კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთს სძლიეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი 28:17 დაამარცხა.

დასაწყისში ჩვენი ნაკრების სასარგებლოდ მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩათვალა, 2 ჯარიმა კი თედო აბჟანდაძემ გაიტანა. რუმინელებმა 1 ლელოთი გვიპასუხეს.

პირველი ტაიმის პირველი ნახევრის შემდეგ საქართველოს ნაკრები კაცნაკლული თამაშობდა - მოედნიდან შალვა მამუკაშვილი გააძევეს.

მეორე ტაიმში რუმინელებმა ჩვენი ჩათვლის მოედანი 1-ხელ აიღეს, ჩვენმა ბიჭებმა კი ორი ლელო დადეს - ჯერ გიგაშვილმა (გარდასახვა აბჟანდაძე) და შემდეგ ტაბუცაძემ (გარდასახვა ბაბუნაშვილი). შეხვედრა კი ბაბუნაშვილი არენკით დასრულდა და საქართველოს ნაკრებმა 28:17 გაიმარჯვა.

გამარჯვების შედეგად "ბორჯღალოსნებმა"
ანთიმოზ ივერიელის სახელობის გარდამავალი თასი და რაგბი ევროპის ჩემპონობა მოიპოვეს!

მკითხველის კომენტარები / 43 /
თქვენც რასამბობთ უელსი დადეთ რა ბეჭებზე , კიდევ დიდხანს ვიქნებით ამ მაჩანჩალა დივიზიონში , ერთი ადგილი თუ გქონდათ იტალიასთან გევაშკაცათ როცა საჭირო იყო ...
სიმართლე
28 მარტი 2021 22:18
88
რა ბაჯაღლო ხარ ბიჯოოოოოო
mirosan
28 მარტი 2021 22:45
0
არ მახსოვს შენი კომენტარი ბოღმის და ღვარძლის გარეშე ! ბავშვთა სახლში ხარ გაზრდილი ?
სიმართლეს !
31 მარტი 2021 20:25
0
ევროპის ჩემპიონატი ჯერ არ მოუგიათ:))ივერიელის თასი მოიგეს,რომელიც რუმინეთისა და საქართველოს მატჩში გამარჯვებულს გადაეცემა...:))
gurulo
28 მარტი 2021 19:50
21
უკვე მოვიგეთ. რეალური მეტოქეს მოვუგეთ. და ჩამორჩენა 10 ქულაა უშანსოდ არის ყველა
docki13
28 მარტი 2021 22:00
2
ოფიციალურად ჯერ არ მოგვიგია. ჩვენ 4 თამაშიდან 18 ქულა გვაქ, რუსეთს 2 თამაშიდან 4. რუსებმა რომ სამივე დარჩენილი ბონუსით მოიგონ 19 ქულა ექნებათ და გადაგვასწრებენ, ბოლო თამშსი ქულა რომ არ ავიღოთ. ეს რომ არარეალური ვარიანტია, სხვა საკითხია, მაგრამ ოფიციალურად ჯერ არ მოგვიგია. პრაკტიკულად ცხადია.
Docki13-ს
28 მარტი 2021 22:15
11
მამუკაშვილს ვაბშე უნდა ააცმეინო ნაკრებიდან ასეთი უაზრო ჯარიმა ამხელა კაცს არ უნდა მოუვიდეს!!! გიგაშვილს საღოლ ეგ ყოფილა ტანკი პირველ ხაზელს ასეთ დაძაბულ თამაში მთელი თამაში უმაღლეს დონეზე გაექაჩოს არსად მინახია ნამდვილად გმირობა ჩაიდინა!!!!
რომა
28 მარტი 2021 17:38
48
მამუკაშვილი არაა ღირსი ნაკრებში თამაშის
ელგუჯა
28 მარტი 2021 16:05
63
ეჰ, მაგ ლოგიკით ბევრი სუპერვარსკვლავია მოსაკვეთი, მაგრამ კონტაქტური სპორტია და რას ვიზამთ?
: )))))))
28 მარტი 2021 17:36
1
კარგა ხანია ასე არ მინერვიულია ჩვენების თამაშზე. საოცრად დინამიური და საყურებლად სასიამოვნო თამაში იყო, თან დაძაბულობაც შესაბამისი. თავდადება არასოდეს აკლდათ, მაგრამ ეხლა გამოჩნდა რაც შეუძლიათ რთულ სიტუაციაში. შეცდომები ვარსკვლავებსაც მოსდით, მაგრამ ჩვენები ამას გაუმართლებელ სიტუაციაში უშვებენ და ესაა გასაკვირი. მარტო მამუკელაშვილს არ ვგულისხმობ, არც ზოგიერთს დაუკლია. მტკივნეული იყო ჩვენი აუტების ყურება, მოლში კი მატარებელივით რომ ჩაგვიქროლეს ეს ინგლისელმა კომენტატორებმაც გაიკვირვეს...მაგრამ ბოლო კეთილია და იმედი ახალგაზრდების უფრო და უფრო იზრდება. გაახალგაზრდავება ნაკრებისა კარგია, მაგრამ ზოგიერთი "ბებერი" ლომი მაინც გვჭირდება, მაგალითად ჩილაჩავა, რომელიც შერკინებისას შეუდარებელია. მადლობა ასეთი ლამაზი თამაშისათვის.
emigranti
28 მარტი 2021 22:53
0
სპორტის მინისტრი დღეს სად იყოოო???
დათკა
28 მარტი 2021 22:40
0
გილოცავთ ყველას. 2015 წლის შემდეგ საუკეთესო მატჩი (რომც წაგვეგო მაინც)!
მაისაშვილს მადლობა და წარმატებები.
გუნდს უმაღლესი დონის მწრთვნელი და იტალიის რეალური კონკურენტობა. უახლოესი 5 წლის პროგრამა მინიმუმი - ისე უნდა ვუგებდეთ იტალიას, როგორც ვუგებთ რუმინეთს.
პ.ს. შალვამ მეტი ინერვიულა შეცდომაზე, ვიდრე ჩვენ ყველამ ერთად.
დიმა
28 მარტი 2021 22:40
0
უკვე მოსაბეზრებელი გახდა
მთ
28 მარტი 2021 22:11
49
ჩემპიოპიონატი ხო რას ამბობ აკვდება ზედ...
პაატა
28 მარტი 2021 17:31
10
ჩემპიოპიონატი ხო რას ამბობ აკვდება ზედ...
პაატა
28 მარტი 2021 17:29
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული