ეს ცვლილება სამხრეთ აფრიკაში "ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების" ტურნემ განაპირობა. უორენ გეთლანდის შეგირდები 3 ივლისს "გოლდენ ლაიონსს", ხოლო 10 ივლისს "ბულსს" ეთამაშებიან. "ბორჯღალოსნებთან" გასამართი ტესტ-მატჩების ჩატარების ადგილი და დაწყების დრო მოგვიანებით გამოცხადდება.
"საქართველოსთან მატჩები პარასკევს ჩატარდება, რათა ისინი არ დაემთხვეს ჩვენი პროვინციების გუნდების მატჩებს "ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან", - განაცხადა სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის მაღალი მიღწევების დირექტორმა რასი ერასმუსმა, რომელმაც 2019 წელს "სპრინბოქსს"
ეს იაპონიაში 2 ნოემბერს მოხდა და სამხრეთ აფრიკამ ფინალში ინგლისი დაამარცხა. მას შემდეგ გუნდის მთავარ მწვრთნელად ჟაკ ნიენაბერი დაინიშნა, თუმცა კოვიდ-პანდემიის გამო მისი დებიუტი მთელი 19 თვით გადაიდო. ის გუნდის გაფართოებულ, 45-კაციან შემადგენლობას 5 ივნისს დაასახელებს და აქცენტს ლეგიონერებზე გააკეთებს:
"ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვება იქნება. კარგია, რომ საქართველოსთან შეხვედრა მსოფლიო რაგბის მიერ საერთაშორისო მატჩებისთვის გამოყოფილ ფანჯარაში ჯდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდის ლიდერებიც ჩვენთან ერთად იქნებიან".