კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთს სძლიეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი 28:17 დაამარცხა.

დასაწყისში ჩვენი ნაკრების სასარგებლოდ მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩათვალა, 2 ჯარიმა კი თედო აბჟანდაძემ გაიტანა. რუმინელებმა 1 ლელოთი გვიპასუხეს.

პირველი ტაიმის პირველი ნახევრის შემდეგ საქართველოს ნაკრები კაცნაკლული თამაშობდა - მოედნიდან შალვა მამუკაშვილი გააძევეს.

მეორე ტაიმში რუმინელებმა ჩვენი ჩათვლის მოედანი 1-ხელ აიღეს, ჩვენმა ბიჭებმა კი ორი ლელო დადეს - ჯერ გიგაშვილმა (გარდასახვა აბჟანდაძე) და შემდეგ ტაბუცაძემ (გარდასახვა ბაბუნაშვილი). შეხვედრა კი ბაბუნაშვილი არენკით დასრულდა და საქართველოს ნაკრებმა 28:17 გაიმარჯვა.

გამარჯვების შედეგად "ბორჯღალოსნებმა"
ანთიმოზ ივერიელის სახელობის გარდამავალი თასი და რაგბი ევროპის ჩემპონობა მოიპოვეს!

მკითხველის კომენტარები / 43 /
ისეთი გოლი გაიტანა ბაბუნაშვილმა, მიმიქარავს ვილკინსონი. დღეს ქართული ჯიგარი ვნახე მადლობა. რაღაციდან ხომ უნდა დაიწყოს აღმასვლა ამ ქვეყანაში..............
სტალინი
28 მარტი 2021 18:52
2
საქართველოს ნაკრებმა ამ თამაშში გამოაჩინა,ამ მომენტისათვის თავისი რეალური ძალა.ბიჭებმა იგრძნეს,რომ ეს ნამდვილი ტესტი იყო და მთელი გული და ჯიგარი ჩადეს,თამაშში.ვნერვიულობდი,როგორ არ უნდა მენერვიულა,მაგრამ რომ ვუყურებდი ბიჭების განწყობას,არაფრის შიში არ მქონდა.მხოლოდ იმისი მეშინოდა,რომ ფიზიკურად დაიღლებოდნენ და ვერ გაუძლებდნენ.კი,ცოტა გაგვიჭირდა ბოლოსკენ,შერკინებაში,ვერ ვაჩერებდით შემტევ მოლს,მაგრამ თამაშზე კონტროლი,სულ გვქონდა და თანაც გუნდი,ინიციატივიანად თამაშობდა.ძლივს ნამდვილი სიამოვნება მივიღე ჩვენი თამაშით.ეს უკვე დაბალანსებულ თამაშთან ძალიან ახლოს იყო და გაჭირვებამ,მგონი გვაპოვნინა ბალანსის წერტილი.მატჩის დასაწყისში,მელიქიძემ დაანგრია,რუმინეთი,მეორე ნახევარში კი,ვუყურებდი ბექა გიგაშვილს და მიხაროდა.მოედანზე,ნამდვილი ლიდერი და მოტივატორი იდგა.ბურჯმა ბოლომდე ითამაშა და ლელოს მომენტში,საიდან სად ირბინა,როგორ ირბინა და ჩათვლაში შეიტანა ორი კაცი,ბურთთან ერთად.ყველას ვულოცავ დიდებულ თამაშს და ბაბუნაშვილის არეკნს გამოვყოფ,განსაკუთრებით.დებიუტანტი კაცი,რომ გაბედავს და თან გაიტანს,ძალიან ბევრს ნიშნავს თავდაჯერებულობის შესაძენად.ცუდია,რომ ბოლო თამაში, ზაფხულშია გადადებული.ახლავე რომ მიგვეყოლებინა,ამ ტალღაზე,დარწმუნებული ვარ,ამ დაბალანსებული თამაშის ნამდვილ ფეირვერკს გვაჩვენებდნენ ბიჭები.მთავარია,ეს მუხტი და ბალანსი შევინარჩუნოთ.შალვა მამუკაშვილს კი,შეეშვით,სათამაშო მომენტი იყო,მეტოქე ორ კაცს გასცდა და ფიქრის დრო აღარ ჰქონდა.უკან მგონი 9 ნომერიღა იდგა და ის შემტევს,ვეღარ შეაჩერებდა.ასეთ გასაწითლებელ ჯარიმას,შეგნებულად არავინ იღებს.ამაზე მეტად მიუღებელი,ჩემთვის რუმინელთა შემტევ მოლთან ჩვენი უძლურება არ მომეწონა.ფარასავით მიგვერეკებოდნენ,ჩვენ ჩათვლის მოედნისაკენ.ამას მართლაც არ ველოდი.
სოსო
28 მარტი 2021 18:28
0
აღარც კი მახსოვს როდის ვნახე საქართველოს ნაკრების მიერ გატანილი დროპგოლი. ყოჩაღ!!!!
თბილისელი
28 მარტი 2021 18:09
1
ალბათ მაგიტომაც აღარ გვახსოვს, რო მაგას არეკნით გატანა, ან უბრალოდ არეკნი ჰქვია.
giglia
28 მარტი 2021 19:52
4
ეს რაც არ მიყვარს რაა ტიპებმა პირველად უყურეს რაგბის დაა ეს მოსაკვეთია ეს გასაგდებია..ნუ გამოდიხართ სიტყვებით ყველაფერი ხდება და არ უნდა ეგ ლაპარაკი ნეტა რა იცით ვინ რისი ღირსია..ისეთიბდონის ვარსკვლავებს მასვლიათ მგზავსი შეცდომა.რომ უყურებდეთ რაგბის ნახავდით.საღოლ ბიჭებო გილოცავთ..წარმატებეი ხელით თამაში აშკარა პროგრესია
გიო
28 მარტი 2021 18:04
2
საქართველო, ნამდვილად ცოდოა, ამ ჩემპიონატში. ეს ამ თამაშმაც დაამტკიცა. ცხადია ჩვენ თვითონ ჩავიგდეთ თავი ამ დღეში რომ 14-15 ვეთამაშეთ ლამის მთელი თამაში, მაგრამ გამოჩნდა რომ 14-15 კი ვჯობივართ.
ი1
28 მარტი 2021 17:59
1
დისციპლინაში გვიჭირს აშკარად, მაგრამ როცა შეტევას ვთამაშობთ, აი ეს შედეგი მოაქვს! პასი, სირბილი, კომბინაცია და საყურებლად ძალიან აზარტულია.დღეს აფრასიძემ საოცრად ითამაშა და ასე უნდა გააგრძელოს.ყველაზე დიდი მუხტი კი გულშემატკივარმა შეიტანა, რაც ძალიან აისახა მოთამაშეებზე.
: )))))))
28 მარტი 2021 17:38
0
ეს იყო თამაში, ყველანაირი გადამეტების გარეშე დაგლიჯეს ბიჭებმა. 60 წუთი ითამაშო 14 კაცით, 15 ის წინააღნდეგ არის ურთულესი როგორც ფისიკურად ის ე ფსიქოლოგიურად. მამუკაშვილს ესეთი შეცდომა არეკადრება, მაგრამ შეუცდომელი არავინ არარი. თუ დააკვირდით სანამ მაღალ ბოჭვას გააკეთებდა იქამდე რუმინელმა ხაზზე დადგა ფეხი და აუტი უნდა ყოფილიყო ჩვენს სასარგებლოდ და საერთოდ აღარ დადგებოდა ეგ მომენტი მარა არაუშავს. 14-16 ზე მოვუგეთ თავის მსაჯიანად, ესეთი მიკერძოებული მსაჯობა ალბათ ნამიბიასთან გვქონდა ბოლოს და შარიქაძის გაბრაზებაც სწორიიყო. მეამაყებით ბიჭებო, იმედია დღეს ფეხბურთელები არჩაგვიმწარებენ)))
იეს
28 მარტი 2021 17:37
2
შარიქაძე თუ გაბრაზდა ... მართლა ძალიან ცუდი ყოფილა
ვაა
28 მარტი 2021 22:10
0
ყოჩაღ ბიჭებს, 14 კაცით ესე დამაჯერებლად მოგება, ნამდვილად სასიამოვნოა, ყველამ დაიმსახურა დადებითი სიტყვები, მაგრამ ალბათ აფრქსიძეს და გიგაშვილის თამაში დღეს ორმაგად დასაფასებელია. ასევე ტაბუცაძეც უნდა გამოვარჩიო, ისეთი ლელოსგან გვიხსნა, ამასთანავე თვითონაც, უკვე ტრადიციულად, ხარისხიანი ლელო შემოგვთავაზა.

