"ბორჯღალოსნებმა" პორტუგალიას მძიმე ბრძოლაში სძლიეს და ბონუს ქულა მოიპოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბი ევროპის ჩემპიონატის, მსოფლიოს შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ლისაბონში პორტუგალია 29:16 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ "ბორჯღალოსნებმა" 5 ლელო გაიტანეს ((მირიან მოდებაძე, ჯაბა ბრეგვაძე, გიორგი მელიქიძე, შალვა მამუკაშვილი, თორნიკე ჯალაღონია) და ბონუს ქულაც მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეცვლილი და გაახალგაზრდავებული იყო,  შეიძლება ამას მივაწეროთ ის გარემოება, რომ გუნდი აშკარად შეუთამაშებელი ჩანდა, იყო ძალიან ბევრი გაუმართლებელი შეცდომა და საჯარიმოებისა და გარდასახვის მეტად დაბალი პროცენტი, რის გამოც მატჩის ბედი თითქოს ბეწვზე ეკიდა, მაგრამ ჩვენი გუნდის უპირატესობამ მოლებში და მეორე ტაიმის
შუიდან უკვე შერკინებაში სასწორის პინა ჩვენს მხარეს გადახარა და შეხვედრა ბონუს ქულით მოვიგეთ.

გამარჯვებულებს ნამდვილად არ ასამართლებენ, მაგრამ აუცილებელია ითქვას, რომ შედარებით ძლიერ მეტოქესთან ასეთი თამაშით ნამდვილად დავისჯებით და ეს სასწრაფოდ გამოსასწორებელია, რაც ჩვენზე უკეთ ნაკრების თავკაცობას ესმის და იმედი გვაქვს როგორც შემადგენლობის, ისე სათამაშო დისციპლინის მხრივ სიტუაცია გამოსწორდება.

მეორე ტურის მატჩს საქართველოს ნაკრები 14 მარტს მადრიდში ესპანეთთან გამართავს, 20 მარტს კი კალინინგრადში რუსეთს დაუპირისპირდება.

პირველ ტურში რუსეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე რუმინეთს 18:13 სძლია.

მკითხველის კომენტარები / 31 /
აბსოლუტურად სამარცხვინო თამაში. ყველანაირი გადანეტების გარეშე. რიცა პორტუგალია მთელი თამაში ბურთს გაგიკონტროლებს და პირველ ტაიმს მოგიგებს საერთოდ რაზე ვსაუბრობთ????? რაუნდა მოხდეს ისეთი რომ მაისაშვილმა დატოვოს პოსტი? მაინდამაინც რუსეთმა უნდა მოგვიგოს და მერე გაბრაზებულმა ხალხმა თავად გადააყენოს თუ როგორ არის საქმე. 20 წელია რაგბს ვუყურებ და ცოტა მაინც გამეგება რაღაც. ვინმე თუ მეტყვის არგუმენტირებულად რატომ უნდა დარჩეს მაისაშვილი ხმას არ ამოვიღებ. მალე გაუშვით მალეეე
8
ერთი თამაში ყველას ჩაუვარდება,მიყვეს მეორე.. მაგრამ ვფიქრობ ეს ცალსხად უკუსვლაა და სჯობს ხმის ამოღება. არასდროს ვარ ჩასაფრებული,მაგრამ ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება. იმედია დაძლევთ ამ კრიზისს და 6 ერს შეუტევთ. წარმატებები
ლაშა
21:26 06-03-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული