მაისაშვილი: მსაჯმა ორივე ყვითელი ბარათი საკამათო სიტუაციაში მოგვცა

AutoSharing Option
ბორდოში საფრანგეთთან ნამატჩევს (15:41) კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა.

"რეალობა ისაა, რომ შეიძლებოდა სხვაობა ბევრად ნაკლები ყოფილიყო და კმაყოფილი არ ვარ. თამაში ჩვენთვის ცუდი სცენარით დაიწყო. ერთ ტაიმში ორი ყვითელი ბარათი, მით უმეტეს, ასეთი დონის მეტოქესთან, გუნდს ანგრევს. მსაჯების კრიტიკა არ მჩვევია, თუმცა ორივე ყვითელი, ჩემი აზრით, საკამათო სიტუაციაში მოგვცა. ამან აგვრია, მაგრამ მეორე ტაიმში შევძელით დაბრუნება და ვთვლი, რომ ორი ძალიან კარგი ლელო დავდეთ.

მთელი რიგი ეპიზოდებით, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში, კმაყოფილი ვარ. იყო მომენტები, როდესაც გეგმას
მივყვებოდით, მაგრამ რეალობა ისაა, რომ დღესდღეობით საფრანგეთი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ლოგიკურია, რომ თამაში მათი გამარჯვებით დასრულდა".

"ბორჯღალოსნებმა" მეორე ტაიმი პირველზე უკეთ ჩაატარა, ორი ლელო გაიტანა და მეტოქეს მხოლოდ 5 ქულით (მეორე ტაიმში) ჩამორჩა:

"ბიჭებს ვუთხარი, რომ ხელების ჩამოშვების საფუძველი არ ჰქონდათ და ბრძოლაში უნდა დარჩენილიყვნენ, რაც გააკეთეს კიდეც. სამწუხაროდ, ორი ისეთი ლელო გავუშვით, რომლებიც არ უნდა გაგვეშვა. ფრანგები მოლში მოგვაწვნენ და ამ კომპონენტით ქულები აიღეს, თუმცა იყო ეპიზოდები, როდესაც მათი შეჩერება მოვახერხეთ. საფრანგეთი ძალიან გამოცდილი, მძიმე გუნდია და ლოგიკურიცაა მოლში მათი კარგი თამაში. ჩვენ ამ კუთხით ვმუშაობთ და ნელ-ნელა, მაგრამ წინ მივიწევთ", - ციტირებს მაისაშვილს rugby.ge.

მკითხველის კომენტარები / 18 /
აცადეთ რა ძმურად ამ კაცს თავისი სამუშაოს გაკეთება. მოდიოდნენ ერთი-მეორეზე უპასუხისმგებლო უცხოელი მწვრთნელები შტაბში და იმათაც ოღონდ ფული აეღოთ და ძალიან ინერვიულებდნენ ჩვენს გუნდზე?? საქართველოში საუკეთესო მწვრთნელია და ამაზე მეტად რომელ მწვრთნელს შეეტკივება გული ჩვენს ნაკრებზე?! ვინმე რასი ერასმუსის და ედი ჯოუნსის დონის თუ გააკეთებს ამაზე უკეთ საქმეს, აცადეთ რა! დადგა ძლივს ნორმალურო სამწვრთნელო შტაბი და აღარ არიან ეს უპასუხისმგებლო უცხოელი სპეციალისტები, ვაცადოთ მაისაშვილს, აშკარა პროგრესს ვერ ხედავთ შარშანწინდელისგან განსხვაბებით? ბურთს ვამოძრავებთ და ვინარჩუნებთ და დიდი მადლობა ჯეიმს ბრაუნს ზელანდიელ შემტევის მწვრთნელს, დრო და რაც შეიძლება მეტი თამაში. მსოფლიოზე არ გავალთ ჯგუფში მესამე ადგილას? მაშინ სხვა თემა იქნება
მედ
00:44 15-11-2021
10
ლევანს მადლობა,მაგრამ ძლიერი მწვრთნელი გვინდა ტოპ სარაგბო ქვეყნიდან.ესეც საფეხბურთო ნაკრები ხომ არაა,სადაც ,,ჭ,, ლიგებში თამაშობენ,საკმაოდ ძლიერი სარაგბო ქვეყნის,ნორმალურ გუნდებში თამაშობენ,მაგრამ ბავშვური შეცდომებისა და უაზრო ჯარიმების გამო,თამაშებს აფუჭებენ.ხაზის აწევა ქაოტური,რაქში შეცდომები,შერკინების საქმე უკან უკან მიდის,მოლი საშინელება,დისციპლინა ნოლია,რასაც ვერ დაუკარგავ ბიჭებს ვაჟკაცობა,მონდომება და დიდი გულია,ამის ხარჯზე გავდივართ.ყველაფრის მიუხედავად მადლობა ბიჭებს,წარმატებები,უტრავმოდ.ღმერთი თქვენთან,მე მჯერა თქვენი.
გურულო
09:23 15-11-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული