"საქართველოს და რუსეთის ნაკრებები სხვადასხვა პოლუსზე იმყოფებიან" - აცხადებს რუსი მწვრთნელი

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ნიკოლაი ნერუშმა Rugger.info-სთან ინტერვიუში საქართველოსა და რუსეთის ეროვნული გუნდების მომავალ მატჩზე ისაუბრა.

- "მიხეილ მესხის" სტადიონზე გულშემატკივრები არ იქნებიან, რომლებიც ყოველთვის გულმხურვალედ უჭერენ მხარს ქართულ გუნდს. ეს ფაქტორი შეიძლება კვირას რუსეთის ნაკრებს დაეხმაროს?
- შესაძლოა, რუს მოთამაშეებზე ზეწოლა ცოტა ნაკლები იქნება, მაგრამ მე ამაზე აქცენტს არ გავაკეთებდი. ჩემი აზრით, გუნდები მატჩს სხვადასხვა მდგომარეობაში ხვდებიან. "ლელოელები" "შემოდგომის ერთა თასზე" პლანეტის საუკეთესო ნაკრებებთან ბრძოლების შემდეგ უკვე სულ სხვა გუნდია და არ აქვს მნიშვნელობა, როგორ შემადგენლობას აირჩევენ და როგორ მოემზადებიან
თამაშისთვის.

ეს ეხება რუსეთსაც, რომელსაც 2019 წლის მსოფლიოს თასისგან კი არა, შარშანდელთან შედარებითაც ახალი გუნდი ჰყავს, რომელსაც დებიუტში უძლიერესი გამომცდელი შეხვდა. ასე რომ, ვნახავთ, როგორი თამაშის ჩვენება შეუძლია რუსულ გუნდს და რამდენად მზადაა გაუძლოს ასეთი ძლიერი მოწინააღმდეგის ზეწოლას, ახალწვეულებიდან ვინ წარმოაჩენს თავს, ვიხილავთ თუ არა სამწვრთნელო შტაბის ახალ გადაწყვეტილებებს. საუბარი შედეგზეც არ არის, არამედ იმაზე, თუ რამდენად ბრძოლისუნარიანია ჩვენი გუნდი და როგორი პერსპექტივა აქვს.

- იანვარშიც კი საქართველოს ჩემპიონატი გრძელდება, აღარაფერს ვამბობთ საფრანგეთში მოასპარეზე ქართველ მორაგბეებზე. რუსებს კი სათამაშო პრაქტიკა საერთოდ არ გააჩნიათ. როგორ ფიქრობთ, გუნდები სხვადასხვა სათამაშო ტონუსში იქნებიან?
- თუ კონკრეტულ მატჩზე მომზადებაზე ვსაუბრობთ, ამაშია რუსული გუნდის მთავარი პრობლემა. გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადასვლისასაც კი, კლიმატური პირობების გამო ვერ ვახერხებთ ჩემპიონატის ჩატარებას. ამიტომ ვთვლი, რომ გუნდები სათამაშო ტონუსის თვალსაზრისით სხვადასხვა პოლუსზე იმყოფებიან.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამათ უნდა ჩავუტაროთ ანტივირუსული აცრა მორგუნოვის ნემსით
0
აბა ბიჭებო 0-40 გავისტუმროთ ეს ძალით მორაგბეები
rugby
12:32 05-02-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული