მაისაშვილი: მსაჯმა ორივე ყვითელი ბარათი საკამათო სიტუაციაში მოგვცა

AutoSharing Option
ბორდოში საფრანგეთთან ნამატჩევს (15:41) კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა.

"რეალობა ისაა, რომ შეიძლებოდა სხვაობა ბევრად ნაკლები ყოფილიყო და კმაყოფილი არ ვარ. თამაში ჩვენთვის ცუდი სცენარით დაიწყო. ერთ ტაიმში ორი ყვითელი ბარათი, მით უმეტეს, ასეთი დონის მეტოქესთან, გუნდს ანგრევს. მსაჯების კრიტიკა არ მჩვევია, თუმცა ორივე ყვითელი, ჩემი აზრით, საკამათო სიტუაციაში მოგვცა. ამან აგვრია, მაგრამ მეორე ტაიმში შევძელით დაბრუნება და ვთვლი, რომ ორი ძალიან კარგი ლელო დავდეთ.

მთელი რიგი ეპიზოდებით, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში, კმაყოფილი ვარ. იყო მომენტები, როდესაც გეგმას
მივყვებოდით, მაგრამ რეალობა ისაა, რომ დღესდღეობით საფრანგეთი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ლოგიკურია, რომ თამაში მათი გამარჯვებით დასრულდა".

"ბორჯღალოსნებმა" მეორე ტაიმი პირველზე უკეთ ჩაატარა, ორი ლელო გაიტანა და მეტოქეს მხოლოდ 5 ქულით (მეორე ტაიმში) ჩამორჩა:

"ბიჭებს ვუთხარი, რომ ხელების ჩამოშვების საფუძველი არ ჰქონდათ და ბრძოლაში უნდა დარჩენილიყვნენ, რაც გააკეთეს კიდეც. სამწუხაროდ, ორი ისეთი ლელო გავუშვით, რომლებიც არ უნდა გაგვეშვა. ფრანგები მოლში მოგვაწვნენ და ამ კომპონენტით ქულები აიღეს, თუმცა იყო ეპიზოდები, როდესაც მათი შეჩერება მოვახერხეთ. საფრანგეთი ძალიან გამოცდილი, მძიმე გუნდია და ლოგიკურიცაა მოლში მათი კარგი თამაში. ჩვენ ამ კუთხით ვმუშაობთ და ნელ-ნელა, მაგრამ წინ მივიწევთ", - ციტირებს მაისაშვილს rugby.ge.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ვინმემ იქნებ მონიშვნის ეს მსაჯი სოციალურ ქსელში და ინგლისურ ენაზე მიმართოს, გინების და აგრესიის გარეშე საყვედური შევუთვალოთ. გაზიარდეს და სხვებიც მოვიწონებთ.
Sxalteli
18:24 16-11-2021
0
მსაჯმა დასაწყისში და ბოლოსკენ მითუმეტეს მაგრად მიქარა, რამოდენიმებერ რომ გადაახვიო მაინც ვერ გაიგებ ბოლოში რატომ იშ ერდა ხელს ზოგ სიტუაციაში. რას "ვერ" ხედავდა გავიგე მაჩრამ რას "ხედავდა" ვერა.

თავისი საქმე შეასრულა, დროზე შექონდა გარდატეხა თამაშში :))

ჩვენ ჩვენ შეცდომებს თუ მივხედავთ ერთ დღეს მსაჯიანად მოვუგებთ.
ლუკა
16:21 15-11-2021
0

სიახლეები პოპულარული