოდება მომანიჭოს, ისევე, როგორც იური გაგარინს (იცინის).

მკითხველის კომენტარები / 8 /
ოცნებას კაცი არ მოუკლავს. ფრთხილად რუსებო, არ ჩაისვაროთ.
სტატუს ქუო
12:48 31-01-2021
0
პუტინის ნაცვლად ვერ შეგპირდებით, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას და თუ მართლა გაისროლეს შენმა შეგირდებმა, გვარამია-პატარაიას დუეტი სიხარულით მოგანიჭებს დაუვიწყარ სიამოვნებას...
ვოოტ
00:00 28-01-2021
25
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული