ბორჯღალოსნებმა ესპანეთს ბრძოლაში მოუგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 14 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბის ევროპის გათამაშების ფარგლებში გასვლაზე ესპანეთის გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე 6-ქულიანი სხვაობით დაამარცხა - 25:19.

შეხვედრა ჩვენი ნაკრების უპირატესობით დაიწყო და მე-4 წუთზე ჯალაღონიამ მასპინძელთა ჩათვლის მოედანი დაალელოვა, აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა - 0:7.

მალე კი ესპნალებმა გაგვითანაბრეს - ლელო ლინკლაითერმა დადო, გარდასახვა კი ზუსტად გუემესმა დაარტყა - 7:7.

საქართველოს გუნდი მე-17 წუთზე თედო აბჟანდაძემ ჯარიმით დააწინაურა, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს გუემესმა ჯარიმითვე გვიპასუხა და პირველი ნახევარიც ფრედ დასრულდა - 10:10.

მეორე ნახევარი აქტიურად ესპანელებმა
დაიწყეს და გუემესმა მეორე ჯარიმა გაიტანა - 13:10.

თუმცა, ჩვენმა ბიჭებმა მალევე მოახერხეს დაწინაურება - შარიქაძემ კარგად გაჭრა ხაზი და ტაბუცაძემ ლელო დადო. ამჯერად აბჟანდაძე არაზუსტი იყო - 13:15.

მალე ჩვენი ნაკრების შეტევას მასპინძელთა მხრიდან დაჯარიმება მოჰყვა და აბჟანდაძემ სხვაობა 5 ქულამდე გაზარდა - 13:18.

მაგრამ, შორს ესპანელებმა ისევ არ გაგვიშვეს და 66-ე წუთზე მათი მხრიდან ლელოს ავტორმა ლინკლაითერმა ჯარიმა გაგვიტანა - 16:18.

67-ე წუთზე კი ბორჯღალოსნებმა კარგი მოლი დააყენეს, რომელიც ლელოთი ჯაბა ბრეგვაძემ დაასრულა, აბჟანდაძე გარდასახვაზე ზუსტი იყო - 16:25.

ბრძოლისუნარიანობა ამ შეხვედრაში მასპინძლებს არ დაეწუნებოდა - მალანიას დაუფარეს, აბჟანდაძეზე 3 კაცი მივიდა და დავჯარიმდით. ჯარიმა ზუსტად ლინკლაითერმა დაარტყა - 19:25.

ამის შემდეგ ქულები არცერთ გუნდს არ მოუპოვებია და საქართველოს ნაკრებმა მძიმე ბრძოლაში მოიგო.

"ბორჯღალოსნებს" 2 ტურის შემდეგ აქტივში 2 გამარჯვება აქვთ და მომავალ კვირას, 21 მარტს გასვლაზე, სოჭში რუსეთის გუნდს დაუპირისპიდება.




