იტალიის მორაგბეთა ნაკრები "ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ თბილისში ჩამოვა

AutoSharing Option
onrugby "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტ სიმონე ბატაჯიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ტეს-მატჩის ჩასატარებლად იტალიის მორაგბეთა ნაკრები საქართველოს ეწვევა.

"აძური", თებერვლიდან მარტის ჩათვლით, "6 ერში" მიიღებს მონაწილეობას, ზაფხულში საქართველოსა და რუმინეთს ეწვევა, ხოლო შემოდგომაზე სამხრეთ აფრიკას, ავსტრალიასა და მეორე რანგის სარაგბო ქვეყანას უმასპინძლებს.

საქართველოსა და იტალიის ნაკრებების შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა ივლისში უნდა ჩატარდეს.

"ბორჯღალოსნები" იტალიას ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ დამარცხდა - 2003 წელს 22:31, 2018 წელს კი 17:28.

მკითხველის კომენტარები / 13 /
მაგარია. სტადიონი ავავსოთ და მაგრა გავჭედოთ!!!
ლომი
17 ნოემბერი 2021 20:58
1
რაო? "გავჭედოთ"? ეს რა სექსისტური გამოხდომაა, ეს რა სიძულვილის და დისკრიმინაციის გამოხატულებაა? ეს რა არატოლერანტული გამოძახილია? თვენ გრანტს არ იმსახურებთ!!!
კეკლო
18 ნოემბერი 2021 02:10
1
ეს თუ მართალია... მაშინ ყველა მორაგბე ისეთ ფორმაში უნდა შეხვდეს რო რავი... ეს თამაში თუ წააგეთ აღარ გამაგონოთ მერე რაგბი ჩვენი თამაშია და რაღაცეები. მხოლოდ მოგება
რომა
17 ნოემბერი 2021 23:22
3
აბა რაი ერთი წაგებით დავხურავთ ახლა რაგბს.
fff
17 ნოემბერი 2021 23:49
2
რომა,იტალიის ნაკრები გადაბირებული მორაგბეებითაა გადავსებული,ჩვენ კი,საკუთარი ძალებით გავდივართ ბრძოლაში.ჩვენი წამყვანი სპეციალისტები და მორაგბეებიც გულახდილად ამბობენ,რომ იტალიის რაგბი ჩვენზე წინ არის,მაგრამ ჩვენი მიზანი,რაგბის მასობრიობის გაზრდა და დონის ამაღლებაა,რაც მათთვის გადასწრების საშუალებას მოგვცემს.უყურე "რაგბის პოდკასტს",სადაც ძალიან საინტერესო საუბრები იმართება ქართველ რაგბის სპეციალისტებთან თუ მოქმედ მორაგბეებთან.თუ რუსული იცი,მოძებნე "რუგგერ ინფო",იქაც ბევრ საინტერესოს ნახავ რაგბის,მათ შორის ქართული რაგბის თემაზე,სტატიების,მატჩების ჩანაწერების თუ რეპორტაჟების ნახვაც შეიძლება.ასე რომ გულშემატკივარი,ბევრ საინტერესოს იპოვნის.
სოსო
19 ნოემბერი 2021 20:01
0
"ამ დღეს ველოდი, მოვესწარ, ვიცინი, აღარ ვტირი მე" - ამ ცნობილ სიტყვებს მეც სიამოვნებით გავიზიარებ, თუკი ეს ამბავი დადასტურდება. არ მინდა ბიჭებს ფსიქოლოგიური ტვირთი ავკიდოთ, მაგრამ თუკი მართლა გვაქვს სარაგბო ელიტაში შესვლის ამბიცია, თავი უნდა დავდოთ ყველამ (მორაგბეებმაც და ქომაგებმაც) და იტალიაში სახლში დამარცხებული გავუშვათ! მჯერა, ამას შევძლებთ, ოღონდ ორი რამის მეშინია - წამყვანი მოთამაშეთა ტრავმების და კოვიდის სიტუაციის გამო მატჩის ჩაშლის (როგორც მოხდა ამ ზაფხულს შოტლანდიასთან) ან ქომაგთა არდაშვების. სხვა შემთხვევაში, უმძიმესი ამოცანის მიუხედავად, იმედი მაქვს შევძლებთ მოგებას
fani
18 ნოემბერი 2021 01:50
0
ეხლა მთავარია ეს ინფორმაცია დადასტურდეს და საქართველო იტალიის ა ნაკრები ანუ მეორე გუნდი არჩამოვიდეს. თუ იტალია მართლა ჩამოვა და იმედია ასეც იქნება ეს იქნება აბსოლუტური შოუ. გადაჭედილი დინამო არენა და მაგარი ჯახი. გულშემატკივარი თავისას იზამს ათიანზე და მჯერა გუნდიც აგვყვება. სადაც წვრილია იქ გაწყდესო ნათქვამია და ვნახოთ ერთი რაბიჭები არიან სულრომ გვარიდებენ თავს.
ქართველი
18 ნოემბერი 2021 00:57
0
კარგი იქნება თუ იტალიამდე ერთი თამაში მოხერხდება შესათამაშებლად
w
18 ნოემბერი 2021 08:29
0
აუცილებლად 1 თამაში იტალიამდე უნდა ითამაშოს ნაკრებმა
დავითი
18 ნოემბერი 2021 10:43
0
არ ჩამოვლენ. მიზეზს ადვილად იპოვიან.
ქ. გ.
18 ნოემბერი 2021 10:04
2
დევჯეროოოოოთ?
ლევანი
17 ნოემბერი 2021 22:02
1
დღემდე ვერ მომინელებია 2018 ში წაგება, ძაან ცუდ დროს, ცუდ ფორმაში და ტრამვიანობის პერიოდში შევხვდით მაშინ მაგ თამაშს. კონკურენცია გუნდში და შემადგენლობის სიღრმე მაგიტომაც გვჭირდება რომ მსგავსი აღარ დაგვემართოს, თან თბილისში მაგათთან თამაში სულ სხვა იქნება.
Bs
18 ნოემბერი 2021 01:39
0
მაგ დღისთვის უნდა ავიცრა
სოსო
18 ნოემბერი 2021 04:29
4

სიახლეები პოპულარული