რუსეთთან ნამატჩევს (16:7) ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ისაუბრა:
"ეს არ იყო რუსეთთან ყველაზე მძიმე თამაში. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივარი ამ თამაშით არ იქნება ბედნიერი და დიდად არც ჩვენ ვართ გახარებულები, მაგრამ მოგება მოგებაა. რეალობა ისაა, რომ რუსეთთან თამაში იმხელა პასუხისმგებლობაა, იმდენად ემოციური და მძიმეა, რომ ეს ხშირად ხელს გვიშლის ხოლმე.
იგივე მოხდა ახლაც. დღეს ჩვენი ყველაზე დიდი მინუსი იყო ის, რომ ძალიან ბევრჯერ დავჯარიმდით, რაც სწორედ ემოციების ბრალია. გასახდელში ბიჭები ამბობდნენ, რომ ინგლისთან არ გვინერვიულია ისე, როგორც ამ
თამაშშიო. ამის დაძლევა მარტივი არ არის, თუმცა ღვთის წყალობით ისტორიაში კიდევ ერთი მოგება ჩავიწერეთ და ესაა მთავარი".
rugby.ge