"ბორჯღალოსნების" რუსეთთან მატჩში იტალიელები იმსაჯებენ

AutoSharing Option
20 მარტს კალინინგრადში საქართველოსა და რუსეთს შორის გასამართ შეხვედრას იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

მოედნის მსაჯი ანდრეა პიარდია, რომელიც გასული წლის მიწურულს, "ბორჯღალოსანთა" ორ მატჩზე გვერდით მსაჯად იყო დანიშნული. მან ირლანდიასთან და ფიჯისთან გვიმსაჯა.

მას კიდეებიდან ბოტინო და ფრანკო დაეხმარებიან, ხოლო ვიდეორეფერი ლიპერინი იქნება.

შეგახსენებთ, 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის (რომელიც 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა) მესამე რაუნდში რუსეთს 20 მარტს, ჩვენი დროით 15:00 საათზე ვეთამაშებით.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული