საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების რაგბი ევროპის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის მატჩს ფრანგების ნაცვლად რუმინელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება.
"რაგბი ევროპამ" გადაწყვეტილება შეცვალა და მატჩის მთავარ მსაჯად ალეკსანდრუ იონესკუ დანიშნა, ლაინსმენებად კი - კრისტიან სერბანი და რადუ პეტრესკუ.
ამაზე კომენტარი იონესკუმ გააკეთა: "ნოემბერში პორტუგალიასა და ბრაზილიას შორის ჩემი პირველი საერთაშორისო მატჩი ვიმსაჯე. ვფიქრობ, სწორედ ამ თამაშის მსაჯობამ გამოიწვია ჩემი ახალი დანიშვნა. ეს ევროპული და მსოფლიო სარაგბო საზოგადოების რუმინელი არბიტრების მიმართ ნდობაზე მეტყველებს, რაც დიდი პატივი და პრივილეგიაა. დარწმუნებული ვარ, ორი ძლიერი მეტოქის საინტერესო
დაპირისპირებას ვიხილავთ, პირადად ჩვენთვის კი ეს რუმინული მსაჯობის დონის დემონსტრირების შესაძლებლობაა".
ეს შეხვედრა თბილისში 7 თებერვალს გაიმართება.