დღეს, 14 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბის ევროპის გათამაშების ფარგლებში გასვლაზე ესპანეთის გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე 6-ქულიანი სხვაობით დაამარცხა - 25:19.
შეხვედრა ჩვენი ნაკრების უპირატესობით დაიწყო და მე-4 წუთზე ჯალაღონიამ მასპინძელთა ჩათვლის მოედანი დაალელოვა, აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა - 0:7.
მალე კი ესპნალებმა გაგვითანაბრეს - ლელო ლინკლაითერმა დადო, გარდასახვა კი ზუსტად გუემესმა დაარტყა - 7:7.
საქართველოს გუნდი მე-17 წუთზე თედო აბჟანდაძემ ჯარიმით დააწინაურა, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს გუემესმა ჯარიმითვე გვიპასუხა და პირველი ნახევარიც ფრედ დასრულდა - 10:10.
მეორე ნახევარი აქტიურად ესპანელებმა დაიწყეს და გუემესმა მეორე ჯარიმა გაიტანა - 13:10.
თუმცა, ჩვენმა ბიჭებმა მალევე მოახერხეს დაწინაურება - შარიქაძემ კარგად გაჭრა ხაზი და ტაბუცაძემ ლელო დადო. ამჯერად აბჟანდაძე არაზუსტი იყო - 13:15.
მალე ჩვენი ნაკრების შეტევას მასპინძელთა მხრიდან დაჯარიმება მოჰყვა და აბჟანდაძემ სხვაობა 5 ქულამდე გაზარდა - 13:18.
მაგრამ, შორს ესპანელებმა ისევ არ გაგვიშვეს და 66-ე წუთზე მათი მხრიდან ლელოს ავტორმა ლინკლაითერმა ჯარიმა გაგვიტანა - 16:18.
67-ე წუთზე კი ბორჯღალოსნებმა კარგი მოლი დააყენეს, რომელიც ლელოთი ჯაბა ბრეგვაძემ დაასრულა, აბჟანდაძე გარდასახვაზე ზუსტი იყო - 16:25.
ბრძოლისუნარიანობა ამ შეხვედრაში მასპინძლებს არ დაეწუნებოდა - მალანიას დაუფარეს, აბჟანდაძეზე 3 კაცი მივიდა და დავჯარიმდით. ჯარიმა ზუსტად ლინკლაითერმა დაარტყა - 19:25.
ამის შემდეგ ქულები არცერთ გუნდს არ მოუპოვებია და საქართველოს ნაკრებმა მძიმე ბრძოლაში მოიგო.
"ბორჯღალოსნებს" 2 ტურის შემდეგ აქტივში 2 გამარჯვება აქვთ და მომავალ კვირას, 21 მარტს გასვლაზე, სოჭში რუსეთის გუნდს დაუპირისპიდება.
ნაკრებს არ ყავს ნამდვილი ლიდერი, როგორიც იყო მამუკა ვინც გუნდს საჭირო დროს დაუყვირებს და შეაქებს და მსაჯთანაც ეთქმის ორი სიტყვა. დიდი მადლობა გია მაისაშვილს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებები მომავალ საქმიანობაში.