თამაშს წინ უძღოდა სტადიონის გახსნის საზეიმო ცერემონიალი. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ლენტის გაჭრის შემდეგ სიტყვით მიმართეს საზოგადოებას და მიულოცეს გორელებს, აგრეთვე საზოგადოდ ქართულ სარაგბო სამყაროს. ახალი სარაგბო კომპლექსის სრულად ამოქმედება.
თუმცა, საზეიმო დღეს საშინაო არენაზე "ჯიქმა" ვერ იზეიმა გამარჯვება. "ბათუმის" გატეხვა ამ ეტაპზე პალიკო ჯიმშელაძის
სტუმრები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ. ამასთან, ფიზიკურად მოწინააღმდეგეზე უკეთ გამოიყურებოდნენ, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ლელოს ჩათვლის მოედანს პირველ ტაიმში რამდენჯერმე მიუახლოვდნენ იქ შეღწევა ერთხელაც ვერ შეძლეს.
პირველ ტაიმში ერთადერთი ლელო "ჯიქის" გარემარბმა ნიკა ბიწაძემ გაიტანა. მოედნის შუაში მან მეტოქის იერიში ჩაჭრა და ლელომდე ისე ირბინა, ახლოს მისვლის საშუალება არავისთვის მიუცია - 5:3. ანგარიშში უფრო მეტად დაწინაურება რამაზ ხარატიშვილს გარდასახვით შეეძლო, მაგრამ ძლიერმა ქარმა მისი დარტყმული კარის ძელებს მიღმა წაიღო.
შესვენებამდე თუ "ბათუმი" ოდნავ უკეთ გამოიყურებოდა მეტოქესთან შედარებით, მეორე ტაიმის დასაწყისში "ჯიქი" სჯობდა ზღვისპირელებს, თუმცა მასპინძლებს მოედანზე არსებული ვითარების ანგარიშში ასახვა გაუჭირდათ. სტუმრებმა კი, მოწინააღმდეგის რამდენიმეწუთიანი მოძალება რომ მოიგერიეს, შემდეგ თავადვე მოახერხეს ანგარიშში დაწინაურება სოხაძის მიერ ზუსტად დარტყმული საჯარიმოს წყალობით - 6:5.
გუნდებს შემართება არც იქამდე დაეწუნებოდათ, მაგრამ მეორე ტაიმში მინდორზე ნამდვილი თავდაუზოგავი ბრძოლა გაჩაღდა. ამით განსაკუთრებით "ჯიქმა" იზარალა, რადგან ზედიზედ რამდენიმე წამყვანი მორაგბე გამოაკლდა.
69-ე წუთზე "ბათუმის" სწრაფი კომბინაციის ბოლო ფაზაში გიორგი თხილაიშვილმა, ვახტანგ ამირანაშვილმა და ბადრი ევგენიძემ ბურთი წარმატებით მიიტანეს ჩათვლის მოედნამდე, სადაც ამ უკანასკნელმა დაამიწა კიდეც -11:5.
გორელები შეხვედრის გადარჩენას ისევ ცდილობდნენ, თუმცა მსაჯის საფინალო სასტვენამდე ორიოდ წუთით ადრე დავით ტრაპაიძის ლელომ ისინი საბოლოოდ გატეხა. სოხაძის გარდასახვამ კი ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 18:5 დააფიქსირა.
დიდი 10. IV ტური
ჯიქი-ბათუმი 5:18
ჯიქი (15-9) კიკნაძე, ბიწაძე, ხუციშვილი (სამხარაძე 21), ჯინჯიხაძე, ხარაზიშვილი, ნინიძე, ბროძელი (ზაბახიძე 58), (1-8) მაჭარაშვილი (კაკოვინი 24, გურგენიძე 61), მამრიკიშვილი (სუთიძე 68), ორაგველიძე (კაკოვინი 69), გოგოლაძე (კიკნაძე 58), ტრაპაიძე, შენგელია, მჭედლიშვილი, სუხაშვილი (დიდებულიძე 71)
ლ: ბიწაძე
ბათუმი (15-9) ბებიაშვილი (დონაძე 66), გოგიტიძე (ტრაპაიძე 23), გაბროშვილი, მიმინოშვილი, ევგენიძე, სოხაძე, თუთბერიძე (1-8) ერისთავი, მატკავა, პატარაია (კვანტიძე 79), ცხადაძე (კოსტავა 70), მიქაძე, თხილაიშვილი, ალექსიძე, ამირხანაშვილი
ლ: ევგენიძე, ტრაპაიძე. 2ს,2გ: სოხაძე
მსაჯი: თორნიკე გვირჯიშვილი.
სხვა მატჩები:
ლოკომოტივი-აია 14:8
ბაგრატი-ყოჩები 23:27
არმაზი-არმია 12:24
ლელო-აკადემია 19:13
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ლელო 4 4 0 0 +35 18 2
2. აია 4 3 0 1 +21 13 1
3. ლოკომოტივი 4 3 0 1 +29 13 1
4. ბათუმი 4 3 0 1 +22 13 1
5. ჯიქი 4 2 0 2 +20 10 2
6. არმია 4 2 0 2 -3 9 1
7. ბაგრატი 4 1 0 3 -14 7 3
8. აკადემია 4 1 0 3 -28 5 1
9. ყოჩები 4 1 0 3 -30 5 1
10. არმაზი 4 0 0 4 -52 1 1
V ტური
არმია-ბაგრატი
ყოჩები-ჯიქი
ბათუმი-ლოკომოტივი
აია-ლელო
აკადემია-არმაზი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"