საქართველოს ნაკრები 13 ნოემბერს საფრანგეთს შეხვდება

AutoSharing Option
13 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ბორდოში ტესტ-მატჩში საფრანგეთს დაუპირისპირდება, - იტყობინება Rugbyrama.

გამოცემის ცნობით, საფრანგეთი ნოემბერში 3 შეხვედრას ჩაატარებს: 6 და 20 ნოემბერს არგენტინასთან და ახალ ზელანდიასთან, ხოლო 13-ში - "ბორჯღალოსნებთან". საფრანგეთთან საქართველოს ნაკრებს გასულ წელსაც უნდა ეთამაშა, მაგრამ მატჩი კორონავირუსის ეპიდემიის გამო არ შედგა.

საქართველოს ნაკრები საფრანგეთს მხოლოდ ერთხელ ეთამაშა - 2007 წელს მარსელში 7:64 დამარცხდა.

შეგახსენებთ, 17 ივლისს ჩვენი ეროვნული გუნდი შოტლანდიას უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მწვრთნელის ამბავზე რა ისმის ბოლოს შეგვრჩა მაისაშვილი??? ვერ ვნახეთ მსოფლიოში სხვა უფრო კვალიფიციური ვერავინ??? დაუფასდა ლელოს როგორც ჩანს ტყემალაძის ლობირება...
Lado
04 მაისი 2021 00:42
5
რას ერჩი, რა არ მოგწონს კონკრეტულად? ვინ გეგულება უკეთესად რომ გაუძღვეს და იცნობდეს ნაკრებს? მართლა მაინტერესებს კონკრეტული არგუმენტები - რატომ უცხოელი მწვრთნელი?
SL
04 მაისი 2021 11:12
6
რატომ უცხოელი მწვრთნელიო? იმიტომ, რომ მაღალი რანგის თამაშის გამოცდილებით ქართველი მწვრთნელი არ გვყავს. ვერც გვეყოლება, რადგან უმაღლესი რანგის ტურნიტებზე ძალიან იშვიათად გვათამაშებენ. სარაგბო ქვეყნებში რაგბს 100 წელია თამაშობენ და მსოფლიო დონის ათობით მწვრთნელი ჰყავთ. ერთი უნდა დავითანხმოთ აქ ჩამოსასვლელად.
გიორგი
05 მაისი 2021 02:18
2

სიახლეები პოპულარული