რუმინელთა მწვრთნელი: აფრასიძის რიტმი ფასდაუდებელი იყო

AutoSharing Option
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურში საქართველოს ნაკრებთან 17:28 დამარცხების შემდეგ რუმინელთა ინგლისელმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა "ბორჯღალოსნების" მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

"გულდაწყვეტილები ვართ. ძალიან გვინდოდა ქულის აღება და მატჩის გარკვეულ მონაკვეთებში ვიყავით ეფექტურები, მაგრამ სიზუსტემ გვიმუხთლა. ისეთ გუნდთან, როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვანია მთელი 80 წუთი მაქსიმალურად მობილიზებული იყო. ვინაიდან ეს ვერ შევძელით, შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. წითელი ბარათი სამართლიანად იყო გაცემული. ამ ეპიზოდის შედეგად ჩვენ ერთ-ერთი კარგი შემტევი მოთამაშე დავკარგეთ.

ჩემგან დადებითი შეფასება ეკუთვნის საქართველოს, ვინაიდან მისი შეტევა იყო საკმაოდ ეფექტური. მიმაჩნია,
რომ 2019 წლის მსოფლიო თასისა და „შემოდგომის ერთა თასის“ შემდეგ მათი შეტევა ბევრად გაუმჯობესებულია. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ტემპი და თანმიმდევრობა. ასევე უნდა აღვნიშნო თქვენი 9 ნომერი (გელა აფრასიძე), რომლის რიტმი ფასდაუდებელი იყო საქართველოს შეტევაში. ის საკმაოდ კარგი ახალგაზრდა მოთამაშეა".


მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგარია აფრასიძე! ასევე ლობჟანიძე მე არ მახსოვს ასეთი მაგარი ორი ცხრა ნომერი ნაკრებს რიმ ყოლოდა.
დიმო
03:01 29-03-2021
0
მაგარია აფრასიძე! ასევე ლობჟანიძე მე არ მახსოვს ასეთი მაგარი ორი ცხრა ნომერი ნაკრებს რიმ ყოლოდა.
დიმო
03:01 29-03-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული