"ბორჯღალოსნები" ნოემბერში საფრანგეთთან სტუმრად და ფიჯისთან ნეიტრალურ მოედანზე ითამაშებს. მიმდინარეობს მოლაპარაკება კიდევ ერთი თამაშის საქართველოში გამართვასთან დაკავშირებით.

საქართველოში ერთ-ერთი მეტოქე, სავარაუდოდ, 6-7 ნოემბერს გვეწვევა; საფრანგეთს ბორდოში 14 ნოემბერს შევხვდებით, ფიჯის კი 20 ნოემბერს ვეთამაშებით.

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ბაჩო ხურციძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, "ბორჯღალოსნებმა" რაც შეიძლება ბევრი მაღალი დონის შეხვედრა გამართოს:

„ამ ეტაპზე გარკვეულია, რომ ნოემბერში მეორე თამაშს საფრანგეთთან, მესამეს კი ფიჯისთან გავმართავთ. პირველ შეხვედრაზე ჯერ კიდევ მიდის მუშაობა, მსოფლიო რაგბი რამდენიმე ვარიანტს ამუშავებს. საწყენია, რომ ფიჯის მასპინძლობა ვერ ხერხდება. მნიშვნელოვანი იყო, მათთვის საქართველოში გვემასპინძლა, მაგრამ კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე, ბევრი რამ თავდაყირა დადგა. ჯერჯერობით უცნობია, სად შევხვდებით ფიჯის. ლოკაცია მოგვიანებით დაზუსტდება“.

„რაც შეეხება პირველ თამაშს, მეტოქის ვინაობას ჯერ ვერ დავასახელებთ. საუბარია ძლიერი სარაგბო გუნდის სტუმრობაზე, რომელი ქვეყნის მოქალაქეებსაც კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე, საქართველოში შემოსვლის და გასვლის პრობლემა არ აქვთ. ზაფხულში ტიერ 1-ის ქვეყნის გუნდებთან ბევრი ტესტ-მატჩი გაგვიცდა და მნიშვნელოვანია, რომ ახლა რაც შეიძლება მეტი თამაში გავმართოთ“.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთს მსოფლიო თასს მიღმა პირველად ვეთამაშებით. 2007 წლის მსოფლიო თასზე „ლე ბლეს“ მარსელში შევხვდით და მასპინძლებმა 64:7 მოიგეს. 14 წლის შემდეგ საფრანგეთთან შეხვედრას ისტორიულს უწოდებს ხურციძე:

„საფრანგეთთან თამაშს ისტორიული დატვირთვა აქვს, რადგან მათ პირველად ვხვდებით მსოფლიო თასს მიღმა. გარდა ამისა, ნაკრების მოთამაშეების დიდი ნაწილი სწორედ საფრანგეთში თამაშობს და სასიხარულოა, რომ მიმდინარე სეზონში ყველა მათგანს სტაბილური სათამაშო დრო ეძლევა. ბოლო პერიოდმა დაგვანახა, რომ საფრანგეთის ნაკრები გაძლიერდა და მათთან შეხვედრა ამ კუთხითაც საინტერესოა“.

rugby.ge

ფეოლა
აბა, ბიჭებო, თქვენ იცით !:)))
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ
ძმების დაპირისპირება არ შედგება - ჯობი VS ჯუდს საკლუბო მუნდიალზე ვერ ვნახავთ
მოლაპარაკება შედგა - დევიდი კარიერას "იუვენტუსში" განაგრძობს
როდის გამართავს თოფურია მორიგ ორთაბრძოლას - ქართველი ჩემპიონის წარმომადგენელი განმარტავს
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] "რეალმა" "იუვენტუსს" მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა
სუპერთასი 2025 | "ტორპედომ" მესამე ადგილისთვის მატჩში "იბერია 1999" დაამარცხა
კვლავ NBA-ში, თუმცა არა "სან ანტონიოში" - მამუკელაშვილის მომავალი კლუბი გაირკვა
ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
უდიდესი სენსაცია - ბასილაშვილმა მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი დაამარცხა!
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
პირველი ვარჯიში ახალ კლუბში - ქოჩორაშვილის პორტუგალიური კარიერა ოფიციალურად დაიწყო
აბრაჰამი წავიდა - ახლა "რომაში" მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი მიქაუტაძეა
"მოსკოვის "დინამოში" თამაში ყველას სურს" - გაგნიძეს დარჩენის ამბავს კარპინი გადაწყვეტს
ეს გუნდი პსჟ არაა - ლუის ენრიკემ მის მიერ გაწვრთნილი საუკეთესო კლუბი დაასახელა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
მახაჩევს გადაუსწრო - ილია თოფურია მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლია!
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"