PREVIEW - პრინციპული მატჩი რუსეთთან! [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 20 მარტს თბილისის დროით 15:00 საათზე საქართველოს რაგბის ნაკრები რუსეთს კალინინგრადში დაუპირისპირდება.. 

ისტორიაში ეს ნაკრებები ერთმანეთს 24-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც კოლოსალური უპირატესობით საქართველოს ნაკრები ლიდერობს. "ბორჯღალოსნების" ანგარიშზე 22 გამარჯვება გახლავთ. რუსებმა მხოლოდ და მხოლოდ 1 მატჩი მოიგეს, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა. 

პირველი მატჩი 1995 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე  1993 წლის 25 მაისს, პოლონეთის ქალაქ სოპოტში გაიმართა, სადაც ქართველები 9:15 დამარცხნენ. ამის შემდეგ "დათვებს" გამარჯვება აღარ მოუპოვებიათ. 

რაც შეეხება ასევე ერთადერთ ფრეს, ეს მატჩი  2002 წლის 3 მარტს თბილისში, "დინამოს არენაზე" გაიმართა. შეხვედრა 12:12 დასრულდა. 


ბოლოს ეს ნაკრებები 2021 წლის 7 თებერვალს "დინამო არენაზე" დაუპირისპირდნენ, სადაც ქართველებმა მეტოქე
16:7 დაამრცხეს და მორიგი გამარჯვება მოიპოვეს.


შეგახსენებთ, რაგბის ევროპის ჯგუფში 2 თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრები ერთპიროვნული ლიდერია. "ბორჯღალოსნებს" 9 ქულა აქვთ და მიღებულ და გატანილ ქულებს შორის სხვაობ +18 გალავთ. რაც შეეხება "დათვებს", ისინი 4 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფებიან.

altრუსეთის ნაკრების კაპიტანი: ქართველების თეთრი შურით მშურს - ირლანდიასთან შესანიშნავად ითამაშეს

alt"ბორჯღალოსნები" - დაბრუნებული ჟვანია და 10 უკეპო მორაგბე რუსეთთან მატჩის გაფართოებულ შემადგენლობაში

