"ბორჯღალოსნები" - ნოემბერში მერფი და დოლმანი გვიმსაჯებს

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბმა შემოდგომის ტესტებისთვის მსაჯები და ოფიციალური პირები დანიშნა.

14 ნოემბერს, ბორდოში, "მატმუტ ატლანტიკზე" "ბორჯღალოსნები" საფრანგეთთან პირველ, ისტორიულ ტესტს გამართავენ. „ლე ბლესთან“ აქამდე ერთადერთხელ, 2007 წლის მსოფლიო თასზე გვითამაშია, მას შემდეგ კი 14 წელიწადი გავიდა.

შეხვედრის მთავარი მსაჯი დეიმონ მერფია. 36 წლის ავსტრალიელი საქართველოს თამაშს პირველად იმსაჯებს. კიდეებიდან მას ინგლისელი კარლ დიქსონი და შოტლანდიელი სემ გროუ-უაითი დაეხმარებიან. ვიდეო-რეფერი უელსელი ბენ უაითჰაუსია.

"ბორჯღალოსნები" 20 ნოემბერს ნეიტრალურ მოედანზე, მადრიდში (ესპანეთი) ფიჯის ეთამაშებიან და აქ რეფერი 30 წლის ახალზელანდიელი ჯეიმს დოლმანია. მას საქართველოსთვის
ეროვნული ნაკრებების დონეზე არასდროს უმსაჯია. სამაგიეროდ, 2019 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" შოტლანდია 17:12 რომ დაამარცხეს, მოედნის მსაჯი სწორედ დოლმანი იყო.

Sportall.Ge

ზელანდიელს კიდეებიდან თანამემამულე ბენ ოკეფე და იტალიელი ჯანლუკა გნეჩი დაეხმარებიან. ვიდეო-რეფერი ასევე იტალიელი სტეფანო პენე იქნება.

ნოემბერში ტიერ1-ის გუნდების სამ თამაშზე ვიხილავთ 27 წლის ქართველ რეფერის ნიკა ამაშუკელს. აქამდე მან ტიერ 1-ისა და ტიერ 2-ის ნაკრებების დაპირისპირება იმსაჯა, ახლა კი უმაღლეს დონეზე ავიდა.

6 ნოემბერს ის დუბლინში, "ავივა სთედიუმზე" ირლანდია – იაპონიის შეხვედრას იმსაჯებს, ხოლო 13 ნოემბერს ლიონში, "სტად მატმუტზე" ფრანგი "ბარბაროსებისა" და ტონგას მატჩს განსჯის. 20 ნოემბერს კარდიფში უელსი ავსტრალიას ეთამაშება და აქ ამაშუკელი გვერდითი მსაჯი იქნება, ცენტრში მაიკ ადამსონი იმუშავებს, ხოლო მეორე კიდეზე მეთ რეინალი იდგება.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული