რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში სტუმრად პორტუგალიის დამარცხების (29:16) შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა:
"პერიოდულად იყო ნერვიულობები, მაგრამ დაგეგმილი გამარჯვება მოვიპოვეთ და 5 ქულა ავიღეთ. შეცდომები გვქონდა. თამაშამდეც ვამბობდით, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე თავს უფლებას ვაძლევთ ექსპერიმენტები ჩავატაროთ, რაც ყოველთვის ვერ ამართლებს. ორი ახალგაზრდა მორაგბის დებიუტი შედგა, გვქონდა ცვლილებები შემადგენლობაში და ამავდროულად, დაგეგმილ მიზანსაც მივაღწიეთ.
მატჩის დებიუტში შეტევის კარგი შესაძლებლობები გვქონდა და ამ დროს მოთამაშეებს არ ვზღუდავთ, თუნდაც შეტევა 22-იდან დაიწყონ. როდესაც ეს არ გამოდის, საჭიროა თამაშის
გადაწყობა და მართვა. გვქონდა ემოციური პრობლემები დისციპლინაში, დავრჩით კაცნაკლულები და შევცვალეთ ტაქტიკა. გადავედით ისეთ თამაშზე, რაშიც დომინანტები ვიყავით. თავდაჯერებულობა ანგარიშიდან მოდის და გაკეთდა აქცენტი იმაზე, რაც სასურველ შედეგს მოგვიტანდა".
მატჩის დებიუტში შეტევის კარგი შესაძლებლობები გვქონდა და ამ დროს მოთამაშეებს არ ვზღუდავთ, თუნდაც შეტევა 22-იდან დაიწყონ. როდესაც ეს არ გამოდის, საჭიროა თამაშის
rugby.ge
ასეთების ადგილი ახლა ზუსტად მანდ არის.