რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში ნიდერლანდების 48:15 დამარცხების შემდეგ კომენტარი "ბორჯღალოსნების" მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა.
"თამაშის ხარისხით არც მწვრთნელები და არც მოთამაშეები კმაყოფილი არ ვართ. ამას აქვს ობიექტური მიზეზები. ბევრი ტექნიკური წუნი გვქონდა, განსაკუთრებით ბურთის მოპოვების ფაზაში. გარდა იმისა, რომ კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე შეკრების პირველ კვირაში ცალკეულ ჯგუფებად მოგვიწია ვარჯიში და შეთამაშების მხრივ პრობლემები გვქონდა, იყო მეტოქის შეუფასებლობაც. თავიდანვე ვერ შევძელით ქულების მოპოვება, რამაც წნეხში მოგვაქცია და შეცდომებიც ამან გამოიწვია.
მეორე ტაიმში ოდნავ უკეთესი სურათი იყო, თუმცა შეუთამაშებლობა მაინც იგრძნობოდა. შედეგით
კმაყოფილები ვართ, თუმცა თამაშის ხარისხით არა. ეს შეიძლება კარგიც იყოს, რადგან ვემზადებით სამხრეთაფრიკული ტურნესთვის და გვაქვს დრო შეცდომების გასაანალიზებლად და გამოსასწორებლად. დარწმუნებული ვარ, სამხრეთ აფრიკასთან შეცდომები ნაკლები იქნება", - ციტირებს მაისაშვილს rugby.ge.
მეორე ტაიმში ოდნავ უკეთესი სურათი იყო, თუმცა შეუთამაშებლობა მაინც იგრძნობოდა. შედეგით