რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთთან ნამატჩევს (25:19) საქართველოს რაგბის კავშირის საიტთან კომენტარი "ბორჯღალოსანთა" კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთა:
"გუნდი რომ განვითარდეს, აუცილებელია ვიყოთ თვითკრიტიკულები. უკეთ თამაში შეიძლებოდა. ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, თუმცა, რაც ნაკრებში ვარ, არ მახსენდება ესპანეთისთვის მადრიდში იოლად მოგვეგოს. ისინი საკუთარ მოედანზე ყოველთვის განსაკუთრებულად ბრძოლობენ. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და დარწმუნებული ვარ, მათთან თამაში ნებისმიერ მეტოქეს გაუჭირდება, განსაკუთრებით მადრიდში.
მთავარია, რომ მოვიგეთ. ახლა წინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს. ამ თამაშიდან უნდა წავიღოთ პოზიტიური მომენტები და ნეგატივის გამოსწორებაზე
ვიმუშაოთ, რათა შეცდომები არ დავუშვათ".
მთავარია, რომ მოვიგეთ. ახლა წინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს. ამ თამაშიდან უნდა წავიღოთ პოზიტიური მომენტები და ნეგატივის გამოსწორებაზე