იტალია საქართველოზე გაცილებით კარგი გუნდია - კონორ ო'ში

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა, ირლანდიელმა კონორ ო'შიმ Sports Mail-თან საუბარში განაცხადა, რომ იტალია 6 ერში თამაშს იმსახურებს და საქართველოზე გაცილებით კარგი გუნდია.

"ძალიან ადვილია შეკითხვის დასმა იტალიის შესახებ, თუმცა, როცა მათი თამაშის სტილს უყურებ, ცალსახად, ისინი საქართველოზე უკეთესები არიან. იტალია ფრანკოს ხელმძღვანელობით კარგი რაგბის თამაშს ცდილობს.

ეს საკითხი სულ დგას და იქნება: "რა უნდა მოხდეს 6 ერთან დაკავშირებით? დაქვეითების ინსტიტუტი უნდა ამუშავდეს თუ არა? მიმაჩნია, რომ იტალიამ ელიტაში ადგილი დაიმსახურა და ჩემი აზრი არასდროს შეიცვლება, ის კი გულისხმობს, რომ რაგბის
განვითარებას უნდა შევუწყოთ ხელი. ჩვენი მიზანია ძლიერი საქართველო და რუმინეთი, ასევე, ოკეანეთის ძლიერი ნაკრები გუნდები გვყავდეს. როგორ უნდა განვავითაროთ რაგბი?

ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, ისეთი გადაწყვეტილების მიღებაა, რომელიც არამც და არამც არ უნდა დავუშვათ. ყველას უნდა გვსურდეს საქართველოსა და რუმინეთის მსგავსი გუნდების განვითარება, მაგრამ, ამასთანავე, არ ჩავკლათ რაგბი იმ ქვეყანაში, რომელშიც ის მაღალ დონეზეა".

ირლანდიელი მიიჩნევს, 2018 წელს, იტალიის მიერ საქართველოს დამარცხება (28:17) მნიშვნელოვანი დეტალია და აცხადებს, რომ საქართველოს ძლიერი ფორმა იმის დამსახურებაა, რომ უმაღლესი დონის გუნდებს პერიოდულად ეთამაშებიან, ხოლო იტალიას კი ტიერ 1 გუნდების წინააღმდეგ თამაში ყოველ კვირას უწევს.

"იტალია მეორე დონის ნაკრებებს არ ეთამაშება და არც ამხანაგურ შეხვედრებს ატარებს. ხალხს ბევრი ფიქრი მოუწევს იმისათვის, თუ როგორ ეთამაშონ საქართველოს 6 ერში, ნაცვლად იმისა, რომ ეს თამაში 500 სხვადასხვა ვარიანტის დასამუშავებლად გამოიყენოს. ეს სხვა შეჯიბრებაა", - თქვა ო'შიმ.

მკითხველის კომენტარები / 29 /
ობიექტურად შევხედოთ, ვიყოთ რეალისტები და მართალია, იტალიას ამ ეტაპზე საქართველოზე უკეთესი გუნდი ყავს
ბქს321
11 თებერვალი 2021 16:00
7
6 ერში არ გვიღებენ, ნატოში არ გვიღებენ, ევროკავშირში არ გვიღებენ. საცხა მაინც შეგვიშვით, თქვე შობელ...
mamuka09ze
11 თებერვალი 2021 16:30
0
ბაზარი არაა, მაგრამ მოდი ისე გავაკეთოთ ჩვენი ქვეყანა რო ჩვენთან მოუნდეთ შემოსვლა და მერე ჩვენ შევშფოთდეთ :დდ გენაცვალეთ ქართველებო
თემო
11 თებერვალი 2021 17:36
0
იტალიას აქვს ყოველწლიურად 6 ერის გამოცდილება და ჩვენები სადღაც პორტუგალიის ყანაში და რუმინეთის ბოსტანში თამაშობენ. შეიძლება დღეს უკეთესი გუნდია თუმცა იტალიისთვის ეს მაქსიმუმია სადაცაა და უკეთესი ვერ გახდება, ჩვენ კი რეალურად გვაქვს მეტი პოტენციალი გვაქვს და 2 წელი იქ რო ვითამაშოთ + საკლუბო დონეზე თუ პრო14-ში დაგვიშვეს, იტალიას მერე გადავახევთ ბურთს თავზე. ასე რომ დღეს რო გვჯობია მარტო ეგ ვერ იქნება არგუმენტი
gia
11 თებერვალი 2021 18:55
4
თუკი იტალიის ნაკრები ჩვენს ნაკრებზე ძლიერია (და ამ ეტაპზე ნამდვილად ასეა),მითუმეტეს არ უნდა ჰქონდეთ დაქვეითების შიში. ესე საყველპუროდ გადმოგდებული ტესტ მატჩები ვერანაირად ვერ უშველის რაგბის განვითარებას.
WtF
11 თებერვალი 2021 16:50
0
კი არის ამ ნათქვამში სიმართლის მარცვალი,მაგრამ თუ ასეა რატომ არ უნდათ ერთი თამაში ვეთამაშოთ იმ პლეი-ოფში მათსავე მოედანზე???მოგვიგონ მარტივად და ვინ ამიღებს ხმას რატომ მოგვიგეთო?მარა შიში,შიში,გეშინიათ ქართველების,სახლში იტალიაშივე როარ ჩამოგართვათ ეგ გაბღენძილი ექვსი ერის წევრობა.რაგბში რომაა უსამართლო სისტემა,ისე არცერთ სპორტში არაა,რომ კითხოთ ყველაზე რაინდული სპორტის სახეობა,ისე თქვენი არაბიძე...
master
11 თებერვალი 2021 18:53
2
ესენი ასე მასიურად ამ თემაზე რომ აჭიკჭიკდნენ, ძალიან კარგის ნიშანია, ფაქტია, რომ რაგბი არაა მსოფლიოში მასიურად განვითარებული სპორტის სახეობა და ამაში დამნაშავე რა თქმა უნდა რაგბის მამები არიან, არადა რაგბი ულამაზესი და საოცრად კარგი თამაშია, სწორედ მაგ არამზადების გამოა ეს. რად უნდა ლაპარაკი, რომ როცა გუნდი ათი წლის განმავლობაში ყველა თამაშს წააგებს, ის ვიღაცამ უნდა ჩაანაცვლოს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ რაგბი, როგორც სპორტის სახეობა, უნდა განვითარდეს, თუ რაგბი არაა სპორტის სახეობა და მხოლოდ ბიზნესია, მარტო საქართველოს წინაშე კი არ არიან მტყუანები რაგბის მამები, სრულიად სპორტული სამყაროს წინაშე, ვინ მისცა მათ იმის უფლება, რომ რაგბი ჯიბეში ჩაიდონ, რა, რაგბი უშუალოდ მაგ ტიპებმა მოიგონეს, რომ რაღაც ბრენდივით იყოს რაგბი და სად გაიყიდოს და სად არა, მათი გადასაწყვეტი იყოს? არანაირი არგუმენტი არაა, რომ ახლა იტალია საქართველოზე ძლიერია, რამდენად ძლიერია, ეგეც საკითხავია ამ მომენტში, რა თქმა უნდა მინიმუმ გადათამაშება უნდა არსებობდეს, განა რამდენს იზარალებენ, იტალია რომ გავარდეს, საქართველო იმსახურებს შანსს, რომ 6 ერში თამაშობდეს, ნებისმიერი სხვა ქვეყანა საქართველოს ადგილას რომ იყოს, შანსს იმსახურებს.
11 თებერვალი 2021 17:40
1
6 ერის ბოლოადგილოსანი ჩვენს ჯგუფში პირველ ადგილოსანს უნდა ხვდებოდეს და გამარჯვებული შემდეგ წელს 6 ერზე უნდა იღებდეს მონაწილეობას. ასე უნდა ხდებოდეს ყოველ წელს და ეს იქნებოდა სამართლიანი. თუ ასე იქნება განვითარებასაც წაადგება და სულ სხა მოტივაციას მისცემდა იტალიასაც და საქართველოსაც.
ქომაგი
11 თებერვალი 2021 17:36
1
როცა გაბედავენ და საქართველოში ჩამოვლენ - სათამაშოთ ...მერე ვნახოთ ...-დასკვნების გაკეთება!
გლახუნა
11 თებერვალი 2021 15:59
7
ანუ რა ვერ მოგვიგებენ? გავუსწოროთ მეგობარი სიმართლეს თვალი,დღეს ბევრად ძლიერია იტალია და ადვილადაც მოგვიგებენ..
თემო
11 თებერვალი 2021 16:41
12
ორივე ხელით ვეთანხმები ამ მოსაზრებას რომ იტალია უფრო ძლიერი გუნდია ჩვენთან შედარებით,განსაკუთრებით ამჟამად
giorgi 3
11 თებერვალი 2021 17:57
7
ჩვენი ნაკრები სამწუხაროდ უკან მიდის. არც ტექნიკით, აღარც ფიზიკური მომზადებით
არ ვჯობნივართ იტალიელებს. შერკინებაშიც პრობლემები გვაქვს. გულდასაწყვეტია რაგბის ფედერაციამ კინკლაობაში, ვეტერანმა რაგბისტებმა კი ქოცებთან პარლამენტის შესვლაში გაატარეს ბოლო წლები და ეს შედეგზეც აისახება.
გიორგი
12 თებერვალი 2021 12:46
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული