რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი 28:17 დაამარცხა.
დასაწყისში ჩვენი ნაკრების სასარგებლოდ მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩათვალა, 2 ჯარიმა კი თედო აბჟანდაძემ გაიტანა. რუმინელებმა 1 ლელოთი გვიპასუხეს.
პირველი ტაიმის პირველი ნახევრის შემდეგ საქართველოს ნაკრები კაცნაკლული თამაშობდა - მოედნიდან შალვა მამუკაშვილი გააძევეს.
მეორე ტაიმში რუმინელებმა ჩვენი ჩათვლის მოედანი 1-ხელ აიღეს, ჩვენმა ბიჭებმა კი ორი ლელო დადეს - ჯერ გიგაშვილმა (გარდასახვა აბჟანდაძე) და შემდეგ ტაბუცაძემ (გარდასახვა ბაბუნაშვილი). შეხვედრა კი ბაბუნაშვილი არენკით დასრულდა და საქართველოს ნაკრებმა 28:17 გაიმარჯვა.
გამარჯვების შედეგად "ბორჯღალოსნებმა" ანთიმოზ ივერიელის სახელობის გარდამავალი თასი და რაგბი ევროპის ჩემპონობა მოიპოვეს!
მაისაშვილს ახლაც სკეპტიკურად ვუყურებ, ვთვლი, რომ ტოპ-კლასის მწვრთნელი გვჭირდება, თუმცა მადლობა ეთქმის, ბოლო ორი თამაშისთვის, ხელდახელ თამაშში მცირე პროგრესი გვაქვს.
ალბათ იდეალური იწნება, თუ ფრანშიზას საკითხი გვეღირსება, მაისაშვილს ჩავაბარOტ ფრანშიზა და ნაკრებში დარჩეს თანაშემწედ, ტოპ-კლასოს მწვრთნელოს (ჯერ ფანტაზიაა, მაგრამ იქნებ ასრულდეს)
მამუკაშვილმა, რა თქმა უნდა ძალიან "ბავშვური" შეცდომა დაუშვა, მაგრამ ვინც მის ნაკრებიდან "მოშორებას" ითხოვს, ალბათ მსოფლიო რაგბს ნაკლებად უყურებს და ამიტომ არ უნახავს ბევრი ტოპ-ვარსკვლავის მსგავსი ქმედებები :)