altსაქართველოს თუ მოვუგე, პუტინმა გმირის წოდება მიბოძოს - რუსეთის მწვრთნელი


altრაგბი ევროპა - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა რუსეთთან





მკითხველის კომენტარები / 14 /
არავითრი პრინციები... დღეს უბრალოდ ჩვენები რუსებს მაჯაზე დაიკლავენ!!!!
სტატე
20 მარტი 2021 14:21
0
იმედის მომცემი და პერსპექტიული ბავსშვები 2023 წლის მსოფლიოს მერე იზრუნეთ რო ჩამოყალიბდნენ გამოცდილ მორგბეებად. 2023 წლისთვის გვჭირდება ჩვენი რეპუტაციის ასე ტუ ისე დაბრუნება მინიმუმ 2015 წლის მსოფლიოს შედეგის გამეორება. 2019 წლის მსოფლიო ჩავაგდეთ დ მის მერეც რეგრესია. უკნა ხაზში გვჭირდება ნტურალიზებ 3-4 მორგბის ისე და ისევ მდოფლიოსთვის. სუსტია უკანა ხაზი ამ ეტაპზე ვერ ქაჩავენ ვერც ფიზიკურად ვერ ტაქტიკურად. მარტო მორკინალების ხარჯზე ვერაფერს გახდებიან.
რაგბის ქომაგი
20 მარტი 2021 12:09
5
უკანა ხაზი ჩვენი უნდა გავაძლიეროდ. ძალიან იმედის მომცემია ნინიაშვილი, ტაბუცაძე, მოდებაძე, თაფლაძე, კვესელაძე და შარიქაძე. დრო უნდა, მაგარი მწვრთნელი და ძლიერ გუნდებთან თამაში.
გიორგი
20 მარტი 2021 13:08
0
დათა ბატონო როგორც ჩანს ზოგადი შეხება თქვენ გაქვთ სპორტთან, თორემ პრინციპული მატჩი გვქონდა იტალიასთან,ამ შეხვედრაშშო კიდევ სადაც 3 ჯერ,4 ჯერ უფრო ძლიერი ხარ მეტოქეზე და 2 ტურით ადრე ჩემპიონი მგონი უხერხულია მაგაზე საუბარი და ისე სხვა მხრივ გავრტყი პუტინს შიგ ლავროვში!
ბათუმელი
06 თებერვალი 2021 21:06
4
პუტინს შიგ ლავროვში მომეწონა :-)
გიორგი
20 მარტი 2021 13:11
0
გეღანხმები, რომ იტალია იყო პრინციპული. მას მერე 8 ერზე დაგვიშვეს და ის 4 თამაში იყო აბანო. რუსებს თბილისში ძლივს მოვუგეთ, ასე რომ 50 ქულიანი უპირატესობის იმედი გაქრა. ჰოდა, სრულიად ვეთანხმები დათა ბატონს რომ სპორტი პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. ეს შეიძლება არ მოგწონდეს კაცს, მაგრამ ფაქტია და ვერსად გაექცევი.
გიორგი
20 მარტი 2021 13:03
0
თუთაშხია შენ პოლიტიკურად ფიქრობ თუ სპორტულად!?
ბონდო
06 თებერვალი 2021 20:54
5
პრინციპული მატჩი რატომაა გუნდს რომელსაც ყველა თამაშს 50:0 უგებ ეგ ვერ გავიგე თუ იიი რუსეთი მტერია!
ბათუმელი
06 თებერვალი 2021 15:10
14
როგორც ჩანს, სპორტთან ძალიან ზოგადი შეხება გაქვს, იმას თუ ვერ ხვდები, პრინციპული შეხვედრა რატომაა.
დათა თუთაშხია
06 თებერვალი 2021 19:50
4
ხვალინდელი შემადგენლობის უკანა ხაზი ფიზიკურად ძალიან სუსტია,ახალგაზრდები, ნიჭიერები, მაგრამ ჯერ კიდევ ფიზიკურად სუსტები ( ტაბუცაძე, მოდებაძე, ანანიაშვილი), ტობ - გუნდებთან - ვ ე რ ც ერთ შეტევას ვერ მოვიგერიებთ ( მინიმუმ - 60 ქულას მივიღებთ), ვნახოთ რუსეთთან!
გლახუნა
06 თებერვალი 2021 13:57
15
რის საფუძველზე დათვალე მინიმუმ 60 ქულა? ნადოლოს და რადრადრას დონის უკანახაზელები თუ გინდა, მაგაზე ჩვენ კი არა, ზელანდია და ავსტრალიაც ამაოდ ოცნებობენ :)) მოდებაძეს კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს. ერთი 100 კილოზე თუ ავა და სისწრაფეს არ დაკარგავს, უკვე მსოფლიო დონის პარამეტრები ექნება. ტაბუცაძეც კარგი ბიჭია, პარამეტრებიც აქვს და ნინიაშვილმაც (არა ანანიაშვილმა) ერთი 10 კილო რომ მოიმატოს სწორად, უკანა ხაზსაც ეშველება. ამისთვის დროც აქვს და მოტივაციაც. ერთი და ორი ლელოს გაშვებისგან არავინაა დაზღვეული, მთავარია შეტევაში ვითამაშოთ გამართულად და ფანტაზიით. ჩემი აზრით, დღეს ეს უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე სუსტი უკანა ხაზი.
Lasha
06 თებერვალი 2021 20:04
2
როგორც ბოლო ხანებში სოსო მათიაშვილი თამაშობს,უბრალოდ აუცილებელია,ალტერნატივების ძებნა.ნინიაშვილმა რაც ითამაშა,იმ მცირე დროშიც აჩვენა,რომ იმედის მომცემი ბიჭია და ამ მატჩში სათანადო გამოცდილების დაგროვება,მისთვის ძალიან სასარგებლო იქნება.კონკურენცია,სოსოსაც შეაჯანჯღარებს და იქნებ ისევ ძველებურადაც ათამაშდეს.
სოსო
06 თებერვალი 2021 17:23
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული