მერაბ შარიქაძე რუსეთთან მატჩის წინ: გუნდში საოცარი ატმოსფეროა

AutoSharing Option
რუსეთთან მატჩამდე ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთა:

"რუსეთთან წინა თამაში სასურველი სხვაობით ვერ მოვიგეთ, თუმცა მთავარია, რომ გავიმარჯვეთ. რუსეთთან მოგება მარტივი არასდროს ყოფილა და ჩვენ ამისთვის ყოველთვის დიდი ძალისხმევა გვჭირდებოდა. რაც შეეხება ბოლო თამაშს, ბევრჯერ დავჯარიმდით და კონკრეტულ მონაკვეთებში, ვერ შევძელით დომინირება, რის გამოსწორებასაც ხვალ ვეცდებით. გარდა ამისა, თავად მსაჯმაც აღიარა, რომ ერთი ნაღდი ლელო შეცდომის გამო არ ჩათვალა. ასეთ შემთხვევაში ანგარიში ბევრად კომფორტული იქნებოდა.

გუნდში საოცარი ატმოსფეროა და ახალგაზრდების ინტეგრირება ძალიან კარგად მიდის. შეცდომებს ახალგაზრდა
მოთამაშეებიც უშვებენ და გამოცდილებიც, თუმცა ამის გამო არავინ არავის საყვედურობს. ეს ბიჭები უკვე არიან კარგი მოთამაშეები და გამოცდილების მიღებასთან ერთად, კიდევ უფრო გაიზრდებიან".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
Კაპიტანო, გუნდის დიდ ნაწილს რუსებთან გამარჯვების დიდი გამოცდილება არ აქვს, ცოტა მაგის ნერვიულობა არსებობს... ეს ქალთან პირველ ურთიერთობას გავს:) გემო ჩააყოლეთ ბიჭებო... მგელი ისე არ დაბერდება თხამ შეჭამოს....
სტატე
11:15 20-03-2021
1
რა ატმოსფეროა არ ვიცი, მაგრამ შარშანდელი კოჭლობისაგან წელს უფრო მოვიკოჭლებთ, რაც ესპანეთთან ბოლო თამაშმაც დაგვანახა. სადღეგრძელოების დრო დიდი ხანია წავიდა, გულშემატკივარი წვალებით მოგებით თავს აღარ მოიტყუებს და უკვე დროა, ხვალ ნამდვილს დამსგავსებული საქართველოს ნაკრები ვნახოთ
: )))))))
23:07 19-03-2021
5

სიახლეები პოპულარული