მკითხველის კომენტარები / 53 /
1 ნაბიჯი გვაშორებს მარცხს. ერთხელ არაუშავს, ხომ მაინც მოვიგეთ (მეტოქის ჯარიმების გამოუყენებლობის ხარჯზე), მეორეჯერ სუსტ გუნდთან პირველი ტაიმი დავთმეთ, მაგრამ მთავარია ხომ მოვიგეთ? მესამეჯერ ისევ სუსტ მეტოქესთან 6 ქულიანი სხვაობით... ერთხელაც გამოიყენებს მეტოქე ჯარიმებს და მაგით დამთავრდება,მერე დავაბრალოთ ამინდს, მსაჯს, იღბალს, ნაცებს, ქოცებს, კორონავირუსს და ვიყოთ ასე
გიორგი
14 მარტი 2021 20:32
0
აბა სადაა “8 ერში” მიღებული გამოცდილება?
თემო
14 მარტი 2021 20:18
0
სელექცია კარგია,მაგრამ ამდენ სელექციაში,გუნდი დაიშალა.ყოველ ჯერზე, ახალი შემადგენლობა გამოდის და შეთამაშება საიდან მოვა.პორტუგალიასთან თუ ბოლოს შევიტანეთ გარდატეხა,აქ უკვე გაძლებაზე დაგვიდგა საქმე.ჩვენი ნაკრები,ძველ კომპიუტერს დაემსგავსა,რომელსაც მეხსიერება არ ჰყოფნის.თუ ხელით თამაშზე ავარჯიშებ,ფეხით თამაში ავიწყდება.თუ ფეხით თამაშზე ავარჯიშებ,შერკინებაზე აღარ ჰყოფნის ტვინი და ასე შემდეგ.ყველაფერს ერთად,ტვინი ვერ იტევს.რა თქმა უნდა ვულოცავ გამარჯვებას,მაგრამ ამათთან გამარჯვების შენარჩუნება სასიხარულო რომ გაგვიხდება,იმ გამარჯვებას რა ვუთხარი.სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს სრულუფლებიანი მწვრთნელი,თორემ დროებით სტატუსიანი მწვრთნელი,ვერასოდეს გააკეთებს ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილ პროგრამას.ის ხომ დროებითია და ყოველ წამს შეიძლება ჩაანაცვლონ.
სოსო
14 მარტი 2021 20:10
0
მძიმე ბრძოლა იყო აშკარად!! თაობათა ცვლის ურთულეს პროცესში ვართ ამიტომ ხარისხი დავკარგეთ თუმცა ძალიან კარგია, რომ ნიჭიერი ბიჭები მოდიან და მხოლოდ მიწოლით აღარ ვთამაშობთ. საბოლოო ჯამში კარგია რომ მოვიგეთ!!!
ფაქტები
14 მარტი 2021 20:09
2
ამ სერიას მაისაშვილმა უნდა უხელმძღვანელოს, სხვაგამოსავალი არ არის. აუტის მარტივად მოწოდება კი უნდა დაძლიოს გუნდმა. აგრეთვე რაქში ხელით როდის უნდა ითამაშო და როდის არ, ესეც არ უნდა იყოს დიდი ნახტომის ტოლფასი. თუ არ დგეხარ ფეხზე, ბურთს ხელს ნუ მოიკიდებ, სულ ეს არის.
გიორგი
14 მარტი 2021 19:33
0
თითქმის ყველა თამაშში გვიჭირს, ერთადერთი გამართლება "ევროპული" მსაჯობაა?!
ლეო
14 მარტი 2021 19:31
1
არ ვიცი რა ვთქვა. 1) თამაშის ირგანიზება 0. 2) სისწრაფეები დაკლებუი უკლებლივ ყველა მოთამაშეს თითქმის. 3) მოლში და შერკინებაში ის ვეღარ ვართ რაც ვიყავით. არათუ უკეთესები. 4) აუტი არ ვიცი უკვე. 5) დაკიდებულ ბურთებზე არ ვიცი პორტუგალია და ესპანეთი ამას რო გვიზამენ წარმომიდგენია ალბათ ფიჯისთან და კინძულელებთან რა მიხდება. აღარაფერს ვამბობ უფრო მაღალი დონის გუნდებბზე. ალბათ ლოგიკურია ხო?? ერთადერთი ფიზიკურად დავჯაბმეთ ერთი ერთზე და ამის ხარჯზე მოვიგეთ. რუსეთთან ამ თამაშით ძაან გაგვიჭირდება ისინი მანდრაჟით თუ არ გამოვიდნენ. ცეცხლს ვეთამაშებით. თუ სასწრაფოდ ძირეული ცვლილებები არ მოხდა ეს ყველაფერი ლოგიკური შედეგით დასრულდება. არავინ შემეკამათოს რომ რეგრესი გვაქ. პრიგრესზე არაფერს ვამბობ რა თქმა უნდა
anz
14 მარტი 2021 19:30
0
ძლიერ სპორტსმენებს აღზრდიან ძლიერი ადამიანები...ნამდვილი მწვრთნელი ჯანმრთელი სპორტის ღირსების მაგალითია. მწვრთნელმა მთელი ცხოვრება უნდა ისწავლოს. თუ ჩამორჩი,შეწყვიტეთ სწავლა,ეს ნიშნავს, რომ შეწყვიტეთ მწვრთნელად ყოფნა.დროის მოტყუება არ შეიძლება. ის აყალიბებს აქცენტებს. ასევე ასწავლის კიდეც.
TanoLife
14 მარტი 2021 19:30
0
მაისამდე მაისაშვილი შეცვალეთ!!!
ჰაიაბუსა
14 მარტი 2021 19:01
0
მაღალი კლასის მწვრთნელია საჭირო,ახლა უკვე ასეთი თამაშით,რუსეთთან შეიძლება ჩავიჭრათ,ჩვენ რეგრესი გვაქვს,მათ კი მცირე,მაგრამ მაინც პროგრესი აქვთ,რეგრეს,ყოველთვის პროგრესი ჯაბნის,ღმერთმა ქნას ვცდებოდე.
ნიანია ბაკურიანი
14 მარტი 2021 18:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული