რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ნიდერლანდებთან ნამატჩევს (48:15) rugby.ge-სთან კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთა:
"მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა ბევრად უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე ჩვენი დღევანდელი მეტოქე, დარწმუნებული ვარ უფრო ხარისხიან და საინტერესო თამაშს ვაჩვენებთ. უთამაშებლობა ყველა გუნდისთვის პრობლემაა, თუმცა სამხრეთ აფრიკა ისეთი დონის გუნდია, რომ შესაძლოა ეს მათ დიდად არც დაეტყოთ. მათ უმაღლესი დონის შემსრულებლები ჰყავთ. ჩვენთვის ამით არაფერი იცვლება და ფოკუსირება საკუთარ თავზე უნდა მოვახდინოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვიფიქროთ წარმატებაზე".