მაისაშვილს ახლაც სკეპტიკურად ვუყურებ, ვთვლი, რომ ტოპ-კლასის მწვრთნელი გვჭირდება, თუმცა მადლობა ეთქმის, ბოლო ორი თამაშისთვის, ხელდახელ თამაშში მცირე პროგრესი გვაქვს.

ალბათ იდეალური იწნება, თუ ფრანშიზას საკითხი გვეღირსება, მაისაშვილს ჩავაბარOტ ფრანშიზა და ნაკრებში დარჩეს თანაშემწედ, ტოპ-კლასოს მწვრთნელოს (ჯერ ფანტაზიაა, მაგრამ იქნებ ასრულდეს)

მამუკაშვილმა, რა თქმა უნდა ძალიან "ბავშვური" შეცდომა დაუშვა, მაგრამ ვინც მის ნაკრებიდან "მოშორებას" ითხოვს, ალბათ მსოფლიო რაგბს ნაკლებად უყურებს და ამიტომ არ უნახავს ბევრი ტოპ-ვარსკვლავის მსგავსი ქმედებები :)
Just Supporter
28 მარტი 2021 18:17
2
ბიჭებს რა უნდა უსაყვედურო, მაგარი ივაჟკაცეს თორემ ვერ მოვიგებდით. ხდება ხოლმე და მამუკაშვილი ჩვენზე ადრე მიხვდა რაც შეეშალა. აბჟანდაძეს არ წაუვიდა თამაში პირველ ტაიმში. ასეთ სიტუაციაში ამდენი შეცდომა უფრო გულდასაწყვეტია - აუტები რა გახდა რომ ამის გამო შესატევ პლაცდარმს ვკარგავთ ან აქეთ ვიღებთ სალელოვე შეტევას. რომ მეგონა დაიღალნენ ბიჭები მაშინ მოინდომეს და ... აფრასიძე მაინც გამოსარჩევია გიგაშვილის და საღინაძის მშვენიერი თამაშის ფონზეც. 9 ნომერმა ამდენი იმუშაოს დაცვაში და ასე ეფექტურად - ყოჩაღ!
???
28 მარტი 2021 17:52
1
კაი იყო// მამუკაშვილს შეეშვით//თქვენ ვინც აძაგებთ სანამ მიხვდებოდით მანამდე იცოდა რაც გააკეთა//ამისთანა მაგაზე მაგრებს მოსდით...მადლობა ბიჩებს//ხალხს უყვარხართ
ბოლოკა
28 მარტი 2021 20:13
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული