"ბორჯღალოსნების" საბრძოლო ფრე ფიჯისთან - 15:15 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ქალაქ არანხუესში ჩატარებული ტესტ-მატჩი საქართველოსა და ფიჯის ნაკრებებს შორის 15:15 დასრულდა.

„ბორჯღალოსნები“ მეტოქეს შეტევითი თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ, ბურთს უფრთხილდებოდნენ და აბჟანდაძემ ზუსტად შესრულებული ორი საჯარიმოთი დააწინაურა, რის შემდეგაც ფიჯელთა მრავალფაზიანი, სახიფათო იერიშის მოგერიება შეძლეს. ჩვენი გუნდი კარგად გამოიყურებოდა შერკინებაში და დერეფანში. 27-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ლელოს დადება ვერ მოახერხა, სწრაფი კონტრშეტევა გაეპარა და იქით მიიღო ლელო. გარდასახვა კი ფიჯიმ ვერ გამოიყენა. 37-ე წუთზე აბჟანდაძემ მესამე საჯარიმო შეასრულა უზადოდ. გამოიკვეთა, რომ მშვიდ, კლასიკურ თამაშში ჩვენი გუნდი დაცვაში უკეთ ირჯებოდა,
ვიზავისთან უპირატესობას ფლობდა და პირველი ტაიმი 9:5 მოიგო.

შესვენების შემდეგ ფიჯიმ გამეტებით შემოგვიტია, ლელო ვერ გაიტანა, თუმცა საჯარიმოთი ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. აქედან მოყოლებული „ბორჯღალოსნებმა“ ისევ დაიწყეს იერიშების მიტანა, აბჟანდაძემ ორი საჯარიმო გამოიყენა, მაგრამ მერე ფიჯიმ ლელოც გაიტანა, გარდასახვაც გამოიყენა და ანგარიში გათანაბრდა. ბოლოს მაისაშვილის შეგირდებმა ვიზავის გააფთრებულ იერიშებს გაუძლეს და საბოლოოდ საბრძოლო ფრე დაფიქსირდა.

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გრიგორ ქერდიყოშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე;

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. ლუკა ჯაფარიძე, 19. ლაშა ჯაიანი, 20. თორნიკე ჯალაღონია, 21. მიხეილ ალანია, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემურ თაფლაძე.

5 ჯარიმა: თედო აბჟანდაძე

მკითხველის კომენტარები / 33 /
მსგავსი ამხანაგური თამაშები უნდა გამოვიყენოთ ზრდისთვის და არა შედეგისთვის, ქულებზე რომ ვართ ორიენტირებული და არა ხარისხის გაუმჯობესებაზე ძალიან ცუდი როგორ უნდა გავიზარდოთ თუ შეტევაში არ წავედით მერე რა რომ დავკარგავთ და კონტრ ლელოს მივიღებთ მთავარი იქნებოდა გვეთამაშა გავიგეთ რომ თედო კარგად ურტყამს აღარ უნდა ვარჯიში მაგაში
გოგა
20:11 21-11-2021
2
ფიჯისთან ფრე კარგი შედეგია... თუმცა მოგება სჯობდა. იმედია, შემდეგში მოვუგებთ... უხერხული მეტოქეა.
tngh
14:32 21-11-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული