ამ ინტერვიუში კიდევ ერთი რამ გაჟღერდა, რაც ქართული რაგბის გულშემატკივრებისგან შეფასებას მოითხოვს. ვგულისხმობ საერთაშორისო ჩართულობას. გადავხედე ზედგინიძის ბიოგრაფიას და მან მაინც უნდა იცოდეს, რომ სანამ მიმდინარეობს სასამართლო დავა, არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ამ დავაში ვერ და არც ჩაერევა. მსოფლიო რაგბი შეიძლება ჩაერიოს მხოლოდ მაშინ, როდესაც დავა დასრულდება საქართველოს სასამრთლოებში. მთავარი საკითხია, თუ რა სახის ჩარევაა შესაძლებელი? მსოფლიო რაგბს შეუძლია დასაჯოს საქართველოს რაგბის კავშირი, მაგალითად ფულადი ჯარიმით. ანდა, შეუზღუდოს ეროვნულ ნაკრებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა. ეს გინდათ? ამ სკანდალს 6 ერის ხელმძღვანელობა ნამდვილად გამოიყენებს ჩვენი ნაკრებისთვის კარის საბოლოოდ ჩასარაზათ. ესეც გინდათ? შესაძლებელია, რომ აბუსერიძის გუნდს კეთილი მიზნები ამოძრავებდეს, მაგრამ ამ მიზნების მისაღწევად წინდახედულება და გონიერებაა აუცილებელი. ამ გუნდის ყველა მოქმედება აქამდე (მოლები მოედნის გარეთ) და აგრეთვე დაეგმილი გზები (დიდი 10 დაპაუზება, საზღვარგარეთ ჩივილი) სრულიად არაგონიერია და რაც მთავარია საზიანოა ქართული რაგბისთვის. ვეთანხმები, რომ სერიოზული პრობლემებია ქართულ რაგბში და არ ვიცი ტყემალაძე მოაგვარებს ამას თუ ვერ, მაგრამ ერთი რამ სრულიად ცხადია - აბუსერიძის გუნდი ვერ შეძლებს ამ პრობლემების მოგვარებას.
ის ტოტი რომელზედაც ზიხარ არ უნდა მოჭრა.ისე დატრიალდა კარუსელი შემოდგომა ზამთრის მერე რომ თითქოს ის კატასტროფული დავალიანება რაც რაგბის კავშირს გააჩნია რა დღეშიც ამჟამად რაგბის სამყაროა რაღაც უხილავმა ძალამ მოიტანა, დამავოი ხომ არ იყო შემოპარული ან პოტერგეისტი ხომ არ გყოლიათ. ლიმონი ლიმონზე რომ ქრებოდა მაშინ მოლი ვერ დადგა?
ბიჯო ესენი გაგაგიჟებენ კაცს! ეს კაცი გაფინანსებდათ,მოედნები აგიშენათ,ამდენი სიკეთე გაიღო თქვენთვის და ებრძვიით? სადა ბანაობთ? აცადეთ რაა! სოსო ტყემალაძით არ იწყება და არ მთავრდება ქართნული რაგბი,არამგონია მუქთახორა,ზონდერ,რაგბის კავშირის კუთვნილებაში არსებული მიწების გამსხვისებელ სვანიძეზე ცუდი მენეჯერი იყოს,წარმატებები ახალ პრეზიდენტს!!!
ორთავემ დამაჯერებლად ისაუბრა. რაგბში პრობლემები რეალურია და მწვავე. ერთი რამ კი ძალიან გამიკვირდა, როდესავ ჯიმშელაზემ სთქვა გული მტკივა, რომ ასეთ უსამართლო ქვეყანაში ვცხოვრობთო. ეს უსამართლობა, ერის ნების ფეხქვეშ გათელვა 1991 წლის 21 დეკემბრის სახელმწიფო გადატრიალებით დაიწყო და ეს მხოლოდ ახლა, 2021 წლეს შეამჩნიეთ? მეორე საკითხია მთავარი ამბის მიჩუმათების მცდელობა. აბუსერიძის გუნდი საუბრობს ნაცვალსახელებით და არ ამბობს, თუ ვის ებძრვის. ტყემელაძე სამთავრობი კადრიაო, მაგრამ თავადაც ჯარისკაციაო. ჰოდა, თუ იმას ებრძვით, ვისაც შეუძლია პოლიცია და სუსი გამოგიგზავნოთ, რეესტრი და სასამართლოც მართოს, მაშინ გაუგებარია რის მიღწევას ცდილობთ? ვისავ ებრძვით, იგივე პირი გაფინანსებდათ აქამდე და ახლა რა მოხდა? კეთილი, მაშინ ყველას და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვათ და განაცხადოთ, რომ ამ კერძო პირისგან ფულს აღარ აიღებთ. ნახევარ სიმართლეში ხალხი მხარს არ დაგიჭერთ. ამ გამოხმაურებას ალბათ დაბლოვას ადმინისტრატორი, მაგრამ თავად ხომ მაინც წაიკითხავს და იმედი მაქვს შინაურულად თქვენც გაგიზიარებთ.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.